საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა
სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის და ან­გა­რიშ­გე­ბის წე­სე­ბი და­ამ­ტკი­ცა. წე­სე­ბის მი­ზა­ნია ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა, ბაზ­რი­სა და სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი რე­გუ­ლი­რე­ბა და რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის დარ­გში სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის და ან­გა­რიშ­გე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით სე­მე­კი იხელ­მძღვა­ნე­ლებს „კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ასე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ბი­თუ­მო ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მთლი­ა­ნო­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­სა და საბ­ჭოს №1227/2011 (EC) რე­გუ­ლა­ცი­ის მო­თხოვ­ნებ­სა და პრინ­ცი­პებს.

ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის­თვის გა­ნი­სა­ზღვრა მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც უნდა წა­რად­გი­ნონ კო­მი­სი­ა­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, წე­სე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის დაც­ვით.

სე­მე­კი წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­კონ­ტრო­ლებს, რო­მე­ლიც „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სი­ა­ში 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­იქ­მნა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესები დაამტკიცა. წესების მიზანია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, ბაზრისა და სისტემის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება და რეგიონულ დონეზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესების შესაბამისად, ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სემეკი იხელმძღვანელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განახორციელებს ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს №1227/2011 (EC) რეგულაციის მოთხოვნებსა და პრინციპებს.

ენერგეტიკულ ბაზარზე მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციისათვის, რეგულირებული საწარმოებისთვის განისაზღვრა მონაცემები, რაც უნდა წარადგინონ კომისიაში ენერგეტიკული საქმიანობების მიხედვით, წესებით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების დაცვით.

სემეკი წესების შესრულებას ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის საშუალებით გააკონტროლებს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიაში 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა.

NS

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

"ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ ინფექციაზე... ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე" - გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება