მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე: "შაბათს შემოდის ჩინური "სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკის“ ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა"
ამირან გამყრელიძე: "შაბათს შემოდის ჩინური "სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკის“ ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა"

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ბათს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვა 100 ათა­სი დოზა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ფარ­მი“, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ შე­ი­ძი­ნა და კი­დევ 100 ათა­სი დოზა ჩი­ნუ­რი "სი­ნო­ვა­კი“, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს აჩუ­ქა.

ამას­თა­ნა­ვე, გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნამ თითო ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 18-20 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, მა­შინ რო­დე­საც "ას­ტრა­ზე­ნე­კა“ 4-5 დო­ლა­რი, "ფა­ი­ზე­რი“ კი და­ახ­ლო­ე­ბით 11-12 დო­ლა­რი და­უჯ­და ქვე­ყა­ნას.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას, ის შა­ბათს უნდა შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე არის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცია. ჩი­ნეთს დღეს აქვს 5 ვაქ­ცი­ნა წარ­მო­ე­ბა­ში, აქე­დან ორი არის უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ანუ გარ­და ჩი­ნე­თი­სა, მას იყე­ნე­ბენ სხვა ქვეყ­ნე­ბი, ძა­ლი­ან ფარ­თო მას­შტა­ბით. ჩვენ­თან შე­მო­დის "სი­ნო­ფარ­მი“, რო­მე­ლიც იყი­და ქვე­ყა­ნამ და "სი­ნო­ვა­კი“, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად ეძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს 100 000-100 000 დოზა. ეს არის ორი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გარ­და ჩი­ნე­თი­სა, სა­დაც აც­რი­ლია უკვე, და­ახ­ლო­ე­ბით, 80 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტი, ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რიგ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბი, თურ­ქეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, უნ­გრეთ­ში, სერ­ბეთ­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­სა თუ ჩი­ლე­ში. ის აღი­ა­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის მიერ, მათ შო­რის, რა­საც ჯან­მო გა­ნი­ხი­ლავს მკაცრ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, ასე­თი არის უნ­გრე­თის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთი წევ­რის და ამ ორ ვაქ­ცი­ნა­ზე გა­ნა­ცხა­დი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს ჩი­ნეთს ჯან­მოს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­რე­ულ აპ­რილ­ში უნდა გა­ნი­ხი­ლონ და მის­ცეს ჯან­მო-მ ავ­ტო­რი­ზა­ცია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ვაქ­ცი­ნე­ბის ფა­სე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის სხვა­დას­ხვაა. ჩვენ "ას­ტრა­ზე­ნე­კა“ "კო­ვაქ­სის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ყი­დეთ თუ არ ვცდე­ბი, 4-5 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში, "ფა­ი­ზე­რი“ ვი­ყი­დეთ 11-12 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში და ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ფარ­მი“ უფრო ძვი­რია და სა­დღაც 18-20 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში გვიჯ­დე­ბა. ზო­გა­დად ძა­ლი­ან დიდი დე­ფი­ცი­ტია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ვაქ­ცი­ნე­ბის და ად­ვი­ლი არ არის, რომ აარ­ჩიო ფა­სის მი­ხედ­ვით ვაქ­ცი­ნა,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
I
1

ხალხი ვაქცინით რეანიმაციაში მოხვდა და ესენი მაინც იყრუებენ თავს და ვაქცინაციაო გაიძახიან,აზრზე მოდით ხალხო არ შეცდეთ იცოდეთ და თვალები გაახილეთ კარგად.

??????
0

სადაა სიმართლე? მაშინ როცა ქვეყანა აცხადებდა რომ ფაიზერის ერთი დოზა ღირდა 20$,და ისრაელს ორმაგი ფაიზერის დოზა დაუჯდა 47$, საინტერესოა გამყრელიძემ სად იშოვა ფაიზერის ერთი დოზა 11$ დოლარად? იმდენი ტყუილი მაქვს ამ კაცისაგან მოსმენილი უკვე აღარ მჯერა მისი ერთი სიტყვისაც კი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ამირან გამყრელიძე: "შაბათს შემოდის ჩინური "სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკის“ ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა"

ამირან გამყრელიძე: "შაბათს შემოდის ჩინური "სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკის“ ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შაბათს საქართველოში შემოვა 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა "სინოფარმი“, რომელიც ქვეყანამ შეიძინა და კიდევ 100 ათასი დოზა ჩინური "სინოვაკი“, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა.

ამასთანავე, გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანამ თითო ჩინურ ვაქცინაში დაახლოებით, 18-20 დოლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც "ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარი, "ფაიზერი“ კი დაახლოებით 11-12 დოლარი დაუჯდა ქვეყანას.

"რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ის შაბათს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს აქვს 5 ვაქცინა წარმოებაში, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში ანუ გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები, ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის "სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100 000-100 000 დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია უკვე, დაახლოებით, 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართოდ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის, რასაც ჯანმო განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთი არის უნგრეთის მარეგულირებელი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის და ამ ორ ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანმოს ავტორიზაციაზე.

წინასწარი ინფორმაციით, ადრეულ აპრილში უნდა განიხილონ და მისცეს ჯანმო-მ ავტორიზაცია, აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქართველოში.

ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. ჩვენ "ასტრაზენეკა“ "კოვაქსის“ საშუალებით ვიყიდეთ თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში, "ფაიზერი“ ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში და ჩინური ვაქცინა "სინოფარმი“ უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება. ზოგადად ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების და ადვილი არ არის, რომ აარჩიო ფასის მიხედვით ვაქცინა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

"ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა" - ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე

"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა