საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაქცინაცია და ონკოპაციენტები, ფეხმძიმეები და ფილერები... - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
ვაქცინაცია და ონკოპაციენტები, ფეხმძიმეები და ფილერები... - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვაქ­ცი­ნებ­თან და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს:

"შე­ვე­ცა­დე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლედ შე­მე­ჯა­მე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია. ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას ვთხოვ, კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­როთ, ან პი­რა­დად მომ­წე­როთ შე­ნიშ­ვნე­ბი და და­ვა­მა­ტებ/შევ­ცვლი პოსტს.

ინ­ფორ­მა­ცია არის ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის, ეხე­ბა მხო­ლოდ ამ­ჟა­მად სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის მიერ დად­გე­ნილ ვაქ­ცი­ნებს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და თქვენს ექიმს უნდა და­ე­კი­თხოთ.

  • უნდა ავიც­რა თუ არა თუ გა­და­ვი­ტა­ნე კო­ვი­დი? მი­თუ­მე­ტეს თუ ჯერ კი­დევ მაქვს და­დე­ბი­თი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი?

- თუ კი­თხვა გე­ზა­რე­ბათ, მოკ­ლე პა­სუ­ხია კი! ინ­ფექ­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს, როცა ვაქ­ცი­ნა ტო­ვებს უკე­თეს დაც­ვას, ვიდ­რე თა­ვად ინ­ფექ­ცია - მა­გა­ლი­თად, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის სიმ­სივ­ნის გა­მომ­წვე­ვი პა­პი­ლო­მა ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა უფრო ძლი­ერ იმუ­ნურ პა­სუხს იწ­ვევს, ვიდ­რე ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ფექ­ცია. რად­გა­ნაც კო­ვიდ­ზე იგი­ვე მოხ­დე­ბა თუ არა, არ ვი­ცით და ამ ყვე­ლა­ფერს ახა­ლი შტა­მე­ბი ემა­ტე­ბა, ამ ეტაპ­ზე აცრა არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის კო­ვიდ გა­და­ტა­ნი­ლე­ბის­თვის... ასე­ვე არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა ითარ­გმე­ბა კო­ვიდსგან დაც­ვა­ში, ამი­ტომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­ზომ­ვა არც კი არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იმის გა­და­სა­წყვე­ტად, აიც­რათ თუ არა.

გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი:თუ კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი გაქვთ ვირუ­სის შემ­ბოჭ­ვე­ლი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ან კონ­ვა­ლე­სენ­ტუ­რი პლაზ­მა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე 90 დღით მოც­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი სურ­დოს, ცხე­ლე­ბის ან მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აცრა უნდა გა­და­ი­დოს.

  • კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და ორ­გა­ნო-გა­და­ნერ­გი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი

- ახ­ლა­ხანს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ძა­ლი­ან კარ­გმა კვლე­ვამ (https://bit.ly/3di281K) აჩ­ვე­ნა, რომ ორ­გა­ნო-გა­და­ნერ­გილ 436 პა­ცი­ენ­ტში (გა­და­ნერ­გი­ლი თირკმე­ლი, ღვიძ­ლი, გული, ფილ­ტვი), პირ­ვე­ლი დო­ზი­დან მე-20 დღეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი მარ­ტო 17%-ს ქონ­და, ანუ ვაქ­ცი­ნა ალ­ბათ უფრო ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, "მო­დერ­ნამ" ოდ­ნავ აჯო­ბა "პფა­ი­ზერს" ეფექ­ტუ­რო­ბა­ში. სა­მა­გი­ე­როდ აქაც, გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის პრო­ფი­ლი იგი­ვე იყო, რაც ზო­გად პო­პუ­ლა­ცი­ა­ში; ძა­ლი­ან რთუ­ლი სფე­როა და ბევ­რი რამ არ ვი­ცით!! კვლე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა.

  • კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი

- ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი/ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ე­ინ­ტე­ბიც ისე­ვე აიც­რან, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში თქვენ­მა რევ­მა­ტო­ლოგ­მა შე­იძ­ლე­ბა გირ­ჩი­ოთ ზო­გი­ერ­თი პრე­პა­რა­ტის 1 კვი­რით შე­ჩე­რე­ბა. ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ლა­პა­რა­კეთ თქვენ რევ­მა­ტო­ლოგს!!

  • კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი

- ძა­ლი­ან ვრცე­ლი თე­მაა, ბევ­რი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას (სიმ­სივ­ნის ტიპი, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქე­მო­თე­რა­პია, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა), ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­კი­თხეთ თქვენ ონ­კო­ლოგს! ზო­გა­დად, სიმ­სივ­ნე, ქე­მო­თე­რა­პია ან ჰორ­მო­ნუ­ლი თე­რა­პია აც­რის უკუჩ­ვე­ნე­ბას არ წარ­მო­ად­გენს (არც ერთი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი 3 ვაქ­ცი­ნი­დან ცო­ცხა­ლი ვაქ­ცი­ნა არ არის) - მთა­ვა­რი რის­კი, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს, არის ვაქ­ცი­ნის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა და არა უსაფრ­თხო­ე­ბა (გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის პრო­ფი­ლი ისე­თი­ვეა რო­გორც ზო­გა­დი პო­პუ­ლა­ცი­ის), ამი­ტომ ამე­რი­კის სიმ­სივ­ნის ასო­ცი­ა­ცია რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ამ­ჟა­მად დამ­ტკი­ცე­ბულ კო­ვიდ ვაქ­ცი­ნებს https://bit.ly/3sDGPy3

- მკერ­დის სიმ­სივ­ნის და/ან ქი­რურ­გი­ის ის­ტო­რი­ის შემ­თხვე­ვა­ში, აცრა უმ­ჯო­ბე­სია გა­კეთ­დეს მო­პირ­და­პი­რე მხარ­ში (პრაქ­ტი­კუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია) - რად­გან ვაქ­ცი­ნამ შე­საძ­ლოა დრო­ე­ბით ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბი გა­ა­დი­დოს, აც­რის შემ­დგომ მა­მოგ­რა­ფი­ა­ზე შე­საძ­ლოა ცვლი­ლე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­დეს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია თქვენს ექიმს და­აბ­ნევს, ამი­ტომ უთხა­რით, რო­მელ მხარ­ში გა­ი­კე­თეთ აცრა.

  • კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი

ასე­ვე ვრცე­ლი თე­მაა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცია:

- უფრო ხში­რად ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში აღ­წე­რი­ლი „გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი“ ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა შფოთვის შე­დე­გი და სხვა არა­ფე­რი, ამი­ტომ, თუ შეძ­ლებთ, თან მი­ყე­ვით თქვენ მშობ­ლებს, ახ­ლობ­ლებს აც­რის დროს, და­ამ­შვი­დეთ; ასე­ვე თქვენს კარ­დი­ო­ლოგს და­ე­ლა­პა­რა­კეთ უშუ­ა­ლოდ აც­რის წინ, რო­გორც წესი ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი თე­რა­პი­აა - არც ერთი წა­მა­ლი თვით­ნე­ბუ­რად არ შე­ა­ჩე­როთ!! („ბეტა ბლო­კე­რი ხელს შე­უშ­ლის ად­რე­ნა­ლინს“ - ეს არ არის არ­გუ­მენ­ტი, რად­გან ცხე­ლე­ბა და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბა, რო­მელ­საც ბეტა ბლო­კე­რი ჭირ­დე­ბა, ვი­თარ­დე­ბა თით­ქმის ყო­ველ მე­ხუ­თე აც­რილ­ში, რო­დე­საც ანა­ფი­ლაქ­სია მი­ლი­ო­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე­ში) - არ არ­სე­ბობს არა­ნი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ სის­ხლის „სის­ქის“ (ამას ჯერ კი­დევ ვარ­კვევ რა არის) და­სად­გე­ნად ყვე­ლამ სის­ხლის ანა­ლი­ზი უნდა გა­ი­კე­თოს (დ-დი­მე­რის მე­სა­მე ტალ­ღის მსურ­ველ­თათ­ვის) და რუ­ტი­ნუ­ლად არ კეთ­დე­ბა;

კონ­კრე­ტუ­ლი ტეს­ტე­ბის გა­კე­თე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე და მის შემ­დეგ უნდა გა­და­წყვი­ტოს თქვენ­მა კარ­დი­ო­ლოგ­მა (ან კერდ-ე-ოლოგ­მა, თუ მას ენ­დო­ბით) - თუ იღებთ რო­მე­ლი­მე „სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელს“, აუ­ცი­ელბ­ლად უთხა­რით აც­რის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ეს არ არის აც­რის უკუჩ­ვე­ნე­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამცრე­ლის­თვის აც­რი­სას სის­ხლდე­ნის პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

  • კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და ფეხ­მძი­მე/მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი

- რად­გა­ნაც ამ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში დიდი კვლე­ვე­ბი არ არ­სე­ბობს, FDA-მ გას­ცა შემ­დე­გი რე­კო­მე­და­ცია: „კო­ვი­დის აც­რის შე­თა­ვა­ზე­ბა უნდა მოხ­დეს რო­გორც ფეხ­მძი­მე, ისე მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბის­თვის“, რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, აცრა მათი გა­და­სა­წყვე­ტია, თუმ­ცა ამე­რი­კის მეან-გი­ნე­კო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ჯერ­ჯე­რო­ბით არც ფეხ­მძი­მე და არც მე­ძუ­ძურ დე­დებს სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დით მოვ­ლე­ნე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბი­ათ. ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცია იხი­ლეთ აქ: https://bit.ly/3wd3MdK

  • P.S ჩემი ფა­ვო­რი­ტი, კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და ფი­ლე­რე­ბი

- ფი­ლერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და 3 პა­ცი­ენტს "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ https://bit.ly/2O84gkf. ბევ­რად უფრო ხში­რა­დაა აღ­წე­რი­ლი გრი­პის ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ. დერ­მა­ტო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის რჩე­ვაა, რომ გაგ­რძელ­დეს ფი­ლე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა https://bit.ly/2QSQKC3 და ის ვაქ­ცი­ნის უკუჩ­ვე­ნე­ბა არ არის https://bit.ly/3rz9S4r

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lizi
1

Sakvirvelia rom misi pasuxebi calsaxad provaccinaciuria, aranairi echvi aranairi alternativa. Tavad sakitxis amgvarad gadacyveta icvevs echvebs misi kvalifikaciis mimart, miuxedavad zemot chamotvlili titulebisa da regaliebisa :) saqme imashia rom vaqcinis srulfasovani testireba minimum 5-6 cels sachiroebs radgan arsebobs anomaliebi romlebic mokle an grzel vadian perspeqtivebshi ichenen tavs, amdenad aseti damajereblobit tavad vaqcinis shemqmnelebi ver shezleben garantirbis dadebas ara tu ubralo eqimi misi limitirebuli cvdomit.

mako
8

ქართველი თუ გაგყიდის ისევ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ვაქცინაცია და ონკოპაციენტები, ფეხმძიმეები და ფილერები... - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

ვაქცინაცია და ონკოპაციენტები, ფეხმძიმეები და ფილერები... - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაქცინებთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს:

"შევეცადე ხშირად დასმულ კითხვებზე მაქსიმალურად მოკლედ შემეჯამებინა ინფორმაცია. ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვ, კომენტარებში დაწეროთ, ან პირადად მომწეროთ შენიშვნები და დავამატებ/შევცვლი პოსტს.

ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის, ეხება მხოლოდ ამჟამად საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დადგენილ ვაქცინებს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და თქვენს ექიმს უნდა დაეკითხოთ.

  • უნდა ავიცრა თუ არა თუ გადავიტანე კოვიდი? მითუმეტეს თუ ჯერ კიდევ მაქვს დადებითი ანტისხეულები?

- თუ კითხვა გეზარებათ, მოკლე პასუხია კი! ინფექციურ სამყაროში მრავალი შემთხვევა არსებობს, როცა ვაქცინა ტოვებს უკეთეს დაცვას, ვიდრე თავად ინფექცია - მაგალითად, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამომწვევი პაპილომა ვირუსის ვაქცინა უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს, ვიდრე ბუნებრივი ინფექცია. რადგანაც კოვიდზე იგივე მოხდება თუ არა, არ ვიცით და ამ ყველაფერს ახალი შტამები ემატება, ამ ეტაპზე აცრა არის რეკომენდებული, მათ შორის კოვიდ გადატანილებისთვის... ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ანტისხეულების არსებობა ითარგმება კოვიდსგან დაცვაში, ამიტომ ანტისხეულები გაზომვა არც კი არის რეკომენდებული იმის გადასაწყვეტად, აიცრათ თუ არა.

გამონაკლისები: თუ კოვიდის სამკურნალოდ მიღებული გაქვთ ვირუსის შემბოჭველი მონოკლონური ანტისხეულები ან კონვალესენტური პლაზმა, რეკომენდებულია ვაქცინაციამდე 90 დღით მოცდა. ბუნებრივია, ნებისმიერი სურდოს, ცხელების ან მწვავე ინფექციის სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში, აცრა უნდა გადაიდოს.

  • კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ორგანო-გადანერგილი პაციენტები

- ახლახანს გამოქვეყნებულმა ძალიან კარგმა კვლევამ (https://bit.ly/3di281K) აჩვენა, რომ ორგანო-გადანერგილ 436 პაციენტში (გადანერგილი თირკმელი, ღვიძლი, გული, ფილტვი), პირველი დოზიდან მე-20 დღეს ანტისხეულები მარტო 17%-ს ქონდა, ანუ ვაქცინა ალბათ უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება, "მოდერნამ" ოდნავ აჯობა "პფაიზერს" ეფექტურობაში. სამაგიეროდ აქაც, გვერდითი ეფექტების პროფილი იგივე იყო, რაც ზოგად პოპულაციაში; ძალიან რთული სფეროა და ბევრი რამ არ ვიცით!! კვლევები გრძელდება.

  • კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და რევმატოლოგიური პაციენტები

- ზოგადი რეკომენდაციაა, რომ რევმატოლოგიური/ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციეინტებიც ისევე აიცრან, როგორც სხვა დანარჩენი, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში თქვენმა რევმატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ ზოგიერთი პრეპარატის 1 კვირით შეჩერება. ამიტომ აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენ რევმატოლოგს!!

  • კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ონკოლოგიური პაციენტები

- ძალიან ვრცელი თემაა, ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას (სიმსივნის ტიპი, ამჟამინდელი ქემოთერაპია, იმუნური სისტემის მდგომარეობა), ამიტომ აუცილებლად დაეკითხეთ თქვენ ონკოლოგს! ზოგადად, სიმსივნე, ქემოთერაპია ან ჰორმონული თერაპია აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს (არც ერთი დამტკიცებული 3 ვაქცინიდან ცოცხალი ვაქცინა არ არის) - მთავარი რისკი, რაც ამ შემთხვევაში არსებობს, არის ვაქცინის შედარებით დაბალი ეფექტურობა და არა უსაფრთხოება (გვერდითი ეფექტების პროფილი ისეთივეა როგორც ზოგადი პოპულაციის), ამიტომ ამერიკის სიმსივნის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ამჟამად დამტკიცებულ კოვიდ ვაქცინებს https://bit.ly/3sDGPy3

- მკერდის სიმსივნის და/ან ქირურგიის ისტორიის შემთხვევაში, აცრა უმჯობესია გაკეთდეს მოპირდაპირე მხარში (პრაქტიკული რეკომენდაცია) - რადგან ვაქცინამ შესაძლოა დროებით ლიმფური კვანძები გაადიდოს, აცრის შემდგომ მამოგრაფიაზე შესაძლოა ცვლილებები დაფიქსირდეს, რაც ბუნებრივია თქვენს ექიმს დააბნევს, ამიტომ უთხარით, რომელ მხარში გაიკეთეთ აცრა.

  • კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და კარდიოლოგიური პაციენტები

ასევე ვრცელი თემაა, თუმცა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია:

- უფრო ხშირად ასეთ პაციენტებში აღწერილი „გვერდითი ეფექტები“ ვაქცინის შემდეგ აღმოჩნდა შფოთვის შედეგი და სხვა არაფერი, ამიტომ, თუ შეძლებთ, თან მიყევით თქვენ მშობლებს, ახლობლებს აცრის დროს, დაამშვიდეთ; ასევე თქვენს კარდიოლოგს დაელაპარაკეთ უშუალოდ აცრის წინ, როგორც წესი ეს ყველაზე კარგი თერაპიაა - არც ერთი წამალი თვითნებურად არ შეაჩეროთ!! („ბეტა ბლოკერი ხელს შეუშლის ადრენალინს“ - ეს არ არის არგუმენტი, რადგან ცხელება და მასთან ასოცირებული გულის აჩქარება, რომელსაც ბეტა ბლოკერი ჭირდება, ვითარდება თითქმის ყოველ მეხუთე აცრილში, როდესაც ანაფილაქსია მილიონებიდან რამდენიმეში) - არ არსებობს არანირი მტკიცებულება რომ სისხლის „სისქის“ (ამას ჯერ კიდევ ვარკვევ რა არის) დასადგენად ყველამ სისხლის ანალიზი უნდა გაიკეთოს (დ-დიმერის მესამე ტალღის მსურველთათვის) და რუტინულად არ კეთდება;

კონკრეტული ტესტების გაკეთება ვაქცინაციამდე და მის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს თქვენმა კარდიოლოგმა (ან კერდ-ე-ოლოგმა, თუ მას ენდობით) - თუ იღებთ რომელიმე „სისხლის გამათხელებელს“, აუციელბლად უთხარით აცრის ცენტრის თანამშრომელს, მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის აცრის უკუჩვენება, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ამცრელისთვის აცრისას სისხლდენის პოტენციური კონტროლისთვის მოსამზადებლად.

  • კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ფეხმძიმე/მეძუძური დედები

- რადგანაც ამ პოპულაციაში დიდი კვლევები არ არსებობს, FDA-მ გასცა შემდეგი რეკომედაცია: „კოვიდის აცრის შეთავაზება უნდა მოხდეს როგორც ფეხმძიმე, ისე მეძუძური დედებისთვის“, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აცრა მათი გადასაწყვეტია, თუმცა ამერიკის მეან-გინეკოლოგიის ასოციაციის მიხედვით, ჯერჯერობით არც ფეხმძიმე და არც მეძუძურ დედებს სერიოზული გვერდით მოვლენები არ დაფიქსირებიათ. ჯანმოს რეკომენდაცია იხილეთ აქ: https://bit.ly/3wd3MdK

  • P.S ჩემი ფავორიტი, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ფილერები

- ფილერთან დაკავშირებული პრობლემები განუვითარდა 3 პაციენტს "მოდერნას" ვაქცინის შემდეგ https://bit.ly/2O84gkf. ბევრად უფრო ხშირადაა აღწერილი გრიპის ვაქცინის შემდეგ. დერმატოლოგიის ასოციაციის რჩევაა, რომ გაგრძელდეს ფილერების გამოყენება https://bit.ly/2QSQKC3 და ის ვაქცინის უკუჩვენება არ არის https://bit.ly/3rz9S4r

"დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც კოვიდინფიცირებული ვარ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"?

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?