ავტორი:

დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - გოგონები, რომლებმაც მამა მოკლეს, სასამართლომ დაზარალებულად სცნო

დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - გოგონები, რომლებმაც მამა მოკლეს, სასამართლომ დაზარალებულად სცნო

რუსეთში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის ფიგურანტები, დები ხაჩატურიანები რუსულმა სასამართლომ დაზარალებულად სცნო, თუმცა საქმის იმ ნაწილში, რომელიც მამის მხრიდან ძალადობასა და ცემას ეხება.

სააგენტო Tacc-ის ინფორმაციით, დების ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ყოველივე საშუალებას მისცემთ, რომ გოგონების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის თავიდან აღძვრა აიცილონ.

ადვოკატები ახლა იმედოვნებენ, რომ გამოძიება სრულფასოვნად წარიმართება და საბოლოოდ დამტკიცდება, რომ დები მოქმედებას მამის მკვლელობის დროს ჰქონდა თავდაცვის ხასიათი.

ხაჩატურიანების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობაა, რომლის შესახებაც მსოფლიო მედიის ინტერესი დღემდე დიდია. საქმე შეეხება მიხაილ ხაჩატურიანს, რომელიც 2018 წელს ქალიშვილებმა მოკლეს. ხაჩატურიანის ცხედარი მოსკოვში, საკუთარ აპარტამენტში, კიბეზე იპოვეს, მას გულმკერდისა და კისრის არეში დანით მიყენებული ათობით ჭრილობა ჰქონდა.

მას შემდეგ, როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, "ხანგრძლივი, რთული და ჩახლართული“ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს.

მოსკოვის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დებ ხაჩატურიანებზე მამა გამუდმებით ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის შემთხვევებს და ამიტომაც, გოგონებს განუვითარდათ თავდაცვითი რეაქცია. პროკურატურა მოითხოვდა, რომ სასამართლოს ისინი არა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, არამედ თავდაცვის მიზნით მკვლელობისთვის გაესამართლებინა, თუმცა მოთხოვნა თავდაპირველად დაკმაყოფილდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მიხაილ ხაჩატურიანი სახლში ფსიქიატრიული კლინიკიდან დაბრუნდა, ქალიშვილებს წიწაკის სპრეი შეასხა და მათზე იძალადა. გოგონებიდან ერთ-ერთს, კრისტინას ასთმა აქვს და ყოველივეს გამო, გონება დაკარგა.

როგორც CNN წერს, დებმა ხაჩატურიანებმა, 19 წლის კრისტინამ, 18 წლის ანგელინამ და 17 წლის მარიამ, სწორედ იმ ღამეს გადაწყვიტეს მამის მოკვლა. გამოძიების ინფორმაციით, გოგონები მამას თავს დაესხნენ ჩაჩუქით, დანით და წიწაკის იმავე სპრეით, რომელიც მამაკაცმა შვილების წინააღმდეგ გამოიყენა და მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

დაკითხვის ჩანაწერების მიხედვით, ერთ-ერთი და ამბობს, რომ თავდაპირველად, სცადეს საკუთარი თავისთვის მიეყენებინათ ჭრილობები და ისე გამოჩენილიყო, რომ ეს ჭრილობები მათ მამამ მიაყენა.

როდესაც გოგონები დააკავეს, მათ აღიარეს მკვლელობა. დების თქმით, წლების განმავლობაში ისინი მამის მხრიდან სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გასულ ზაფხულს გოგონებს ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რამაც რუს აქტივისტთა აღშფოთება გამოიწვია. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გოგონები თავს იცავდნენ და მოძალადისგან თავის დასაცავად, სხვა გზა აღარ ჰქონდათ.

"ვფიქრობთ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მამამ შვილები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთური იყო. გოგონებს სერიოზული ფსიქიკური დაავადებები განუვითარდათ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს დადასტურდა შესაბამისი კვლევებით“, - ამბობს გოგონების უფლებადამცველი ალექსეი პარსინი.

"ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო,“ - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.

გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. ერთ დროს მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი უბრალოდ გაიქცა, გოგონები კი ამტკიცებენ, რომ მიხაილმა მათი დედა სახლიდან გააგდო. ანგელინას, კრისტინას და მარიას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხაჩიკი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის დიდი ხანია, ოჯახისგან დამოუკიდებლად სხვა სახლში ცხოვრობს.

როგორც ცნობილია, მიხაილმა დერეფანში დააყენა კამერები და მიკროფონები, რათა შვილებისთვის ეთვალთვალა. შეშინებულ გოგონებს არ შეეძლოთ, მისი ნებართვის გარეშე გასულიყვნენ სახლიდან, ან დედა მოენახულებინათ. სექსუალური ძალადობის გამო მიხაილის შვილმა თავის მოკვლაც სცადა, აბები მიიღო. მაშინ ექიმებს მამამ განუცხადა, რომ გოგონას წამლები აერია.

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინას სახელი შეუცვალეს - რა ჰქვია ვაქცინას ამიერიდან

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“