სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანდემიის მიუხედავად, იტალიურმა ავეჯის სახლმა "ვერონამ" სრულად განაახლა საექსპოზიციო კოლექციები
პანდემიის მიუხედავად, იტალიურმა ავეჯის სახლმა "ვერონამ" სრულად განაახლა საექსპოზიციო კოლექციები

ავე­ჯის სახ­ლი „ვე­რო­ნა“, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე თით­ქმის ათი წე­ლია წამ­ყვა­ნი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბით ამა­რა­გებს, კო­ვიდ­შე­ზღუდ­ვე­ბის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ეწ­ვი­ონ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ზე მდე­ბა­რე შთამ­ბეჭ­დავ შო­უ­რუმს ყო­ველ დღე, შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით, ად­გილ­ზე და­ათ­ვა­ლი­ე­როს ყვე­ლა ნივ­თი.

პან­დე­მი­ამ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ რიგ­ში გა­რე­მო და ად­გი­ლი, სა­დაც ვცხოვ­რობთ. ავე­ჯის თი­თო­ე­ულ­მა კომ­პო­ნენ­ტმა ახლა უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა, რად­გან ახლა მათ­თან უფრო ხში­რი კონ­ტაქ­ტი გვაქვს. ში­ნა­უ­რი გა­რე­მოს კე­თილ­მო­წყო­ბამ და სი­ახ­ლის წყურ­ვილ­მა კი ავე­ჯზე მო­თხოვ­ნა საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და. სწო­რედ ამი­ტომ “ვე­რო­ნას” კო­ლექ­ცი­ე­ბი და ბრენ­დე­ბის სია კი­დევ უფრო გა­ვამ­დიდ­რეთ ახა­ლი სა­ხე­ლე­ბით.

ჩვენს შო­უ­რუმს ამი­ე­რი­დან უკვე Valentini-ის დივ­ნე­ბიც ამ­შვე­ნებს. ეს იტა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ბრენ­დია, რო­მელ­საც მსოფ­ლიო აღი­ა­რებს. 1957 წლი­დან დღემ­დე კომ­პა­ნია არ ღა­ლა­ტობს თა­ვის სამ პრინ­ციპს: კვლე­ვას, დი­ზა­ინ­სა და კომ­ფორ­ტს. სწო­რედ ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბით იბა­დე­ბა ყო­ველ ჯერ­ზე ახა­ლი და ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ავე­ჯი. ბრენ­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი არ ერი­დე­ბი­ან ფორ­მე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტებს და თვლი­ან, რომ მო­სასვნე­ბე­ლი ავე­ჯი, პირ­ველ რიგ­ში, ვი­ზუ­ა­ლუ­რად უნდა აღ­ძრავ­დეს კომ­ფორ­ტის გან­ცდის სურ­ვილს, ამა­ში კი გა­დამ­წყვეტ როლს სწო­რედ დი­ზა­ი­ნი თა­მა­შობს. ტექ­სტი­ლის, ხა­ზე­ბი­სა და ფორ­მე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბა კი ქმნის პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც შე­ხე­ბი­სას უკვე ხა­რის­ხი­ან­მა მა­სა­ლამ რე­ა­ლო­ბად უნდა აქ­ცი­ოს. ამა­ში კი უკვე ავე­ჯის ოს­ტა­ტე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ერ­თვე­ბა, რომ­ლე­ბიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლის­გან ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტულ გა­და­წყვე­ტას ქმნი­ან. და­ბო­ლოს, ყო­ვე­ლი­ვე ეს ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბა ძველ­მო­დუ­რი: რეტ­როს სტი­ლის ავეჯ­საც კი სჭირ­დე­ბა სი­ახ­ლის შთა­ბერ­ვა, რა­საც Valentini-ის სტრა­ტე­გი­აც ით­ვა­ლის­წი­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ შე­გიძ­ლი­ათ, ნა­ხოთ ჩვენ­თან დი­ვა­ნი ისე­თი, რომ­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რეც და შე­ხე­ბაც ერ­თმა­ნე­თის იმე­დებს გა­ა­მარ­თლებს.

თუკი მა­გი­დე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, “ვე­რო­ნას” ახა­ლი ბრენ­დე­ბის სიას Tonin Casa მი­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ 1957 წელს გა­იც­ნო. მა­გი­დას იტა­ლი­ე­ლე­ბის­თვის იმა­ზე მეტი დატ­ვირ­თვა აქვს, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია: სა­სა­დი­ლოს, მი­სა­ღე­ბის, სა­ძი­ნებ­ლის, კა­ბი­ნე­ტი­სა და ჟურ­ნა­ლის სა­კი­თხა­ვის გარ­და, მა­გი­და ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყა­ვის და­ლე­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლის­თვის. დიახ, როცა საქ­მე იტა­ლი­ას ეხე­ბა, აქ ავეჯს თით­ქმის საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და სწო­რედ ამი­ტომ, მის ყვე­ლა დე­ტალ­სა და ფუნ­ქცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ამას­თან ერ­თად, იტა­ლი­ელ ოს­ტა­ტებს არ უყ­ვართ მხო­ლოდ წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბა და ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ ძვე­ლის ახალ­თან შე­ხა­მე­ბას. ამი­ტო­მაც იყე­ნე­ბენ Tonin Casa-ს ბრენდში ისეთ გა­და­წყვე­ტას, რო­გო­რი­ცაა შუ­შის ან კე­რა­მოგ­რა­ნი­ტის ზე­და­პი­რი და შე­ღე­ბი­ლი ფო­ლა­დის კუ­თხო­ვა­ნი ფორ­მის ბა­ზი­სი. თუმ­ცა, ჰარ­მო­ნია რომ არ და­ირ­ღვეს, ფო­ლა­დის მო­ხა­ზუ­ლო­ბა გა­და­თა­მა­შე­ბუ­ლია ავე­ჯის სე­ტის სხვა ელე­მენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, უფრო კლა­სი­კუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, იკვრე­ბა ბა­ლან­სი, რო­მელ­შიც რეტ­რო და მო­დერ­ნი ჰარ­მო­ნი­უ­ლა­დაა შერ­წყმუ­ლი.

მსოფ­ლიო შე­თან­ხმდა იმა­ზე, რომ 2020 წლის დიდი ნა­წი­ლი კა­ცობ­რი­ო­ბამ ძი­რი­თა­დად წა­მო­წო­ლილ­მა გა­ა­ტა­რა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ მა­შინ და­ფიქ­რდა ამ ავე­ჯის გა­დამ­წყვეტ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და დარ­წმუნ­და, რომ სა­წო­ლი არა მხო­ლოდ კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც მიმ­ზიდ­ვე­ლი. ის, რაც ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლია და რი­თაც ვი­წყებთ და ვა­ცი­ლებთ დღეს, აუ­ცი­ლებ­ლად პო­ზი­ტი­უ­რად უნდა გან­გვა­წყობ­დეს. სა­წო­ლი რომ მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი ძი­ლის­თვის არ არის, ეს 1948 წლი­დან იცი­ან Dall’Agnese-ში, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბის დღი­დან სულ უფრო ავი­თა­რებს თა­ვის ხედ­ვას. პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბი, მი­ნი­მა­ლიზ­მი და მეტი სივ­რცე იმის­თვის, რომ გო­ნე­ბა ჩა­ძი­ნე­ბი­სას და გაღ­ვი­ძე­ბი­სას ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი­თა და დე­ტა­ლე­ბით არ გა­დავ­ტვირ­თოთ. ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­ხის მყა­რი ჩარ­ჩო და მომ­ხმა­რებ­ლის კომ­ფორ­ტის შე­სა­ბა­მი­სად აწყო­ბი­ლი, შე­ფუ­თულ­ზამ­ბა­რე­ბი­ა­ნი მატ­რა­სი, რო­მე­ლიც ორი ადა­მი­ა­ნის წო­ნას ისე თა­ნაბ­რად იჭერს, რომ არ­ცერ­თს დის­კომ­ფორ­ტი არ ექ­მნე­ბა. რაც მთა­ვა­რია, და­ლა­ნი­ე­ზეს ბრენ­დი ფე­რი­სა და მა­სა­ლის ფარ­თო არ­ჩე­ვანს გთა­ვა­ზობთ.

და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე “ვე­რო­ნა ჯგუ­ფი” ორ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა: და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ხა­რისხსა და კომ­ფორტზე და გა­ამ­დიდ­როს ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი თა­ნა­მედ­რო­ვე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­ით. სწო­რედ ამი­ტომ, ავე­ჯის სახ­ლმა “ვე­რო­ნამ” 2021 წელი 6000 კვ.მ. სივ­რცის სრუ­ლი­ად ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის შო­უ­რუ­მით­და­ი­წყო.

ამ სი­ახ­ლის კვალ­დაკ­ვალ, “ვე­რო­ნა ჯგუ­ფის” კი­დევ ერ­თმა წევ­რმა “ვე­ნე­ტო დი­ზა­ინ­მა” ავე­ჯის სახლ “ვე­რო­ნა”-ს შო­უ­რუმ­ში სა­ა­ბა­ზა­ნოს, ტუ­ა­ლე­ტი­სა თუ სამ­ზა­რე­უ­ლოს სრუ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სა­ექ­სპო­ზი­ციო სივ­რცე­ე­ბი წა­რად­გი­ნა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მომ­ხმა­რე­ბელს დახ­ვდე­ბა სრუ­ლად მო­წყო­ბი­ლი ოთა­ხე­ბის სე­ტე­ბი - “მას­ტერ ბედ­რუ­მი”, რომ კარ­გად და­ი­ნა­ხოს, შე­ა­ფა­სოს და ისე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. “ვე­ნე­ტო დი­ზა­ინ­ში” 100-მდე იტა­ლი­უ­რი და ეს­პა­ნუ­რი ბრენ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

თვი­სე­ბა, რომ­ლი­თაც “ვე­რო­ნა ჯგუ­ფი” დღემ­დე იზ­რდე­ბა და ფარ­თოვ­დე­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვაა. გუნ­დის წევ­რებს სჯე­რათ, რომ მეტი არ­ჩე­ვა­ნი მეტ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ და კმა­ყო­ფილ მომ­ხმა­რე­ბელს უდ­რის. სწო­რედ ამი­ტომ, ავე­ჯის სახლ “ვე­რო­ნა­ში” მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის ნა­ხავს გე­მოვ­ნე­ბი­ან და ხა­რის­ხი­ან სი­ახ­ლეს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პანდემიის მიუხედავად, იტალიურმა ავეჯის სახლმა "ვერონამ" სრულად განაახლა საექსპოზიციო კოლექციები

პანდემიის მიუხედავად, იტალიურმა ავეჯის სახლმა "ვერონამ" სრულად განაახლა საექსპოზიციო კოლექციები

ავეჯის სახლი „ვერონა“, რომელიც საზოგადოებას უკვე თითქმის ათი წელია წამყვანი იტალიური ბრენდების კოლექციებით ამარაგებს, კოვიდშეზღუდვებისგან სრულად გათავისუფლდა. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, ეწვიონ დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე შთამბეჭდავ შოურუმს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ადგილზე დაათვალიეროს ყველა ნივთი.

პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია პირველ რიგში გარემო და ადგილი, სადაც ვცხოვრობთ. ავეჯის თითოეულმა კომპონენტმა ახლა უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ახლა მათთან უფრო ხშირი კონტაქტი გვაქვს. შინაური გარემოს კეთილმოწყობამ და სიახლის წყურვილმა კი ავეჯზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. სწორედ ამიტომ “ვერონას” კოლექციები და ბრენდების სია კიდევ უფრო გავამდიდრეთ ახალი სახელებით.

ჩვენს შოურუმს ამიერიდან უკვე Valentini-ის დივნებიც ამშვენებს. ეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდია, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. 1957 წლიდან დღემდე კომპანია არ ღალატობს თავის სამ პრინციპს: კვლევას, დიზაინსა და კომფორტს. სწორედ ამ კომპონენტების ურთიერთქმედებით იბადება ყოველ ჯერზე ახალი და ყოველთვის მაღალი ხარისხის ავეჯი. ბრენდის დიზაინერები არ ერიდებიან ფორმების ექსპერიმენტებს და თვლიან, რომ მოსასვნებელი ავეჯი, პირველ რიგში, ვიზუალურად უნდა აღძრავდეს კომფორტის განცდის სურვილს, ამაში კი გადამწყვეტ როლს სწორედ დიზაინი თამაშობს. ტექსტილის, ხაზებისა და ფორმების ურთიერთქმედება კი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც შეხებისას უკვე ხარისხიანმა მასალამ რეალობად უნდა აქციოს. ამაში კი უკვე ავეჯის ოსტატების პროფესიონალიზმი ერთვება, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ყველაზე კომფორტულ გადაწყვეტას ქმნიან. დაბოლოს, ყოველივე ეს ვერაფრით იქნება ძველმოდური: რეტროს სტილის ავეჯსაც კი სჭირდება სიახლის შთაბერვა, რასაც Valentini-ის სტრატეგიაც ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ ჩვენთან დივანი ისეთი, რომლის ვიზუალური მხარეც და შეხებაც ერთმანეთის იმედებს გაამართლებს.

თუკი მაგიდები გაინტერესებთ, “ვერონას” ახალი ბრენდების სიას Tonin Casa მიემატა, რომელიც მსოფლიომ 1957 წელს გაიცნო. მაგიდას იტალიელებისთვის იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია: სასადილოს, მისაღების, საძინებლის, კაბინეტისა და ჟურნალის საკითხავის გარდა, მაგიდა ასევე გამოიყენება ყავის დალევის სპეციალური რიტუალისთვის. დიახ, როცა საქმე იტალიას ეხება, აქ ავეჯს თითქმის საკრალური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ, მის ყველა დეტალსა და ფუნქციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამასთან ერთად, იტალიელ ოსტატებს არ უყვართ მხოლოდ წარსულით ცხოვრება და ყოველთვის ცდილობენ ძველის ახალთან შეხამებას. ამიტომაც იყენებენ Tonin Casa-ს ბრენდში ისეთ გადაწყვეტას, როგორიცაა შუშის ან კერამოგრანიტის ზედაპირი და შეღებილი ფოლადის კუთხოვანი ფორმის ბაზისი. თუმცა, ჰარმონია რომ არ დაირღვეს, ფოლადის მოხაზულობა გადათამაშებულია ავეჯის სეტის სხვა ელემენტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უფრო კლასიკურია. შესაბამისად, იკვრება ბალანსი, რომელშიც რეტრო და მოდერნი ჰარმონიულადაა შერწყმული.

მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ 2020 წლის დიდი ნაწილი კაცობრიობამ ძირითადად წამოწოლილმა გაატარა. ბევრი ადამიანი სწორედ მაშინ დაფიქრდა ამ ავეჯის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე და დარწმუნდა, რომ საწოლი არა მხოლოდ კომფორტული უნდა იყოს, არამედ ვიზუალურადაც მიმზიდველი. ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და რითაც ვიწყებთ და ვაცილებთ დღეს, აუცილებლად პოზიტიურად უნდა განგვაწყობდეს. საწოლი რომ მხოლოდ გემრიელი ძილისთვის არ არის, ეს 1948 წლიდან იციან Dall’Agnese-ში, რომელიც დაარსების დღიდან სულ უფრო ავითარებს თავის ხედვას. პასტელური ფერები, მინიმალიზმი და მეტი სივრცე იმისთვის, რომ გონება ჩაძინებისას და გაღვიძებისას ზედმეტი ნივთებითა და დეტალებით არ გადავტვირთოთ. ამ ყველაფერს ემატება საოცარი ოსტატობით შესრულებული მუხის მყარი ჩარჩო და მომხმარებლის კომფორტის შესაბამისად აწყობილი, შეფუთულზამბარებიანი მატრასი, რომელიც ორი ადამიანის წონას ისე თანაბრად იჭერს, რომ არცერთს დისკომფორტი არ ექმნება. რაც მთავარია, დალანიეზეს ბრენდი ფერისა და მასალის ფართო არჩევანს გთავაზობთ.

დაარსებიდან დღემდე “ვერონა ჯგუფი” ორ მიზანს ემსახურება: დააკმაყოფილოს ქართველი მომხმარებლების მოთხოვნილება ხარისხსა და კომფორტზე და გაამდიდროს ქართული ბაზარი თანამედროვე, მრავალფეროვანი პროდუქციით. სწორედ ამიტომ, ავეჯის სახლმა “ვერონამ” 2021 წელი 6000 კვ.მ. სივრცის სრულიად ახალი, თანამედროვე დიზაინის შოურუმითდაიწყო.

ამ სიახლის კვალდაკვალ, “ვერონა ჯგუფის” კიდევ ერთმა წევრმა “ვენეტო დიზაინმა” ავეჯის სახლ “ვერონა”-ს შოურუმში სააბაზანოს, ტუალეტისა თუ სამზარეულოს სრულად დაკომპლექტებული საექსპოზიციო სივრცეები წარადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებელს დახვდება სრულად მოწყობილი ოთახების სეტები - “მასტერ ბედრუმი”, რომ კარგად დაინახოს, შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. “ვენეტო დიზაინში” 100-მდე იტალიური და ესპანური ბრენდია წარმოდგენილი.

თვისება, რომლითაც “ვერონა ჯგუფი” დღემდე იზრდება და ფართოვდება, მრავალფეროვნებისკენ სწრაფვაა. გუნდის წევრებს სჯერათ, რომ მეტი არჩევანი მეტ დაინტერესებულ და კმაყოფილ მომხმარებელს უდრის. სწორედ ამიტომ, ავეჯის სახლ “ვერონაში” მომხმარებელი ყოველთვის ნახავს გემოვნებიან და ხარისხიან სიახლეს.

R

ისარგებლე Trade-In აქციით, მხოლოდ ოფიციალური Samsung_ის შეძენისას

ალდაგი - ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი 2021

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატებული სტუდენტობა?