საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე - აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებ­სა და შე­სა­ბა­მის ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებს კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა შე­ეძ­ლე­ბათ.

რო­გორც შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა თეა ახვლე­დი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მსურ­ვე­ლებს ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ეძ­ლე­ბათ.

"მო­წო­დე­ბუ­ლი დო­ზე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ჯერ ხდე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც შემ­დეგ გავ­რცელ­დე­ბა სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაც­ნო­ბოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს და შე­სა­ბა­მი­სი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ პი­რებს, რო­მელ­თაც შე­ეძ­ლე­ბათ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და სქე­მა სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ, რო­მე­ლიც კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­ავ­რცე­ლებს აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო ეპი­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე თუ გა­უქ­მე­ბა­ზე ეტა­პობ­რი­ვად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და პრაგ­მა­ტუ­ლად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. სწო­რედ ამ მიდ­გო­მით ვაგ­რძე­ლებთ ჩვენ მუ­შა­ო­ბას დღეს­დღე­ო­ბით ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­თან და­წე­სე­ბულ დრო­ე­ბით ზო­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც“, - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

დ გ
0

ჯობია განცხადება იმ გოგონას სასარგებლოდ გააკეთოთ რომელსაც აფსუებმა ბოდიში მოახდევინეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსურველებს ვაქცინის გაკეთება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეძლებათ.

"მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტული ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება სხვა მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიის მართვის პროცესში შესაბამისი რეგულაციების დაწესებაზე თუ გაუქმებაზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებებს. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაშიც“, - განაცხადა ახვლედიანმა.