სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ
"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის სა­პყრო­ბი­ლე­ში მყოფ ზაზა გა­ხე­ლა­ძეს მამა, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი შეხ­ვდნენ.

შეხ­ვედ­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია „წი­თე­ლი ჯვრის“ დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა.

უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლის, ირმა ბუ­თხუ­ზის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, გა­წე­რი­ლი იყო რო­გორც პა­ე­მა­ნის დრო, ასე­ვე მნახ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის ოთხ წევ­რს - ორ ზრდას­რულს და ორ არას­რულ­წლო­ვანს შე­ეძ­ლო სა­პა­ტიმ­რო­ში პა­ე­მან­ზე შეს­ვლა.

„ბუ­ნებ­რი­ვია, და­კა­ვე­ბი­დან დღემ­დე, ამ­დე­ნი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გვინ­დო­და ზა­ზას ნახ­ვა, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დნენ, ახლა კი, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია და „წი­თელ­მა ჯვარ­მა“ შეძ­ლო, რომ შე­ე­თან­ხმე­ბი­ნა შეხ­ვედ­რა. პა­ემ­ნე­ბის ოთახ­ში შევ­ხვდით. ორ სა­ათ­ზე მეტი დრო მოგ­ვცეს შეხ­ვედ­რის­თვის. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ ნორ­მა­ლუ­რა­დაა, ჭრი­ლო­ბა აღარ აწუ­ხებს. თქვა, რომ ცი­ხე­ში ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ზე­წო­ლა არ ხდე­ბა. რო­გორც გვი­თხრა, გა­სა­ჩივ­რე­ბა­ზე უარი იმი­ტომ თქვა, რომ ამ თორ­მეტ­წ­ლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნის შეც­ვლის იმე­დი მა­ინც არ ჰქონ­და.

მი­თხრა, აქ პა­ტი­მა­რი კი არ ვარ, სა­თა­მა­შო ვარ, რო­მე­ლიც ოსებს სჭირ­დე­ბათ, ახ­სე­ნეს მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი - თქვე­ნე­ბი ერთ პა­ტი­მარს მა­ინც რა­ტომ ვერ ელე­ვი­ან, რომ გაგცვა­ლო­ნო, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვინ უთხრა ეს სი­ტყვე­ბი ან ვის, რო­მელ პა­ტი­მარს გუ­ლის­ხმობ­დნენ. სხვა მხრივ, სა­კან­ში ტე­ლე­ვი­ზო­რიც აქვს, ახალ ამ­ბებს ეც­ნო­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან უი­მე­დოდ არის. დამ­შვი­დო­ბე­ბა გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ რას ვი­ზამ­დით", - გა­ნა­ცხა­და ირმა ბუ­თხუზ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

შე­გახ­სე­ნებთ, 33 წლის ზაზა გა­ხე­ლა­ძე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­სუ­ლი წლის 11 ივ­ლისს, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სხვი­ლოს ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბი­სას, ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ხე­ლა­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ფე­ხის არე­ში დაჭ­რეს, რის შემ­დე­გაც უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

5 თე­ბერ­ვალს, ე.წ. სა­სა­მარ­თლომ ზაზა გა­ხე­ლა­ძეს 12 წლით და 6 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. იგი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე მუხ­ლით (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა) და 322-ე მუხ­ლით (სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა).

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
1

ღმერთმა გამძლეობა არ მოაკლოს და ტყვეობიდან მალე განთავისუფლებას ვუსურვებ. ამ უსამართლობისთვის ყველას საკადრისად მიეზღვება. თავისუფლება ზაზა გახელაძეს და ირაკლი ბებუას!!!

ნოდარი
1

მაგრად დადექი ძმაო, არ წახდე...მტერი არ გაახარო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ

ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფ ზაზა გახელაძეს მამა, მეუღლე და შვილები შეხვდნენ.

შეხვედრა ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ დახმარებით მოხერხდა.

უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, გაწერილი იყო როგორც პაემანის დრო, ასევე მნახველთა რაოდენობა. აღნიშნული შეთანხმებით, ბრალდებულის ოჯახის ოთხ წევრს - ორ ზრდასრულს და ორ არასრულწლოვანს შეეძლო საპატიმროში პაემანზე შესვლა.

„ბუნებრივია, დაკავებიდან დღემდე, ამდენი თვის განმავლობაში გვინდოდა ზაზას ნახვა, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევდნენ, ახლა კი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მსჯავრდებულია და „წითელმა ჯვარმა“ შეძლო, რომ შეეთანხმებინა შეხვედრა. პაემნების ოთახში შევხვდით. ორ საათზე მეტი დრო მოგვცეს შეხვედრისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა, ჭრილობა აღარ აწუხებს. თქვა, რომ ციხეში ეთნიკური ნიშნით ზეწოლა არ ხდება. როგორც გვითხრა, გასაჩივრებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამ თორმეტწლიანი განაჩენის შეცვლის იმედი მაინც არ ჰქონდა.

მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათ, ახსენეს მსგავსი რაღაცები - თქვენები ერთ პატიმარს მაინც რატომ ვერ ელევიან, რომ გაგცვალონო, არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა ეს სიტყვები ან ვის, რომელ პატიმარს გულისხმობდნენ. სხვა მხრივ, საკანში ტელევიზორიც აქვს, ახალ ამბებს ეცნობა, მაგრამ ძალიან უიმედოდ არის. დამშვიდობება გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით", - განაცხადა ირმა ბუთხუზმა „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს