მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს
მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის მარ­ტვი­ლის წმინ­და ნი­ნოს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში წუ­ხელ პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მას შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეს, რაც მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დედა სო­სა­ნა და მორ­ჩი­ლი ნინო მო­ნას­ტერ­ში აღარ შე­უშ­ვეს. მე­უ­ფემ მო­ნაზვნე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ღია ცის ქვეშ და­ტო­ვა.

მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ორი­ვე მო­ნა­ზო­ნი მო­ნას­ტრუ­ლი წეს-გან­გე­ბის უხე­ში და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის მარ­ტვი­ლის მო­ნას­ტრი­დან გა­რი­ცხეს და სი­ნა­ნუ­ლის­თვის, ლა­სუ­რი­ა­შის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში განმწეს­დნენ.

"მო­ნას­ტრუ­ლი წეს-გან­გე­ბის უხე­ში და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გამო, მო­ნა­ზო­ნი სო­სა­ნა (ბოლ­ქვა­ძე) და მორ­ჩი­ლი ნინო (გამ­ყრე­ლი­ძე) გა­ი­რი­ცხონ მარ­ტვი­ლის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრი­დან და სი­ნა­ნუ­ლი­სათ­ვის გან­წეს­დნენ ლა­სუ­რი­ა­შის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში," - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი სტე­ფა­ნეს მიერ გა­მო­ცე­მულ ბრძა­ნე­ბა­ში.

რო­გორც "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი" "მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო სი­ახ­ლე­ნი" იუ­წყე­ბა, დედა სო­სა­ნა მარ­ტვილ­ში თბი­ლი­სი­დან ღა­მით დაბ­რუნ­და, მო­ნას­ტერ­ში მის­ვლის შემ­დეგ კი მას კარი ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის ეპარ­ქი­ი­დან ჩაყ­ვა­ნილ­მა მო­ნაზვნებ­მა არ გა­უ­ღეს და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ მო­ნას­ტერ­ში მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვით არ უშ­ვე­ბენ.

"დედა სო­სა­ნა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს, მარ­ტვი­ლის დე­და­თა მო­ნას­ტრის კარ­თან, თავ­სხმა წვი­მა­ში იდგა და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. მო­ნა­ზო­ნი აცხა­დებს, რომ ეს მო­ნას­ტე­რი მისი და იქ მსა­ხუ­რი დე­დე­ბის ხე­ლი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი და აქე­დან წას­ვლას არ აპი­რებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე".

ფო­ტო­ე­ბი: "მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო სი­ახ­ლე­ნი"

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
4

ერი და ბერი გადაგვარებულია, რა უნდათ რას ერჩიან ამ ქვეყანას,

გიორგი
18

წასულიყვნენ რუსთაველზე კარვები ცარიელია!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს. მეუფემ მონაზვნები მთელი ღამის განმავლობაში ღია ცის ქვეშ დატოვა.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.

"მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში," - აღნიშნულია ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

როგორც "ფეისბუქ-გვერდი" "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" იუწყება, დედა სოსანა მარტვილში თბილისიდან ღამით დაბრუნდა, მონასტერში მისვლის შემდეგ კი მას კარი ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიიდან ჩაყვანილმა მონაზვნებმა არ გაუღეს და განუმარტეს, რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით არ უშვებენ.

"დედა სოსანა კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კართან, თავსხმა წვიმაში იდგა და დახმარებას ითხოვდა. მონაზონი აცხადებს, რომ ეს მონასტერი მისი და იქ მსახური დედების ხელითაა აშენებული და აქედან წასვლას არ აპირებს", - აღნიშნულია "ფეისბუქ-გვერდზე".

ფოტოები: "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი"

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა