ავტორი:

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მახსოვს წლების წინ, საკმაოდ დიდი ხნის უკან მართლაც რომ დიდი მუსიკოსის და მსოფლიო მოქალაქის იური ბაშმეტის კონცერტის დროს, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში მიმდინარეობდა, გარეთ საპროტესტო განწყობით მოსულმა მოქალაქეებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს, ხმა დარბაზშიც შედიოდა, რამაც ხელი შეუშალა გია ყანჩელის ჩუმი და პაუზებით სავსე ნაწარმოების შესრულებას.

მაშინ ორაზროვანი განცდა მქონდა, ერთის მხრივ მინდოდა კონცერტს და ნაწარმოების პრემიერას მაღალ დონეზე ჩაევლო და მეორეს მხრივ ბოლომდე ვუთანაგრძნობდი პროტესტის შინაარსს, რომელიც გამოწვეული იყო მანამდე ბაშმეტის მიერ აფხაზეთში საგასტროლო მოგზაურობისა და სოხუმში ფესტივალის დაარსების ამბების გახმურებით, რამაც ჩვენამდეც მოაღწია და ძალიან დაგვწყვიტა გული. ერთია, როცა ამბობ, რომ გიყვარს საქართველო (არც ბაშმეტის და არც პოზნერის გულწრფელობაში ეჭვი არ შემაქვს), მაგრამ მეორეა როგორ ექცევი იმ ერს, რომელსაც ეფიცები სიყვარულს. ბაშმეტიცა და პოზნერიც საზრდოობენ პუტინის ინდულიგენციებით, მაგრამ მათი რანგის პროფესიონალებს და აღიარებულებს სწორედ ის გამოარჩევს, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ თავისუფლები, შეუძლიათ თავი აარიდონ ვალდებულებების იმ ნაწილს, სადაც ავალებენ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართ საჯაროდ დააფიქსირონ საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის და მით უფრო ჩვენი წამებული გმირების სულებისთვის ყოვლად შეურაცხმყოფელი მოსაზრებები თუ მოქმედებები. მათ კი ეს არ ქნეს, ვერ კი არა, არ!!!

ჰოდა არც ბაშმეტს უნდა წყინდეს მისადმი გამოხატული პროტესტი საქართველოში და მითუმეტეს პოზნერს, რომელსაც არც ამერიკის პასპორტი უშველის და არც ქართული ხელოვნებისადმი რევერანსები. სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე!

უბრალოდ ვისურვებდი საქმე აქამდე არ მისულიყო და მათ ვისთანაც ლოჯისტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსი “ტურისტების” საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები მინიმუმ რეგულაციებისა და კომენდატი საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების თბილისში გამართვაზე. ეს იქნებოდა გონებრივი პრევენცია. ახლა კი რაც ხდება ყველამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, სტუმრებმაც და უშუალოდ მათმა მასპინძლებმაც, საქართველოს სასაზღვრო ორგანიზაციების ჩათვლით! და ის თუ რას იფიქრებენ ჩვენზე მე აღარ მაღელვებს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ჩვენზე გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ამერიკა, იაპონია და პორტუგალია..." - წერს რაჭველი.

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?

"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება