სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად ეფექტიანია "ნოვავაქსის" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში შემოიტანონ - ექიმი ნანა გეგეჭკორი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი
რამდენად ეფექტიანია "ნოვავაქსის" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში შემოიტანონ - ექიმი ნანა გეგეჭკორი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, ზა­ფხულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო "ნო­ვა­ვაქ­სის" ვაქ­ცი­ნა შე­მო­ი­ტა­ნონ და რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ფორ­მა­ცი­ულ პოსტს აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რე­ბი­დან გაჟ­ღერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო „ნო­ვა­ვაქსთან“ აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ ეს მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

მა­ნამ­დე კი ცოტა რამ "ნო­ვა­ვაქ­სის“ შე­სა­ხებ:

"ნო­ვა­ვაქ­სი“ (Novavax, კო­დუ­რი სა­ხე­ლით NVX-CoV2373) ცი­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ვაქ­ცი­ნაა. ვაქ­ცი­ნა გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტიტ­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბით.

  • კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ად­რე­ულ ფა­ზებ­ში აჩ­ვე­ნა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა; 96% მძი­მე და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის ტრა­დი­ცი­უ­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში, 86% - ბრი­ტა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და 49% - კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი ფორ­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

- რა მე­ქა­ნიზ­მი უდევს სა­ფუძ­ვლად ნო­ვა­ვაქ­სის მოქ­მე­დე­ბას?

"ნო­ვა­ვაქ­სის“ შემ­თხვე­ვა­შიც მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "სპა­იკ ცი­ლაა“, რომ­ლი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს და მხო­ლოდ ამის შემ­დგომ იწყებს გამ­რავ­ლე­ბას და სხვა და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას. ნო­ვა­ვაქ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს "ას­წავ­ლის“ "სპა­იკ“ ცი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რათა ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ კო­რო­ნა­ვირუსს უკვე მზა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი დახ­ვდნენ და ამოც­ნო­ბის­თა­ნა­ვე შე­ბო­ჭონ.

შე­ბო­ჭი­ლი "სპა­იკ“ ცი­ლით კო­რო­ნა­ვირუ­სი სრუ­ლი­ად უფუნ­ქციო ხდე­ბა და მას უკვე აღარ შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა.ვინც თვალს ადევ­ნებ­და ჩემს ბეჭ­დურ და ვი­დეო პოს­ტებს ვაქ­ცი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, მათ უკვე იცი­ან, რომ აქამ­დე ნაც­ნო­ბი კო­ვიდ-ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "სპა­იკ“ ცი­ლას ადა­მი­ა­ნის უჯრე­დი გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და მის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­სტრუქ­ცის შე­სა­ბა­მი­სად.

რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ­გვა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­სტრუქ­ცია უჯრედ­ში მი­ი­ტა­ნე­ბა ლი­პი­დურ კონ­ვერ­ტში შე­ფუ­თუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის "სპა­იკ“ ცი­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რნმ მო­ლე­კუ­ლით, ას­ტრა­ზე­ნე­კას და ჯონ­სო­ნის შემ­თხვე­ვა­ში ინ­სტრუქ­ტო­რის როლი დნმ-ს ეკის­რე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უჯრედ­ში სხვა ვირუს­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მი­ი­ტა­ნე­ბა. ნო­ვა­ვაქ­სის­თვის ეს მე­ქა­ნიზ­მი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ალ­თე­ბე­ლი "სპა­იკ“ ცი­ლის შექ­მნა ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის გა­რეთ ხდე­ბა და შემ­დეგ უკვე მზა ცილა იფუ­თე­ბა ვაქ­ცი­ნად და ამით იც­რე­ბა ადა­მი­ა­ნი.

- სად ხდე­ბა "სპა­იკ“ ცი­ლის სინ­თე­ზი?

მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი "სპა­იკ" გენი შეჰ­ყავთ ბა­კუ­ლო­ვირუს­ში და შემ­დეგ ამ ვირუ­სით აა­ვა­დე­ბენ ჩრჩი­ლის უჯრედს. სწო­რედ ჩრჩი­ლის უჯრე­დებ­ში ხდე­ბა "სპა­იკ" ცი­ლის სინ­თე­ზი. ეს ჩვენ­თვის უკვე ძა­ლი­ან კარ­გად ნაც­ნო­ბი ტექ­ნო­ლო­გი­აა. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი გრი­პის და HPV ვაქ­ცი­ნე­ბი. შემ­დეგ უკვე ჩრჩი­ლის უჯრე­დებ­ში მო­წე­უ­ლი "სპა­იკ“ ცი­ლის "მო­სა­ვა­ლი“ გარ­და­იქ­მნე­ბა ნანო ნა­წი­ლა­კე­ბად. ნო­ვა­ვაქ­სის ნა­ნო­ნა­წი­ლა­კე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის "სპა­იკ“ ცი­ლის მო­ლე­კუ­ლურ სტრუქ­ტუ­რას იმე­ო­რე­ბენ და სწო­რედ ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მათ­თან შეხ­ვედ­რას პა­სუ­ხობს იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცი­ით.

იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცია ამ შემ­თხვე­ვა­შიც არის ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა "იმუ­ნუ­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის“ T და B ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის­გან და სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის­გან. მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ნო­ვა­ვაქ­სი მეხ­სი­ე­რე­ბის B ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით ხელს შე­უ­წყობს გრძელ­ვა­დი­ან იმუ­ნურ დაც­ვას, თუმ­ცა ამის დამ­ტკი­ცე­ბას დრო­ში დაკ­ვირ­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

ნო­ვა­ვაქსმა ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა 2020 წლის იან­ვარ­ში და­ი­წყო. კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის პირ­ვე­ლი ფაზა მა­ი­სი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მე­სა­მე ფაზა კი სექ­ტემ­ბერ­ში 15,000 მო­ხა­ლი­სით და­ი­წყო და დე­კემ­ბერ­ში, კვლე­ვის ამე­რი­კულ ნა­წილ­ში უკვე 30.000 მო­ნა­წი­ლით გაგ­რძელ­და.

რო­გორც უკვე ვახ­სე­ნე ამ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში რნმ ვაქ­ცი­ნებს უტოლ­დე­ბა, თუმ­ცა, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ნაჩ­ვე­ნე­ბი 49%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბის გამო კომ­პა­ნია უკვე მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნის ახალ ფორ­მუ­ლა­ზე, რო­მე­ლიც ახალ მუ­ტა­ცი­ას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლი მი­თე­ბის მოყ­ვა­რულთ აქ უკვე სრუ­ლი­ად გა­მოც­ლი­ლი აქვთ სა­ფუძ­ვე­ლი ზღაპ­რე­ბის შე­სა­თხზა­ვად. ვაქ­ცი­ნა მზად­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით. ალ­ბათ არა­ვინ იდა­ვებს იმა­ზე, რომ გრი­პის ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კურ კოდს არ ცვლის. ნო­ვა­ვაქ­სი მე­ქა­ნიზ­მით სწო­რედ მას ჰგავს.

  • “ნო­ვა­ვაქ­სი“ორ­დო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა და ინა­ხე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ცივ­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მე­ო­რე დო­ზის ინექ­ცია სა­ჭი­როა ერთი თვის ინ­ტერ­ვა­ლით.

კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის დე­ტა­ლე­ბი ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის. პრეს­რი­ლიზ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ნო­ვა­ვაქ­სის უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფი­ლი სა­ი­მე­დოა. ის ამ­ჟა­მად გა­დის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო შე­ფა­სე­ბას ამე­რი­კის წამ­ლის სა­ა­გენ­ტო­ში. ფიქ­რო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი საბ­ჭოს სა­ბო­ლოო სხდო­მა მა­ი­სის­თვის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა და ნო­ვა­ვაქსს აქვს კარ­გი შან­სი კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს. ნო­ვა­ვაქ­სიც ამე­რი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნაა" - წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ნოვავაქსი შემოაქვთ თუ სინოვაკი?

მემგონი ჩინური სინოვაკია განხილვაში.

კაკულია
24

მოკლედ ყველაფერშიცაა ეს გოგო ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რამდენად ეფექტიანია "ნოვავაქსის" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში შემოიტანონ - ექიმი ნანა გეგეჭკორი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი

რამდენად ეფექტიანია "ნოვავაქსის" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში შემოიტანონ - ექიმი ნანა გეგეჭკორი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი

საქართველოში შესაძლოა, ზაფხულში კორონავირუსის საწინააღმდეგო "ნოვავაქსის" ვაქცინა შემოიტანონ და როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აღნიშნული ვაქცინის შესახებ საინტერესო და ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სატელევიზიო ეთერებიდან გაჟღერდა, რომ საქართველო „ნოვავაქსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. იმედი ვიქონიოთ ეს მცდელობა წარმატებული იქნება.

მანამდე კი ცოტა რამ "ნოვავაქსის“ შესახებ:

"ნოვავაქსი“ (Novavax, კოდური სახელით NVX-CoV2373) ცილოვანი სტრუქტურის ვაქცინაა. ვაქცინა გამოირჩევა მაღალი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებით.

  • კლინიკური კვლევების ადრეულ ფაზებში აჩვენა ძალიან მაღალი ეფექტურობა; 96% მძიმე და საშუალო სიმძიმის დაავადებისგან დაცვა კორონავირუსის ტრადიციული შტამის შემთხვევაში, 86% - ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ და 49% - კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ფორმის წინააღმდეგ.

- რა მექანიზმი უდევს საფუძვლად ნოვავაქსის მოქმედებას?

"ნოვავაქსის“ შემთხვევაშიც მთავარი მოთამაშე ეგრეთ წოდებული "სპაიკ ცილაა“, რომლითაც კორონავირუსი უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს და მხოლოდ ამის შემდგომ იწყებს გამრავლებას და სხვა და სხვა ორგანოებისთვის ზიანის მიყენებას. ნოვავაქსი ადამიანის ორგანიზმს "ასწავლის“ "სპაიკ“ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას, რათა ორგანიზმში მოხვედრილ კორონავირუსს უკვე მზა ანტისხეულები დახვდნენ და ამოცნობისთანავე შებოჭონ.

შებოჭილი "სპაიკ“ ცილით კორონავირუსი სრულიად უფუნქციო ხდება და მას უკვე აღარ შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება.ვინც თვალს ადევნებდა ჩემს ბეჭდურ და ვიდეო პოსტებს ვაქცინების თაობაზე, მათ უკვე იციან, რომ აქამდე ნაცნობი კოვიდ-ვაქცინების შემთხვევაში, "სპაიკ“ ცილას ადამიანის უჯრედი გამოიმუშავებდა მისთვის მიწოდებული გენეტიკური ინსტრუქცის შესაბამისად.

რნმ ვაქცინების შემთხვევაში, ამგვარი გენეტიკური ინსტრუქცია უჯრედში მიიტანება ლიპიდურ კონვერტში შეფუთული კორონავირუსის "სპაიკ“ ცილისთვის დამახასიათებელი რნმ მოლეკულით, ასტრაზენეკას და ჯონსონის შემთხვევაში ინსტრუქტორის როლი დნმ-ს ეკისრება, რომელიც ადამიანის უჯრედში სხვა ვირუსში მოთავსებული მიიტანება. ნოვავაქსისთვის ეს მექანიზმი ძალიან განსხვავებულია. კორონავირუსისთვის დამახასიალთებელი "სპაიკ“ ცილის შექმნა ამ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმის გარეთ ხდება და შემდეგ უკვე მზა ცილა იფუთება ვაქცინად და ამით იცრება ადამიანი.

- სად ხდება "სპაიკ“ ცილის სინთეზი?

მოდიფიცირებული "სპაიკ" გენი შეჰყავთ ბაკულოვირუსში და შემდეგ ამ ვირუსით აავადებენ ჩრჩილის უჯრედს. სწორედ ჩრჩილის უჯრედებში ხდება "სპაიკ" ცილის სინთეზი. ეს ჩვენთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობი ტექნოლოგიაა. ამ ტექნოლოგიითაა დამზადებული გრიპის და HPV ვაქცინები. შემდეგ უკვე ჩრჩილის უჯრედებში მოწეული "სპაიკ“ ცილის "მოსავალი“ გარდაიქმნება ნანო ნაწილაკებად. ნოვავაქსის ნანონაწილაკები კორონავირუსის "სპაიკ“ ცილის მოლეკულურ სტრუქტურას იმეორებენ და სწორედ ამიტომ, ადამიანის ორგანიზმი მათთან შეხვედრას პასუხობს იმუნური რეაქციით.

იმუნური რეაქცია ამ შემთხვევაშიც არის ჯაჭვი, რომელიც შედგება "იმუნური ჯარისკაცების“ T და B ლიმფოციტების აქტიურობისგან და საბოლოო პროდუქტის ანტისხეულებისგან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნოვავაქსი მეხსიერების B ლიმფოციტების გააქტიურებით ხელს შეუწყობს გრძელვადიან იმუნურ დაცვას, თუმცა ამის დამტკიცებას დროში დაკვირვება დასჭირდება.

ნოვავაქსმა ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო. კლინიკური კვლევების პირველი ფაზა მაისიდან მიმდინარეობდა, მესამე ფაზა კი სექტემბერში 15,000 მოხალისით დაიწყო და დეკემბერში, კვლევის ამერიკულ ნაწილში უკვე 30.000 მონაწილით გაგრძელდა.

როგორც უკვე ვახსენე ამ ვაქცინის ეფექტურობა ტრადიციული შტამის შემთხვევაში რნმ ვაქცინებს უტოლდება, თუმცა, სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაჩვენები 49%-იანი ეფექტურობის გამო კომპანია უკვე მუშაობს ვაქცინის ახალ ფორმულაზე, რომელიც ახალ მუტაციას გაითვალისწინებს.

დაუჯერებელი მითების მოყვარულთ აქ უკვე სრულიად გამოცლილი აქვთ საფუძველი ზღაპრების შესათხზავად. ვაქცინა მზადდება ტრადიციული ტექნოლოგიით. ალბათ არავინ იდავებს იმაზე, რომ გრიპის ვაქცინა ადამიანის გენეტიკურ კოდს არ ცვლის. ნოვავაქსი მექანიზმით სწორედ მას ჰგავს.

  • “ნოვავაქსი“ორდოზიანი ვაქცინაა და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. მეორე დოზის ინექცია საჭიროა ერთი თვის ინტერვალით.

კლინიკური კვლევის დეტალები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. პრესრილიზში ნათქვამია, რომ ნოვავაქსის უსაფრთხოების პროფილი საიმედოა. ის ამჟამად გადის ავტორიზაციისთვის საჭირო შეფასებას ამერიკის წამლის სააგენტოში. ფიქრობენ შესაბამისი საბჭოს საბოლოო სხდომა მაისისთვის ჩაინიშნება და ნოვავაქსს აქვს კარგი შანსი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების უფლება მიიღოს. ნოვავაქსიც ამერიკული ვაქცინაა" - წერს ნანა გეგეჭკორი.

სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას

"შქმერში ყოფილან სანადიროდ, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ბათუმში აივანი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები