მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება..." - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს
"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება..." - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი არ ასა­ხე­ლებს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მი­ზეზს, მაგ­რამ გან­მარ­ტავს, რომ პოს­ტი­დან წას­ვლას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გეგ­მავ­და, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ წინ იყო კრი­ზი­სუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რა, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­დო.

"მინ­და გაც­ნო­ბოთ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა. უნდა ვთქვა, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად, და­ახ­ლო­ე­ბით, სამ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ვგეგ­მავ­დი, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ წინ გვე­ლო­და 2021 წლის კრი­ზი­სუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რა, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­დავ­წყვი­ტე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­მე­დო.

ჩემ­თვის პა­ტი­ვი და ამა­ვე დროს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო მე­მუ­შა­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ გუნდთან ერ­თად - მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, ჩემს კო­ლე­გებ­თან მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან.მსურს, პრე­მი­ერ­სა და მთავ­რო­ბის წევ­რებს, პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა ყვე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვა­ში, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. დიდი მად­ლო­ბა მათ ამ რთულ, გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე პე­რი­ოდ­ში, ასე ერ­თი­ა­ნად და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბის­თვის.

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მტკი­ცე თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პარტნი­ო­რებს - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, მათ რე­გი­ო­ნულ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს. პან­დე­მი­ის სა­პა­სუ­ხოდ, ჩვენ სწო­რედ მათი მხარ­და­ჭე­რით შევ­ძე­ლით საკ­მა­ოდ დიდი მო­ცუ­ლო­ბის რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა, რაც გვეხ­მა­რე­ბა პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მე­მუ­შა­ვა მათ­თან ერ­თად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.მად­ლო­ბას ვუხ­დი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ნიშ­ნავ გუნდს. გუნდს, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ით, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­თა და საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით.მად­ლო­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის, შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ის, სა­ხა­ზი­ნო და სა­ფი­ნან­სო-ანა­ლი­ტი­კუ­რი, ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის, ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს.მე­ა­მა­ყე­ბა რომ ვმუ­შა­ობ­დი თქვენ­თან ერ­თად!" - წერს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
5

რატომ გარბი ხარ ლარივით?

ლაზარე
11

მიხვდა რომ ეკონომიკა და ლარი ჩამოიქცა და მოკურცხლა.ეხლა გამოვლენ კოლექტიური კობახიძეები და მადლობას გადაუხდიან წარმატებული საქმიანობისთვის.საცირკო სანახაობაა რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება..." - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება..." - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მაჭავარიანი არ ასახელებს თანამდებობის დატოვების მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად - მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს.მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად!" - წერს მაჭავარიანი.

"გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით" - ნინო წილოსანი

"მთავრობამ შემოუშვა, ხალხმა გაუშვა" - რას წერს ელენე ხოშტარია ვლადიმერ პოზნერის საქართველოდან წასვლის შემდეგ

"პოზნერი იმსახურებს ამ სახის პროტესტს? არ მომწონს ის რაც ხდება, ადამიანი ჩამოვიდა და უნდა მივუვარდით" - მეგრელიშვილი