მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საშვები მინიჭებული ჰქონდათ საქართველოს შსს-ის მიერ - მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე" - კანდელაკი
"პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საშვები მინიჭებული ჰქონდათ საქართველოს შსს-ის მიერ - მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე" - კანდელაკი

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი წევ­რის გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს ჟურ­ნა­ლისტს, ვლა­დი­მერ პოზ­ნერს და დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს შსს-სგან საშ­ვე­ბი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა­ში მათი შე­მოშ­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მი­ი­ღეს და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო შს მი­ნის­ტრიც.

"მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ზე რუსი პრო­პა­გან­დის­ტის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის შე­მოშ­ვე­ბას და გუ­შინ­დელ მოვ­ლე­ნებს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მთელ ამ დე­ლე­გა­ცი­ას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და საშ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ის მიერ. ქვე­ყა­ნა­ში მათი შე­მოშ­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და ამ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო შს მი­ნის­ტრიც. მათ საშ­ვე­ბი ჰქონ­დათ, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­შინ, როცა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­რა­ზუ­ლი არი­ან სახ­ლში, ეს ხალ­ხი მი­ა­ცი­ლა სახ­ლში სა­ქე­ი­ფოდ პო­ლი­ცი­ის ეს­კორ­ტმა, რაც წი­ნას­წარ საშ­ვე­ბის გა­რე­შე და მა­ღა­ლი დო­ნის შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლებ­ლი იქ­ნე­ბო­და. რა და­ა­შა­ვა უამ­რავ­მა რეს­ტო­რან­მა, რო­მე­ლიც ვერ იხ­სნე­ბა?!“,-გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ა­ში იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან.

„პოზ­ნე­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან მა­უ­წყებ­ლო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ, რაც უშუ­ა­ლოდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­თან, იგი სხვა­დას­ხვა დროს იცავ­და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აგ­რე­სი­ას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მართ“,-გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

მან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლისტ ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის ვი­ზი­ტი რუსი პო­ლი­ტი­კო­სის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სტუმ­რო­ბას შე­ა­და­რა.

„პო­ლი­ტი­კუ­რად არაფ­რით გან­სხავ­დე­ბა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მისი შე­მოშ­ვე­ბა გავ­რი­ლო­ვის შე­მოშ­ვე­ბას­თან. გავ­რი­ლო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით შე­საძ­ლოა, ის უბ­რა­ლოდ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ პრო­პა­გან­დის ფონ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი ფი­გუ­რა იყო“,-გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რებ­თან ერ­თად და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყო ჩა­მო­სუ­ლი, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის პრო­ტეს­ტის გამო, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თბი­ლი­სი ვა­და­ზე ადრე, ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კან­დე­ლა­კ
6

ყველაზე დიდი საშვი მაგას ხოშტარიამ მიანიჭა, ვიცით რომ მისი ჩამოყვანილია და გეყოთ ეს მავნებლობა.

ზურაბ
5

ჯერ შენ იმაზე აგე პასუხი დოკუმენტს რომ ხელი მოაწერე,რომლითაც დასტურდება საქართველოს მიერ ომის დაწყება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საშვები მინიჭებული ჰქონდათ საქართველოს შსს-ის მიერ - მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე" - კანდელაკი

"პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საშვები მინიჭებული ჰქონდათ საქართველოს შსს-ის მიერ - მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე" - კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს შსს-სგან საშვები მინიჭებული ჰქონდათ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე მიიღეს და აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.

"მსურს გამოვეხმაურო ქვეყნის ტერიტორიზე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!“,-განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაციაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პუტინის რეჟიმთან დაახლოებული პიროვნებები არიან.

„პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებულის საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, იგი სხვადასხვა დროს იცავდა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ“,-განაცხადა კანდელაკმა.

მან საქართველოში ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი რუსი პოლიტიკოსის სერგეი გავრილოვის სტუმრობას შეადარა.

„პოლიტიკურად არაფრით განსხავდება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოშვება გავრილოვის შემოშვებასთან. გავრილოვისგან განსხვავებით შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო“,-განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

განცხადებას ხელს წამყვანი ევროპარლამენტარები აწერენ, გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან - კარლ ჰარცელი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი