ავტორი:

"20 კაცი უკვე არის, 3980 უნდა მოვძებნო, ვინც 10 ლარს გადაიხდის" - როგორ აპირებს ბესიკ ბოგველი მელიას გირაოსთვის თანხის შეგროვებას?

"20 კაცი უკვე არის, 3980 უნდა მოვძებნო, ვინც 10 ლარს გადაიხდის" - როგორ აპირებს ბესიკ ბოგველი მელიას გირაოსთვის თანხის შეგროვებას?

"ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოსთვის 40 000 ლარს ხალხის დახმარებით მოაგვროვებს.

როგორც მან "მთავარ არხს" განუცხადა, აპირებს, მოძებნოს 4000 ადამიანი, ვინც 10 ლარს გადაიხდის.

"4000 კაცი უნდა მოგროვდეს, 20 კაცამდე უკვე არის, ვინც თანახმა არიან.. 3980 უნდა მოვძებნო, ვინც 10 ლარს გადაიხდის. მე ვხედავ, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს ასანთი უკიდიათ ეს ძალიან საშიშია" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, გირაო, არის ანულირებული.

"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს

"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე

"ამბობენ, რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და დეპრესია ჰქონდაო..." -  მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა