პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმარმა დედის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?
პატიმარმა დედის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?

ქუ­თა­ი­სის N2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ­მა თავი მო­იკ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა თავი მას შემ­დეგ მო­იკ­ლა, რაც დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­ი­გო.

"N2 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბუ­ლი თ.ო. (დაბ: 1993 წ.) სა­ქარ­თვე­ლოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის “დ” ქვე­პუნ­ქტით (ქურ­დო­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 2020 წლის 16 ნო­ემ­ბერს მო­თავ­სდა N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში. 2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა N2 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

2021 წლის 31 მარტს და­ახ­ლო­ე­ბით 15:57 სა­ათ­ზე მისი თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბი საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნილ იქ­ნენ იმა­ვე სარ­თულ­ზე არ­სე­ბულ აბა­ნო­ში, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი თ.ო. დარ­ჩა სა­კან­ში. აბა­ნო­დან სა­კან­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას თა­ნა­მე­საკ­ნე­ებ­მა თ.ო. საკ­ნის სა­პირ­ფა­რე­შო­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მას ყე­ლის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა.

პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩაყ­ვა­ნილ იქნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში და გა­მო­ძა­ხე­ბულ იქნა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და, თუმ­ცა მედ­პერ­სო­ნა­ლის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თ.ო.-ს გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლი წე­სით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს, რო­მელ­მაც და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის გად­მო­ცე­მით თ.ო.-მ 31 მარტს შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, რა დრო­საც შე­ა­ტყო­ბი­ნეს დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი," - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
8

ძაან საეჭვოა, თავისი ხელით ყელი გამოეჭრა.ჩანაწერებით დაამტკიცონ!

.
1

პატიმარმა თავი როგორ მოიკლა? რით მოიკლა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

პატიმარმა დედის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?

პატიმარმა დედის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც დედის გარდაცვალება გაიგო.

"N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი," - აცხადებენ უწყებაში.

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - "დაკავებულია მისი მეზობელი"

შსს-მ სოფელ რიონში ძმების მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - "თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით  ჭრილობები მიაყენა და მიიმალა"

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი