პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს
პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ, The Sun გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მე­ლო­ტი კაცი პრინ­ცი უი­ლი­ა­მია. კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცოგ­მა უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან დუ­ე­ინ ჯონ­სო­ნი, ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მი და სპორ­ტის ლე­გენ­და, მა­იკლ ჯორ­და­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვა ეყ­რდნო­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში არ­სე­ბულ მო­ნა­ცე­მებს. მკვლე­ვა­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ 38 წლის პრინ­ცი, რო­მე­ლიც სრუ­ლად მე­ლო­ტი არ გახ­ლავთ, სხვა­დას­ხვა ბლო­გებ­ში 17,6 მი­ლი­ონ­ჯერ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რო­გორც სექ­სუ­ა­ლუ­რი.

სწო­რედ ეს გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მე­ლო­ტის ტი­ტუ­ლი უი­ლი­ამს მი­ე­ნი­ჭა.

სექ­სუ­ა­ლუ­რი მე­ლო­ტე­ბის ტოპ ათე­ულ­ში შე­დი­ან მაიკ ტა­ი­სო­ნი, პიტ­ბუ­ლი, მა­იკლ ჯორ­და­ნი, ბრუს უი­ლი­სი, ვინ დი­ზე­ლი და ჯონ ტრა­ვოლ­ტა.

პრინ­ცის ასეთ აღი­ა­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ხა­ლი­სო კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა, ზოგ­მა ყო­ვე­ლი­ვე უი­ლი­ა­მი­სა და ჰა­რის და­პი­რის­პი­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა და და­წე­რეს, რომ ახლა ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ცდი­ლობს უი­ლი­ა­მის უპი­რა­ტე­სო­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ყო­ვე­ლი­ვე პიარ კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

უც­ნო­ბია, თუ რა ფიქ­რობს თა­ვად პრინ­ცი ამ სა­კი­თხზე და მი­აჩ­ნია თუ არა სა­კუ­თა­რი თავი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მე­ლო­ტად.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
6

მაგათ მე არ მნახეს თორემ მაგათზე მაგარი და თანაც გურიის პრინცი ვარ,მელოტიც ვარ.

რატი
8

უსამართლობაა, ნიკანორ მელია დაჩაგრეს:)))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მელოტი კაცი პრინცი უილიამია. კემბრიჯის ჰერცოგმა უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან დუეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი და სპორტის ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ეყრდნობა ინტერნეტსივრცეში არსებულ მონაცემებს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 38 წლის პრინცი, რომელიც სრულად მელოტი არ გახლავთ, სხვადასხვა ბლოგებში 17,6 მილიონჯერ არის მოხსენიებული, როგორც სექსუალური.

სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მელოტის ტიტული უილიამს მიენიჭა.

სექსუალური მელოტების ტოპ ათეულში შედიან მაიკ ტაისონი, პიტბული, მაიკლ ჯორდანი, ბრუს უილისი, ვინ დიზელი და ჯონ ტრავოლტა.

პრინცის ასეთ აღიარებას სოციალურ ქსელებში სახალისო კომენტარები მოჰყვა, ზოგმა ყოველივე უილიამისა და ჰარის დაპირისპირებას დაუკავშირა და დაწერეს, რომ ახლა ბრიტანული მედია ცდილობს უილიამის უპირატესობა წარმოაჩინოს, რომ ყოველივე პიარ კამპანიის ნაწილია.

უცნობია, თუ რა ფიქრობს თავად პრინცი ამ საკითხზე და მიაჩნია თუ არა საკუთარი თავი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მელოტად.

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა