პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ადამიანია ამ დროისთვის ქვეყანაში, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდა - ამირან გამყრელიძე დეტალური მონაცემებით
რამდენი ადამიანია ამ დროისთვის ქვეყანაში, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდა - ამირან გამყრელიძე დეტალური მონაცემებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 6 757 ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, 14 აპ­რი­ლამ­დე და­ჯავ­შნი­ლია 14 224 აცრა.

„დღე­ვან­დე­ლი რი­ცხვით აც­რი­ლია 6757 ადა­მი­ა­ნი. გუ­შინ გვქონ­და 1051 აცრა, აქე­დან გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მით "ფა­ი­ზე­რით" აიც­რა 678 პირი ექვს კლი­ნი­კა­ში და კარ­გი იყო ის, რომ არც ერთი დო­ზის და­ნა­კარ­გი არ ყო­ფი­ლა. თი­თო­ე­ულ კლი­ნი­კა­ში ამ ექ­ვსი კლი­ნი­კი­დან სა­შუ­ა­ლოდ 2-2 ადა­მი­ა­ნი ვერ მი­ვი­და ვინც იყო ჩა­წე­რი­ლი და კლი­ნი­კამ სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხა მო­ბი­ლი­ზე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მედ­პერ­სო­ნა­ლის, რომ და­ნა­კარ­გი არ ყო­ფი­ლი­ყო.

გუ­შინ „ას­ტრა­ზე­ნე­კით" აიც­რა 373 პირი. სამ­წუ­ხა­როდ, რე­გი­ო­ნებ­ში ჩვენ და­ნა­კარ­გი გვაქვს. ზო­გა­დად, 14 აპ­რი­ლამ­დე და­ჯავ­შნი­ლია 14 224 აცრა, აქე­დან მედ­პერ­სო­ნა­ლი არის 3 609 და 10 615 გახ­ლავთ 65 წელს ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა. აქე­დან, 10 046 და­ჯავ­შნი­ლია „ფა­ი­ზერ­ზე" და 4 138 "ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე".

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, "ფა­ი­ზერ­ზე" აც­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს თბი­ლი­სის 4 ჰოს­პი­ტალ­ში და ბა­თუ­მის და ქუ­თა­ი­სის თითო ჰოს­პი­ტალ­ში. მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლია 24 ჰოს­პი­ტა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აც­რებ­ში. ყვე­ლა­ზე მეტი აქ­ტი­ვო­ბა გვაქვს თბი­ლის­ში. გუ­შინ 1051 აც­რი­ლი­დან 777 აიც­რა თბი­ლის­ში, 90 აჭა­რა­ში, 98 იმე­რეთ­ში, და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ტი­ვო­ბა ნაკ­ლე­ბია. ვცდი­ლობთ, რომ და­ნა­კარ­გი და­ვიყ­ვა­ნოთ მი­ნი­მუ­მამ­დე. პო­ლი­ცია და ჯარი იქ­ნე­ბა ე.წ. სა­რე­ზერ­ვო ჯგუ­ფე­ბი, რად­გან ისი­ნი კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი არი­ან, რომ და­ნა­კარ­გი და­ვიყ­ვა­ნოთ მი­ნი­მუ­მამ­დე. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს ათ­ვი­სე­ბა ამ ძნე­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის დო­ზე­ბის", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
2

ჰოდა ამოიდე იგლიაში ეგ ვაქცინები და ანტარქტიდაზეეე! 

60 წლიდან დაუშვით!
8

არის ფაიზერზე თავისუფალი ჯავშანი? 60 წლიდან შეიძლება?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის ქვეყანაში, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდა - ამირან გამყრელიძე დეტალური მონაცემებით

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის ქვეყანაში, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდა - ამირან გამყრელიძე დეტალური მონაცემებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა.

როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 14 აპრილამდე დაჯავშნილია 14 224 აცრა.

„დღევანდელი რიცხვით აცრილია 6757 ადამიანი. გუშინ გვქონდა 1051 აცრა, აქედან გუშინდელი მონაცემით "ფაიზერით" აიცრა 678 პირი ექვს კლინიკაში და კარგი იყო ის, რომ არც ერთი დოზის დანაკარგი არ ყოფილა. თითოეულ კლინიკაში ამ ექვსი კლინიკიდან საშუალოდ 2-2 ადამიანი ვერ მივიდა ვინც იყო ჩაწერილი და კლინიკამ სწრაფად მოახერხა მობილიზება ადგილობრივი მედპერსონალის, რომ დანაკარგი არ ყოფილიყო.

გუშინ „ასტრაზენეკით" აიცრა 373 პირი. სამწუხაროდ, რეგიონებში ჩვენ დანაკარგი გვაქვს. ზოგადად, 14 აპრილამდე დაჯავშნილია 14 224 აცრა, აქედან მედპერსონალი არის 3 609 და 10 615 გახლავთ 65 წელს ზემოთ მოსახლეობა. აქედან, 10 046 დაჯავშნილია „ფაიზერზე" და 4 138 "ასტრაზენეკაზე".

როგორც მოგახსენეთ, "ფაიზერზე" აცრები მიმდინარეობს თბილისის 4 ჰოსპიტალში და ბათუმის და ქუთაისის თითო ჰოსპიტალში. მთლიანად ქვეყანაში ამ ეტაპზე ჩართულია 24 ჰოსპიტალური დაწესებულება აცრებში. ყველაზე მეტი აქტივობა გვაქვს თბილისში. გუშინ 1051 აცრილიდან 777 აიცრა თბილისში, 90 აჭარაში, 98 იმერეთში, დანარჩენ რეგიონებში აქტივობა ნაკლებია. ვცდილობთ, რომ დანაკარგი დავიყვანოთ მინიმუმამდე. პოლიცია და ჯარი იქნება ე.წ. სარეზერვო ჯგუფები, რადგან ისინი კარგად ორგანიზებული ჯგუფები არიან, რომ დანაკარგი დავიყვანოთ მინიმუმამდე. მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისება ამ ძნელად მოპოვებული ვაქცინების დოზების", - განაცხადა გამყრელიძემ.

ღარიბების რიცხვი 18%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას

მთავრობა 60 პიკაპის შესაძენად 6-მდე მლნ ლარს დახარჯავს - რომელმა კომპანიამ წარადგინა ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი

"დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა" - რა შემთხვევაში იქნება დასჯადი სახლების გაქირავება?