მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება
ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება

31 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სტუმ­რო­ბას სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის 87-ე იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნას სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­და, გამ­თე­ნი­ი­სას სტუმ­რებ­თან ერ­თად მშობ­ლი­ურ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და, რად­გან ჩაშ­ლი­ლი წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, აქ გა­ჩე­რე­ბა აღარ მო­ინ­დო­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის მას­პინ­ძე­ლი მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ეს უკვე მე­ო­თხე სტუმ­რო­ბა იყო.

ვინ არის მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი? - გა­დავ­წყვი­ტეთ მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო რუ­სუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც რუსი მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლია. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­დი­ა­ში მომ­ღერ­ლად, რუ­სუ­ლი ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის მთა­ვარ გმი­რად და მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რი ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვია. წყვი­ლი წლე­ბია მოს­კოვ­ში მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გარ­და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

"მე და ჩემს ქმარს სახ­ლის კარი ღია გვაქვს ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის­თვის, მი­ღე­ბე­ბის­თვის, თე­მა­ტუ­რი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის, ამი­ტომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ვერ ვი­ტყვი, რომ უც­ნო­ბია ჩვე­ნი ეს გა­ტა­ცე­ბა. უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ვართ ამით და­კა­ვე­ბუ­ლი. მე მა­ინც ვერ ვუ­წო­დებ სა­კუ­თარ თავს კო­ლექ­ცი­ო­ნერს, თუმ­ცა­ღა საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი გვაქვს უკვე. ვში­შობ ჩვენს მო­ნა­გარს ვუ­წო­დო "კო­ლექ­ცია", ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა...“ - ამ­ბობს ქალი რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, თბი­ლის­ში

რამ­დე­ნი­მე წლის წინ წყუ­პი ქალ-ვაჟი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­თაც მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ზრდის. ამის გამო, დრო­ის დიდ ნა­წილს სამ­შობ­ლო­ში ატა­რებს. მი­რან­და რო­გორც სხვე­ბის წვე­უ­ლე­ბე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია, ასე­ვე თა­ვა­დაც ძა­ლი­ან ხში­რად აწყობს სა­ღა­მო­ებს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ენა­ზე მღე­რის. ასე­ვე ხიბ­ლავს წამ­ყვა­ნო­ბა, სწო­რედ ის იყო 2011 წელს წი­ნან­დალ­ში რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი­სა და ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლის წამ­ყვა­ნი. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ამ ქორ­წილს წლე­ბის წინ პრე­ზი­დენ­ტის რან­გში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც სტუმ­რობ­და.

მი­რან­დამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე დიპ­ლო­მიც კი არ აუ­ღია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­ზე ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ქორ­წი­ნე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე თვეს გაგ­რძელ­და. წლე­ბის შემ­დეგ ამ ქორ­წი­ნე­ბას ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებ­და:

"ზა­ლი­კოს­თან ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვიც­ნობ­დი. ზა­ლი­კომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე, იმი­ტომ, რომ ერ­თად ცოტა ხანს ვი­ყა­ვით – ექ­ვსი თვე. თუმ­ცა, ის პირ­ვე­ლი ბიჭი იყო, ვი­საც ვა­კო­ცე და ცო­ლად გავ­ყე­ვი. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო დავ­შორ­დით. ისე­თი ტრა­გე­დია მქონ­და, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რა არის? წა­ჩხუ­ბე­ბაც ხდე­ბა და დიდი კონ­ფლიქ­ტე­ბიც. დეპ­რე­სი­უ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ, მებ­რძო­ლი ვარ. მე­ო­რე მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ისე მტკი­ო­და, ისე, რომ, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამო­ვიგ­ლი­ჯე.

მაგ­რამ, რო­დე­საც წერ­ტი­ლი და­სას­მე­ლია, უნდა დას­ვა და იქი­დან გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა. ვი­ღა­ცას "ბო­იფ­რენ­დი" ჰყავს, ვი­ღა­ცას – ქმა­რი. ჩემს ყვე­ლა "ბო­იფ­რენ­დს" უნ­დო­და ჩემი ცო­ლად მოყ­ვა­ნა და რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, როცა მიყ­ვარს, ეს ყვე­ლა­ფე­რია ჩემ­თვის. არას­დროს მომ­ხდა­რა ისე, ვიყო ერთ ადა­მი­ან­თან და გა­მი­ტა­ცოს მე­ო­რემ. სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და არ ჩა­ი­ფერ­ფლე­ბო­და, მა­ნამ არ აღ­მო­ცენ­დე­ბო­და სხვა გრძნო­ბა..." - ამ­ბობ­და მი­რან­და.

მი­რან­და და მე­დეა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ქსე­ნია სობ­ჩანკთან და ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვას­თან ერ­თად

თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის დროს მისი ოჯა­ხი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა 90-იან წლებ­ში ისიც აპა­რებ­და მა­ღა­ზი­ებ­ში თა­ვის გა­მომ­ცხვარ ნამ­ცხვრებს. შემ­თხვე­ვით კი ნაც­ნო­ბი თუ შეხ­ვდე­ბო­და, ეუბ­ნე­ბო­და, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ო­და. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია მა­რი­ნა ბე­რი­ძე. 21 წლის იყო, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნეს. მი­რან­დას ახლო მე­გო­ბა­რი იყო მომ­ღე­რა­ლი ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძეც, რო­მელ­მაც ერთ დღეს სთხო­ვა, რომ ზუ­რი­კო ლა­ლი­აშ­ვილ­თან (მა­რი­ნა ბე­რი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე) გა­ყო­ლო­და რე­პე­ტი­ცი­ა­ზე.

"მახ­სოვს, ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გი­ტა­რა მო­ი­მარ­ჯვა და და­ი­წყო ერთ-ერთი ბო­შუ­რი მე­ლო­დი­ის დაკ­ვრა. გა­ვა­ჩე­რე, ეს სიმ­ღე­რა ასე არ იკვრე­ბა, სხვა ჰარ­მო­ნია აქვს-მეთ­ქი. თუ იცი, და­უ­კა­რიო და გი­ტა­რა გა­მო­მი­წო­და. რო­დე­საც დაკ­ვრა და სიმ­ღე­რა და­ვი­წყე, ამ დროს მა­რი­ნამ შე­მო­ა­ღო კარი, თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი და ცნო­ბი­ლი ტემ­ბრით ზუ­რას და­უ­ძა­ხა, ყურ­მი­ლი აი­ღეო. ხელ­ში შევ­რჩი მე, გი­ტა­რით ხელ­ში, გა­წე­წილთმი­ა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას მღე­რო­და. ასე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. მა­რი­ნას ვე­რა­ვის შე­ვა­და­რებ, მას ისე­თი ად­გი­ლი აქვს, რო­მე­ლიც არას­დროს შე­იც­ვლე­ბა..." - ამ­ბობს მი­რან­და..

შემ­დე­გი იყო გას­ტრო­ლე­ბი "ორე­რას­თან" და „ივე­რი­ას­თან“ და 1995 წლი­დან ბევ­რი მოწ­ვე­ვის შემ­დეგ მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მისი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. წლე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და მი­ლი­არ­დერ ქმარ­თან ერ­თად და ამ­ბობს, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­გაზვრე­ბი არი­ან. მი­რან­დას ჰყავს ერთი და მე­დეა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მღე­რის და ხში­რად თან დაჰ­ყვე­ბა დას რო­გორც გას­ტრო­ლებ­ზე, ისე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას.

დები მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლე­ბი
მე­დეა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი და სოფო შე­ვარ­დნა­ძე

მე­დე­ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ "კულ­ტუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" და­ა­ფუძნა და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს.

მი­რან­და მი­რი­ანშვი­ლი რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­თან და ელი­ტას­თან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნაა. ის ხში­რად იღებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ რუს პერ­სო­ნებს.

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, ორი წლის წინ "რუს­თა­ვი 2-ის“ ეთერ­ში, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ცნო­ბი­ლი სკან­და­ლუ­რი მო­ნო­ლო­გის შემ­დეგ, ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყო მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლიც. ის სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ-ჩარ­თვი­სას აღ­შფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ, პირ­და­პირ ეთერ­ში წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბის გამო.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

მედროვეებს რა დალევს. სნობიზმი ხომ ქართველების სენია❕😁

რობერტი
320

ნაცების პირველ ნომერს ბუბას კითხეთ რა აზრის არის ამ ყველაფერზე რა, და კიდევ მარგველაშვილს, მისი ცოლი რომ ამ ქალბატონთან პოზირებს, კიდევ არ გჯერათ რომ ნაცების დავალებით ჩამოვიდნენ ეგ რუსები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება

ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება

31 მარტს საქართველოში ვლადიმერ პოზნერის სტუმრობას საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტი, რომელიც თავის 87-ე იუბილეს აღნიშვნას საქართველოში აპირებდა, გამთენიისას სტუმრებთან ერთად მშობლიურ რუსეთში დაბრუნდა, რადგან ჩაშლილი წვეულების შემდეგ, აქ გაჩერება აღარ მოინდომა. საქართველოში ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილი გახლდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჟურნალისტისთვის ეს უკვე მეოთხე სტუმრობა იყო.

ვინ არის მირანდა მირიანაშვილი? - გადავწყვიტეთ მკითხველისთვის ახლოს გაგვეცნო რუსული წვეულებების ყველაზე სასურველი სტუმარი ქართველი ქალი, რომელიც რუსი მილიარდერის ცოლია. მირანდა მირიანაშვილს მედიაში მომღერლად, რუსული ელიტური ქრონიკების მთავარ გმირად და მილიარდერის ცოლად მოიხსენიებენ. მისი მეუღლე ცნობილი რუსი მილიარდერი ლეონიდ ოგარევია. წყვილი წლებია მოსკოვში მდიდრულ ვილაში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესის გარდა კოლექციონერობით არიან დაკავებულები.

"მე და ჩემს ქმარს სახლის კარი ღია გვაქვს ელიტური წვეულებებისთვის, მიღებებისთვის, თემატური საღამოებისთვის, ამიტომ ჩვენი ნამუშევრები ყველასთვის ცნობილია, ვერ ვიტყვი, რომ უცნობია ჩვენი ეს გატაცება. უბრალოდ, პროფესიონალურად არ ვართ ამით დაკავებული. მე მაინც ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს კოლექციონერს, თუმცაღა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნამუშევრები გვაქვს უკვე. ვშიშობ ჩვენს მონაგარს ვუწოდო "კოლექცია", ეს დიდი პასუხისმგებლობაა...“ - ამბობს ქალი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.

მირანდა მირიანაშვილი მეუღლესთან ერთად, თბილისში

რამდენიმე წლის წინ წყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ, რომელთაც მომღერალი საქართველოში ზრდის. ამის გამო, დროის დიდ ნაწილს სამშობლოში ატარებს. მირანდა როგორც სხვების წვეულებების სასურველი სტუმარია, ასევე თავადაც ძალიან ხშირად აწყობს საღამოებს, სადაც რამდენიმე ენაზე მღერის. ასევე ხიბლავს წამყვანობა, სწორედ ის იყო 2011 წელს წინანდალში რეზო გიგინეიშვილისა და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილის წამყვანი. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ ქორწილს წლების წინ პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილიც სტუმრობდა.

მირანდამ საქართველოში ცხოვრებისას თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა. მოგვიანებით ამბობდა, რომ წლების მანძილზე დიპლომიც კი არ აუღია. საქართველოში ცხოვრებისას რუსთაველის თეატრის ცნობილ მსახიობზე ზაალ ჩიქობავაზე იყო დაქორწინებული.

ქორწინება სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. წლების შემდეგ ამ ქორწინებას ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ასე იხსენებდა:

"ზალიკოსთან ბავშვი ვიყავი, მთელი ბავშვობა ვიცნობდი. ზალიკომ ყველაზე ნაკლები როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ნაკლები გავლენა იქონია ჩემზე, იმიტომ, რომ ერთად ცოტა ხანს ვიყავით – ექვსი თვე. თუმცა, ის პირველი ბიჭი იყო, ვისაც ვაკოცე და ცოლად გავყევი. რაღაც სისულელის გამო დავშორდით. ისეთი ტრაგედია მქონდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ადამიანების ურთიერთობა რა არის? წაჩხუბებაც ხდება და დიდი კონფლიქტებიც. დეპრესიული საერთოდ არ ვარ, მებრძოლი ვარ. მეორე მეუღლეს რომ დავშორდი, ისე მტკიოდა, ისე, რომ, ძირფესვიანად ამოვიგლიჯე.

მაგრამ, როდესაც წერტილი დასასმელია, უნდა დასვა და იქიდან განაგრძო ცხოვრება. ვიღაცას "ბოიფრენდი" ჰყავს, ვიღაცას – ქმარი. ჩემს ყველა "ბოიფრენდს" უნდოდა ჩემი ცოლად მოყვანა და რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძალიან ერთგული ადამიანი. ურთიერთობებში ბოლომდე ვიხარჯები, როცა მიყვარს, ეს ყველაფერია ჩემთვის. არასდროს მომხდარა ისე, ვიყო ერთ ადამიანთან და გამიტაცოს მეორემ. სანამ არ დასრულდებოდა ყველაფერი და არ ჩაიფერფლებოდა, მანამ არ აღმოცენდებოდა სხვა გრძნობა..." - ამბობდა მირანდა.

მირანდა და მედეა მირიანაშვილები მშობლებთან ერთად

მირანდა მირიანაშვილი და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა

მირანდა მირიანაშვილი ქსენია სობჩანკთან და ნატალია ვოდიანოვასთან ერთად

თბილისში ცხოვრების დროს მისი ოჯახი გაჭირვებული არასოდეს ყოფილა, თუმცა 90-იან წლებში ისიც აპარებდა მაღაზიებში თავის გამომცხვარ ნამცხვრებს. შემთხვევით კი ნაცნობი თუ შეხვდებოდა, ეუბნებოდა, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა. მირანდა მირიანაშვილის უახლოესი მეგობარია მარინა ბერიძე. 21 წლის იყო, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. მირანდას ახლო მეგობარი იყო მომღერალი ლელა სიხარულიძეც, რომელმაც ერთ დღეს სთხოვა, რომ ზურიკო ლალიაშვილთან (მარინა ბერიძის ყოფილი მეუღლე) გაყოლოდა რეპეტიციაზე.

"მახსოვს, ნუგზარ კვაშალმა გიტარა მოიმარჯვა და დაიწყო ერთ-ერთი ბოშური მელოდიის დაკვრა. გავაჩერე, ეს სიმღერა ასე არ იკვრება, სხვა ჰარმონია აქვს-მეთქი. თუ იცი, დაუკარიო და გიტარა გამომიწოდა. როდესაც დაკვრა და სიმღერა დავიწყე, ამ დროს მარინამ შემოაღო კარი, თავისი ჩვეული და ცნობილი ტემბრით ზურას დაუძახა, ყურმილი აიღეო. ხელში შევრჩი მე, გიტარით ხელში, გაწეწილთმიანი გოგონა, რომელიც რაღაცას მღეროდა. ასე შევხვდით ერთმანეთს. მარინას ვერავის შევადარებ, მას ისეთი ადგილი აქვს, რომელიც არასდროს შეიცვლება..." - ამბობს მირანდა..

შემდეგი იყო გასტროლები "ორერასთან" და „ივერიასთან“ და 1995 წლიდან ბევრი მოწვევის შემდეგ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მესამე ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა. წლების მანძილზე ბევრს მოგზაურობდა მილიარდერ ქმართან ერთად და ამბობს, რომ ერთმანეთისთვის ყველაზე სასურველი თანამგაზვრები არიან. მირანდას ჰყავს ერთი და მედეა მირიანაშვილი, რომელიც ასევე მღერის და ხშირად თან დაჰყვება დას როგორც გასტროლებზე, ისე მოგზაურობისას.

დები მირიანაშვილები
მედეა მირიანაშვილი და სოფო შევარდნაძე

მედეამ რამდენიმე წლის წინ "კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ფონდი" დააფუძნა და სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.

მირანდა მირიანშვილი რუსულ შოუბიზნესთან და ელიტასთან დაახლოვებული პერსონაა. ის ხშირად იღებს საქართველოში ცნობილ რუს პერსონებს.

მკითხველს შევახსენებთ, ორი წლის წინ "რუსთავი 2-ის“ ეთერში, გიორგი გაბუნიას ცნობილი სკანდალური მონოლოგის შემდეგ, ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა შორის იყო მირანდა მირიანაშვილიც. ის საკუთარ ფეისბუქ-ჩართვისას აღშფოთებას გამოხატავდა გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში წარმოთქმული სიტყვების გამო.