ავტორი:

"დიდი ხანია ვიქეცით ფილმის "ზაზუნას დღე" ე.წ. მასოვკად და მუდმივად ერთი და იგივე სცენარში ვმონაწილეობთ" - გია ხუხაშვილი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

"დიდი ხანია ვიქეცით ფილმის "ზაზუნას დღე"  ე.წ. მასოვკად და მუდმივად ერთი და იგივე სცენარში ვმონაწილეობთ" - გია ხუხაშვილი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"წუხანდელი მოვლენების კომენტირებაც კი არ ღირს. ჩვენ დიდი ხანია ვიქეცით ფილმის "Groundhug day" ("ზაზუნას დღე") ე.წ. “მასოვკად” და მუდმივად ერთი და იგივე სცენარში ვმონაწილეობთ, სხვადასხვა ვარიაციებით. განსხვავება იმაშია, რომ იქ ყოველი შემდეგი გამეორება ოდნავ უკეთესია. ჩვენთან პირიქით - უარესი. ამიტომ, მხოლოდ ერთ, შედარებით ახალ თემაზე, 20 ივნისის მოვლენების ამნისტირებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ამნისტია ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე ოპოზიციის. მათი ამოცანა არც არასდროს ყოფილა ამ საქმის გამოძიება. ამოცანა იყო, საქმის დაკიდება, ვაჭრობა და საჭირო მომენტში “სარფიანად” გაყიდვა პროდუქტის, რომელიც რეალურად მათი კომპრომატი უფროა, ვიდრე აქტივი. ამიტომ, ოპოზიციის დღის წესრიგი მელიას გათავისუფლებაზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ საქმის არსებით განხილვაზე, რომლის მთავარი მოწმე მაკო გომური გახდება... ზუსტად ეს სცენარი აშიშვლებს სისტემას მთელი თავისი სიმახინჯით და არა მელიას ეჭვმიტანილის სტატუსით გათავისუფლება. ზუსტად ამ განვითარების ეშინია ხელისუფლებას და ამიტომაც არ იხილავს არსებითად ამ საქმეს... ახლა კი ჩაფარცხვაზე ზრუნავს..."

"ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ "ნაციონალურ მოძრაობას", კრიმინალების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას" - რას წერს გიორგი გამსახურდია?

"ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს... ისეთი გულისამრევი საყურებელია! როგორ არ გეშინიათ ან არ გრცხვენიათ" - სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმის ახალ დეტალებზე

"ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე "საგულაოდ" - რას წერს ელენე ხოშტარია