სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკდონალდსმა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, “ცეროდენა მკვლევარები” გამოსცა
მაკდონალდსმა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, “ცეროდენა მკვლევარები” გამოსცა

მაკ­დო­ნალდსი, რო­გორც სა­ო­ჯა­ხო რეს­ტორ­ნე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლი, ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვას გა­ნაგ­რძობს. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის, წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და პო­ზი­ტი­უ­რი აღ­ზრდის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, მაკ­დო­ნალდსმა გა­მოს­ცა სა­ბავ­შვო შე­მეც­ნე­ბი­თი წიგ­ნე­ბის ახა­ლი სე­რია, რო­მე­ლიც Happy Meal-ის ნაკ­რებ­თან ერ­თა­დაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

სე­რია, სა­ხელ­წო­დე­ბით “ცე­რო­დე­ნა მკვლე­ვა­რე­ბი”, 3-დან 8 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ის 12 წიგნს მო­ი­ცავს და მკი­თხვე­ლებს მცი­რე სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში “ცე­რო­დე­ნა მკვლე­ვა­რე­ბის” სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის 2 აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ხოლო სე­რი­ის სხვა ნა­წი­ლე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მო­ი­ცე­მა.

წიგ­ნე­ბის სე­რი­ის ავ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლი, კრე­სი­და კო­უ­ე­ლია. მას სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის 2020 წელს ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის სა­პა­ტიო ორ­დე­ნი გა­და­ე­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ კო­უ­ე­ლის წიგ­ნე­ბის სე­რი­ის მი­ხედ­ვით, 2010 წელს, DreamWorks Animations-მა ცნო­ბი­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი, How to Train Your Dragon (რო­გორ მო­ვათ­ვი­ნი­ე­როთ დრა­კო­ნი) გა­და­ი­ღო.

“ცე­რო­დე­ნა მკვლე­ვა­რე­ბის” სე­რია ფე­რა­დი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ილუსტრა­ცი­ე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. წიგ­ნებ­ში შეხ­ვდე­ბით სა­ხა­ლი­სო რჩე­ვებს, თა­მა­შებს, და­ვა­ლე­ბებ­სა და სხვა აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის კი­თხვის პრო­ცესს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ამა­ღელ­ვე­ბელს ხდის, ამას­თან, მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ თე­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წიგ­ნე­ბი ბავ­შვებ­ში ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობს ხელს.

სე­რი­ის პირ­ველ წიგნ­ში — “შე­უძ­ლი­ათ ხე­ებს ლა­პა­რა­კი?” — პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბი ცე­რო­დე­ნა მკვლე­ვა­რე­ბის, ოლის, ტა­ი­გას, ბოს და მათი მშობ­ლე­ბის სა­ო­ცარ თავ­გა­და­სა­ვალს გა­ეც­ნო­ბი­ან. ისი­ნი პა­ტა­რა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე არ­სე­ბე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც წიგ­ნე­ბის კა­რა­და­ში ცხოვ­რო­ბენ და დიდ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად წიგ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

“ცე­რო­დე­ნა მკვლე­ვა­რე­ბის” სე­რი­ის პირ­ველ წიგნ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს პო­ე­ტი დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი.

“პირ­ვე­ლი, რაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და გა­მო­ვარ­ჩევ­დი, კი­თხვის პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­აა უფ­რო­სე­ბის­თვის. ის სხვა­დას­ხვა რა­მეს აერ­თი­ა­ნებს: გა­რე­მოს ერ­თად შერ­ჩე­ვას, ილუსტრა­ცი­ებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას, რო­ლურ თა­მა­შებს და ზო­გა­დად, პრაქ­ტი­კას, რო­მელ­საც ამ ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მკი­თხვე­ლებ­თან არა მხო­ლოდ მშობ­ლე­ბი, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. ამ მხრივ წიგ­ნი ძა­ლი­ან ფუნ­ქცი­უ­რია”, — აღ­ნიშ­ნავს დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი.

მი­სი­ვე თქმით, წიგნ­ში ასაკ­თან შე­სა­ფე­რი­სი ტერ­მი­ნე­ბი კარ­გა­დაა შერ­ჩე­უ­ლი, თუმ­ცა “ის მხო­ლოდ ტექ­სტი არაა”, ილუსტრა­ცი­ე­ბი­თა და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით წიგ­ნი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ხდე­ბა და ბავ­შვებს კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნარს უვი­თა­რებს. “ამ ასა­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წიგ­ნი თა­მა­შის ნა­წი­ლი და ამას­თან, მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს. ესაა მთა­ვა­რი ძაფი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, შემ­დეგ ბავ­შვი წიგნ­თან და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­იყ­ვა­ნოს”, — ამ­ბობს დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი.

პო­ე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ წიგ­ნი თე­მა­ტუ­რა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან მეც­ნი­ე­რე­ბის სა­წყი­სებს ეხე­ბა და მკი­თხვე­ლებს სამ­ყა­როს აღ­ქმა­ში ეხ­მა­რე­ბა. “ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი წიგ­ნი გა­მო­ი­ცე­მა, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა ტი­პის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, თუმ­ცა ავ­ტო­რე­ბი და გა­მომ­ცემ­ლე­ბი ხში­რად ასაკ­თან შე­სა­ფე­რის ენობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ამ კუ­თხით ეს წიგ­ნი ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­სტი და თა­მა­შის ელე­მენ­ტე­ბი ის მე­თო­დე­ბია, რომ­ლი­თაც ბავ­შვებს მეც­ნი­ე­რე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სებ”, — ამ­ბობს ის და ამა­ტებს, რომ წიგნ­ში ასა­ხუ­ლი ოჯა­ხუ­რი ვი­თა­რე­ბაც ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­მეც­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია.

ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ბავ­შვე­ბის­თვის წიგ­ნის წა­კი­თხვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ფსი­ქო­ლო­გი, ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლიც. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ მცი­რე­წლოვ­ნე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი წიგ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი უნდა იყოს ილუსტრა­ცი­ე­ბით და მი­ნი­მა­ლუ­რად — ტექ­სტით. “ტექ­სტი უნდა იყოს მარ­ტი­ვი, მოკ­ლე, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი და სა­ხა­ლი­სო”, – ამ­ბობს ის და ამა­ტებს, რომ “როცა ბავ­შვებს სწორ ლი­ტე­რა­ტუ­რას სწო­რად ვუ­კი­თხავთ, მათ ვაძ­ლევთ ინ­ფორ­მა­ცი­ას სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, ვა­ვი­თა­რებთ ისეთ უნა­რებს, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნე­ბა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში ეხ­მა­რე­ბათ. ამას გარ­და, სწო­რედ ასე ვი­თარ­დე­ბა ენა-მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რე­ბიც, რაც, ერთი მხრივ, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის, თხრო­ბის უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მე­ო­რე მხრივ კი — წა­კი­თხუ­ლის გა­გე­ბის, გა­აზ­რე­ბის, ში­ნა­არ­სის გა­მო­ტა­ნის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.”

მაკ­დო­ნალდსის ინი­ცი­ა­ტი­ვას, წა­ა­ხა­ლი­სოს ბავ­შვებ­ში წიგ­ნის კი­თხვა, 2001 წელს, შვე­დეთ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, დღემ­დე, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ბავ­შვებს 400 მი­ლი­ონ­ზე მეტი წიგ­ნი გა­და­ე­ცათ. სა­ბავ­შვო შე­მეც­ნე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, 2019 წლი­დან მაკ­დო­ნალდსმა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ნავ­რცო საფ­რან­გეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა — “წიგ­ნი ან სა­თა­მა­შო”, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ Happy Meal-ის ნაკ­რე­ბის შე­ძე­ნი­სას ბავ­შვებს სა­თა­მა­შო­სა და წიგნს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მაკდონალდსმა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, “ცეროდენა მკვლევარები” გამოსცა

მაკდონალდსმა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, “ცეროდენა მკვლევარები” გამოსცა

მაკდონალდსი, როგორც საოჯახო რესტორნების გლობალური ქსელი, ბავშვების განვითარებასა და არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს. ადრეული ასაკიდან წიგნის კითხვის პოპულარიზაციის, წიგნიერების დონის გაუმჯობესებისა და პოზიტიური აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, მაკდონალდსმა გამოსცა საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, რომელიც Happy Meal-ის ნაკრებთან ერთადაა ხელმისაწვდომი.

სერია, სახელწოდებით “ცეროდენა მკვლევარები”, 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ის 12 წიგნს მოიცავს და მკითხველებს მცირე სამეცნიერო ბიბლიოთეკის შექმნაში დაეხმარება. საქართველოში “ცეროდენა მკვლევარების” სერიის პირველი წიგნი მომხმარებლებისთვის 2 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო სერიის სხვა ნაწილები ყოველთვიურად გამოიცემა.

წიგნების სერიის ავტორი მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მწერალი, კრესიდა კოუელია. მას საბავშვო ლიტერატურის დარგში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, გაწეული ღვაწლისთვის 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ კოუელის წიგნების სერიის მიხედვით, 2010 წელს, DreamWorks Animations-მა ცნობილი ანიმაციური ფილმი, How to Train Your Dragon (როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი) გადაიღო.

“ცეროდენა მკვლევარების” სერია ფერადი, მაღალი ხარისხის ილუსტრაციებითაა გაფორმებული. წიგნებში შეხვდებით სახალისო რჩევებს, თამაშებს, დავალებებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა შესრულება ბავშვებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და ამაღელვებელს ხდის, ამასთან, მოტორული უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ თემატიკიდან გამომდინარე, წიგნები ბავშვებში ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესის გაღვივებას უწყობს ხელს.

სერიის პირველ წიგნში — “შეუძლიათ ხეებს ლაპარაკი?” — პატარა მკითხველები ცეროდენა მკვლევარების, ოლის, ტაიგას, ბოს და მათი მშობლების საოცარ თავგადასავალს გაეცნობიან. ისინი პატარა, ცნობისმოყვარე არსებები არიან, რომლებიც წიგნების კარადაში ცხოვრობენ და დიდ კითხვებზე პასუხების მისაღებად წიგნების სამყაროში მოგზაურობენ.

“ცეროდენა მკვლევარების” სერიის პირველ წიგნზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს პოეტი დიანა ანფიმიადი.

“პირველი, რაც ძალიან მომეწონა და გამოვარჩევდი, კითხვის პრაქტიკული ინსტრუქციაა უფროსებისთვის. ის სხვადასხვა რამეს აერთიანებს: გარემოს ერთად შერჩევას, ილუსტრაციებზე ყურადღების გამახვილებას, როლურ თამაშებს და ზოგადად, პრაქტიკას, რომელსაც ამ ასაკობრივი კატეგორიის მკითხველებთან არა მხოლოდ მშობლები, არამედ მასწავლებლებიც აქტიურად იყენებენ. ამ მხრივ წიგნი ძალიან ფუნქციურია”, — აღნიშნავს დიანა ანფიმიადი.

მისივე თქმით, წიგნში ასაკთან შესაფერისი ტერმინები კარგადაა შერჩეული, თუმცა “ის მხოლოდ ტექსტი არაა”, ილუსტრაციებითა და დამატებითი აქტივობებით წიგნი მულტიფუნქციური, ინტერაქტიული ხდება და ბავშვებს კონცენტრაციის უნარს უვითარებს. “ამ ასაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი თამაშის ნაწილი და ამასთან, მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება იყოს. ესაა მთავარი ძაფი, რამაც შეიძლება, შემდეგ ბავშვი წიგნთან დამოუკიდებლად მიიყვანოს”, — ამბობს დიანა ანფიმიადი.

პოეტი აღნიშნავს, რომ წიგნი თემატურადაც ძალიან საინტერესოა, რადგან მეცნიერების საწყისებს ეხება და მკითხველებს სამყაროს აღქმაში ეხმარება. “ამ მიმართულებით ძალიან ბევრი წიგნი გამოიცემა, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ენციკლოპედიები ბავშვებისთვის, თუმცა ავტორები და გამომცემლები ხშირად ასაკთან შესაფერის ენობრივ თავისებურებებს არ ითვალისწინებენ. ამ კუთხით ეს წიგნი ნამდვილად გამორჩეულია. ადაპტირებული ტექსტი და თამაშის ელემენტები ის მეთოდებია, რომლითაც ბავშვებს მეცნიერებით დააინტერესებ”, — ამბობს ის და ამატებს, რომ წიგნში ასახული ოჯახური ვითარებაც ბავშვების განვითარებისა და შემეცნებისთვის ძალიან ღირებულია.

ადრეული ასაკიდანვე ბავშვებისთვის წიგნის წაკითხვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფსიქოლოგი, ზანდა ჩეჩელაშვილიც. ის აღნიშნავს, რომ მცირეწლოვნებისთვის შესაფერისი წიგნები მაქსიმალურად დატვირთული უნდა იყოს ილუსტრაციებით და მინიმალურად — ტექსტით. “ტექსტი უნდა იყოს მარტივი, მოკლე, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული მოვლენებით დატვირთული და სახალისო”, – ამბობს ის და ამატებს, რომ “როცა ბავშვებს სწორ ლიტერატურას სწორად ვუკითხავთ, მათ ვაძლევთ ინფორმაციას სამყაროს შესახებ, ვავითარებთ ისეთ უნარებს, რომელიც აზროვნებაში, ინფორმაციის გადამუშავებასა და პრობლემის გადაჭრაში ეხმარებათ. ამას გარდა, სწორედ ასე ვითარდება ენა-მეტყველების უნარებიც, რაც, ერთი მხრივ, ლექსიკური მარაგის, თხრობის უნარების გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი — წაკითხულის გაგების, გააზრების, შინაარსის გამოტანის უნარების განვითარებას გულისხმობს.”

მაკდონალდსის ინიციატივას, წაახალისოს ბავშვებში წიგნის კითხვა, 2001 წელს, შვედეთში ჩაეყარა საფუძველი. ამ პროგრამის ფარგლებში, დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, ბავშვებს 400 მილიონზე მეტი წიგნი გადაეცათ. საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურის უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლიდან მაკდონალდსმა მსოფლიოს მასშტაბით განავრცო საფრანგეთში აპრობირებული პროგრამა — “წიგნი ან სათამაშო”, რაც იმას ნიშნავს, რომ Happy Meal-ის ნაკრების შეძენისას ბავშვებს სათამაშოსა და წიგნს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

R

10 მიზეზი, თუ რატომაა კურო საუკეთესო მეგობარი

“მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს სრულ სამოდელო რიგზე საგაზაფხულო ფასდაკლებას და განსაკუთრებულ საჩუქრებს სთავაზობს

KTW ჯგუფის უნიკალური ვენახები ქართლში - ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღე