რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა სასტუმრო, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, დატოვა.
პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად ტერიტორიიდან ავტობუსით წავიდა.
აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტი შეძახილებით - ,„რუსეთი ოკუპანტია“ საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გააცილეს.
შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი განცხადებით, ის ქვეყანაში დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფება.
dabadebis dges tavis qveyanashi ver arnishnavda? tan megobrebtan ertad ro chamosula