პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი
თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, სამი პირი: 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჭ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.გ. და 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ს. ცხელ კვალ­ზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზია "სპარ­ში“, მო­ლა­რე­ებს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში მუ­ქა­რით თან­ხა გას­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის - გ.ჭ.-ის დის კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხა - 1375 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი - ორი დანა.

"პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.ჭ., ო.გ. და დ.ს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
1

ხეხონ ახლა ვირის აბანო.

ინა
19

რამ გააბოროტა და (გაამათხოვრა) ეს ხალხი,როცა ქვეყანაში (არნახული) აღმშენებლობაა??სასწაული და (გასაკვირი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი

თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია "სპარში“, მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა - 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა.

"პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ., ო.გ. და დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსი შოუმენები და ვლადიმერ პოზნერი შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა

პატიმარმა დედის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა სასტუმრო, სადაც რუს შოუმენებს მასპინძლობენ