ავტორი:

"ერთ კომპანიას 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხეს" - "კარფურს" ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში უჩივიან

"ერთ კომპანიას 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხეს" - "კარფურს" ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში უჩივიან

Carrfour-ს ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში ნახევარი მილიონი ლარის ზარალზე ედავებიან. „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე სასამართლოში „კარფურის“ წინააღმდეგ ათამდე კომპანიის სარჩელი შევა.

ივა ჭყონია ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა კომპანიებს კარფურმა 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხა. ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელთან პრობლემაა კონტაქტიც.

"კარფურთან“ დაკავშირებით ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, თუმცა აქამდე არ იყო ასეთ მსხვილ თანხებზე საუბარი და პრობლემა არ იყო ამ მასშტაბის, რადგან თავად სუპერმარკეტი არ იყო ასეთ დომინანტ მდგომარეობაში და არ იყო ამხელა ქსელი. ამ დრომდე გვქონდა იმედი, რომ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გადაწყდებოდა პრობლემა.

ორჯერ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხრიდან „კარფურს“ გაეგზავნა წერილი შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი არ მოსულა. არადა, დისკომუნიკაციის და პრობლემების შესახებ მუდმივად გვატყობინებენ კომპანიები.

მათ არ უდასტურებენ ანგარიშ-ფაქტურებს, მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ აწერენ და ა.შ. განსაკუთრებით ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებს. წლის დასაწყისში ამ პრობლემამ განსაკუთრებით დიდი ფინანსური ზიანი გამოიწვია.

მაგალითისათვის, ერთ კომპანიას, 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხეს. სხვაობის მასშტაბი რომ აღიქვათ და ამ დროს, კომპანიები ვერ გადიან კონტაქტზეც კი...წაიკითხეთ სრულად "ბიზნესპრესნიუსზე"

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ

"მძიმე ქრონიკული თანმხლები დაავადებები ართულებს მდგომარეობას" - კოვიდინფიცირებული ანზორ ერქომაიშვილი აპარატზეა შეერთებული

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა