ავტორი:

დავით ნარმანიამ სემეკის წევრებთან ერთად ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

დავით ნარმანიამ  სემეკის წევრებთან ერთად ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის წევრებთან ერთად სს „ენერგო-პრო გენერაციის“ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, გაეცნო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას.

სემეკის თავმჯდომარე და წევრები, აპარატის თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ რიონჰესზე, გუმათჰესების კასკადსა და ლაჯანურჰესზე. დაათვალიერეს როგორც ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ასევე ქვესადგურები და ძალოვანი აგრეგატები (ტურბინა-გენერატორები). კომისიამ ასევე დაათვალიერა შპს „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო მოედანი და გაეცნო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით ქსელზე მიერთების შესაძლო ვარიანტებს.

NS

აშშ-ს ინვესტორების უმაღლესი ჯილდოს მფლობელი Angel ინვესტორი BTU-ში მასტერკლასს ჩაატარებს

"ცხოვრებაში არ მინახავს პოზნერი, აეროპორტში მე და ჩემი მეუღლე სხვა ადამიანებს ვაცილებდით" - რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი გავრცელებულ კადრებზე?

"დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოში პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ" - მეუფე მელქისედეკი