Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში
საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 28 712 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 17 922 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 10 790 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 499 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 282 260-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, 31 მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე - 1.75 %, ხოლო 7 დღის მან­ძილ­ზე - 1.64 %.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 437 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და - 273 604-მდე.

ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 7 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 3 785 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 499 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 264 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 33, იმე­რე­თი - 65, ქვე­მო ქარ­თლი - 12, შიდა ქარ­თლი - 23, გუ­რია - 20, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 45, კა­ხე­თი - 13, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 19, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 1, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 4.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 4 845, სა­ი­და­ნაც:

1 685 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 791, აჭა­რა­ში - 229, იმე­რეთ­ში - 271. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 325 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 141, აჭა­რა­ში - 38, იმე­რეთ­ში -68. ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 67 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 45, აჭა­რა­ში - 2, იმე­რეთ­ში - 6. 265 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 195 - თბი­ლის­ში, 65 - აჭა­რა­ში. 2 895 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე. სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 212 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 109, ხოლო აჭა­რა­ში - 10.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 31 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 23 930 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 8 293 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 3 645 პირი, აჭა­რა­ში - 1 144, იმე­რეთ­ში - 878.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
0

99 მეტი ხინკალი 99 მეტი რაღააო ბარემ 100 იო.599 რა არი ვითომ მე 500 სე და მრგვალი არ მოიძება?

dato
0

დაანებეთ ამ ტესტებს თავი 28 ათასიდან 500 ხო ეხლა ასი ათასიდან გამოდის 2000 ათასი და აზრი ტესტების ? გაუშვით ჯოგურზე ან უკვე ჩემი აზრით იმუნური ფენაც არსებობს .

ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.64 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 273 604-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 23, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც:

1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 791, აჭარაში - 229, იმერეთში - 271. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 325 პირი, მათ შორის, თბილისში - 141, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში - 45, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 - თბილისში, 65 - აჭარაში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 930 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 645 პირი, აჭარაში - 1 144, იმერეთში - 878.

გერმანიაში დასაქმება ამ დროისთვის საქართველოს 97 663 მოქალაქეს სურს, თუმცა სულ 475 ვაკანსიაა

"ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის გარდა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს - ისინი გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს" - იმნაძე

"3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, 2 შემთხვევაში რეანიმაცია" -  ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა