პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ ინფექციაზე... ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე" - გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება
"ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ ინფექციაზე... ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე" - გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდი­ლია, რა­მაც შე­საძ­ლოა, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

გამ­ყრე­ლი­ძე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ სა­ჭი­როა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის, დის­ტან­ცი­ის დაც­ვის და თავ­შეყ­რე­ბის თა­ვის არი­დე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­იც­ვან.

"ეპიდსი­ტუ­ა­ცია ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­წუ­ხა­როდ, უა­რეს­დე­ბა. ინ­ცი­დენ­ტო­ბა და და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­საც ჰქონ­და საკ­მა­ოდ კარ­გი დი­ნა­მი­კა, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რედ, მაგ­რამ გა­უ­ა­რეს­და. დღეს გვაქვს ახალ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 673. ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით, 31 ათა­სამ­დე ტეს­ტი. ამ ფონ­ზე 673 ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და, დღი­უ­რი 2,19%-მდე, თუმ­ცა 14-დღი­ა­ნი გვაქვს 1,69; 7-დღი­ა­ნი - 1,60. მარ­ტის მთლი­ა­ნი და­დე­ბი­თო­ბის პრო­ცენ­ტი არის 1, 63; ბოლო 30 დღის 1,6. რა თქმა უნდა, ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და ეპიდსი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სია ვიდ­რე თე­ბერ­ვალ­ში გვქონ­და და კი­დევ უკე­თე­სი ვიდ­რე იან­ვარ­ში, მაგ­რამ ბოლო 2 კვი­რა­ში გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცია გა­მოჩ­ნდა. ბო­ლოს 600-ზე მეტი შემ­თხვე­ვა თე­ბერ­ვლის პირ­ველ კვი­რა­ში გვქონ­და.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა! ბი­ნა­ზე და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში დღე­ვან­დე­ლი რი­ცხვით 4447 პი­რია და თან­და­თან იზ­რდე­ბა ზე­წო­ლა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზეც. გუ­შინ გვქონ­და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბა, თუმ­ცა ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის დი­ნა­მი­კა კლე­ბის­კე­ნაა. დღეს გვქონ­და 8 შემ­თხვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის გა­მო­სა­ვა­ლი, გარ­და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დაც­ვი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა, არ არ­სე­ბობს.

„რო­გორც აგ­ვის­ტო­ში, ახ­ლაც და­ვი­ჯე­რეთ, რომ გა­ვი­მარ­ჯვეთ კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე. ამან შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე, გა­მე­ორ­დეს იგი­ვე, რაც ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში იყოს. ამი­ტომ ყვე­ლას გთხოვთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ მეტი მო­წო­დე­ბე­ბი გა­ვა­კე­თოთ და ინ­ფორ­მა­ცია მივ­ცეთ მო­სახ­ლე­ო­ბას თუ რას ნიშ­ნავს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ერ­თის მხრივ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დაც­ვა და მე­ო­რე მხრივ, იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა - სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკულია
3

აღდგომის წინ რო ელანდება სულ ამ სულ გაყიდულს ეს ტალღები ნეტა თუ აკვირდებით?

კაკაბაძე
6

რით ვერ გაძღა ეს და თავის შვილი რაიყო პირბადეები აღარ გეყიდებათ?? ხალხი ისეტი შეშინებულია სახლიდან პირბადით გამოდის საიდან მოგაქვთ რო პირბადეს არ იკეთებს ხალხი ? ცრუ პროპაგანდას აქ ადგილი მოეშვით მანიპულირებას ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ ინფექციაზე... ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე" - გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება

"ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ ინფექციაზე... ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე" - გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, რამაც შესაძლოა, სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.

გამყრელიძე პრევენციული ღონისძიებების გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა მოქალაქეებმა პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვის და თავშეყრების თავის არიდების რეკომენდაციები დაიცვან.

"ეპიდსიტუაცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამწუხაროდ, უარესდება. ინციდენტობა და დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ გაუარესდა. დღეს გვაქვს ახალ შემთხვევათა რაოდენობა 673. ქვეყანაში ჩატარებულია დაახლოებით, 31 ათასამდე ტესტი. ამ ფონზე 673 ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია, დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა, დღიური 2,19%-მდე, თუმცა 14-დღიანი გვაქვს 1,69; 7-დღიანი - 1,60. მარტის მთლიანი დადებითობის პროცენტი არის 1, 63; ბოლო 30 დღის 1,6. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია ვიდრე თებერვალში გვქონდა და კიდევ უკეთესი ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო 2 კვირაში გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. ბოლოს 600-ზე მეტი შემთხვევა თებერვლის პირველ კვირაში გვქონდა.

აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა! ბინაზე და საავადმყოფოებში დღევანდელი რიცხვით 4447 პირია და თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. გუშინ გვქონდა სიკვდილიანობის მატება, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში სიკვდილიანობის დინამიკა კლებისკენაა. დღეს გვქონდა 8 შემთხვევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლის გამოსავალი, გარდა პრევენციული ღონისძიებების დაცვისა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისა, არ არსებობს.

„როგორც აგვისტოში, ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, გამეორდეს იგივე, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყოს. ამიტომ ყველას გთხოვთ, განსაკუთრებით ტელევიზიებს, რომ მეტი მოწოდებები გავაკეთოთ და ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას თუ რას ნიშნავს პრევენციული ღონისძიებები. ერთის მხრივ, პრევენციული ღონისძიებების დაცვა და მეორე მხრივ, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება - სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ" - თამარ გაბუნია

„KIU ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო“ - სამტრედიელი ახალგაზრდის გზა წარმატებისკენ

"პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს