საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომელსაც მალე საქართველოში შემოიტანენ და რომელ ქვეყნებში იყენებენ მას
რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომელსაც მალე საქართველოში შემოიტანენ და რომელ ქვეყნებში იყენებენ მას

სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­რილ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის, Sinopharm-ის ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა. ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

გა­ბუ­ნი­ას თქმით, "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნას იყე­ნე­ბენ ევ­რო­პის ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა უნ­გრე­თი და სერ­ბე­თი და ამ ვაქ­ცი­ნით უკვე მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი - "კარ­გია ის, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან გვაქვს და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მალე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ და ესეც და­ე­მა­ტე­ბა იმ მე­ნი­უს, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა ამ დრომ­დე არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის" უახ­ლე­სი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ჯან­მო ელო­დე­ბა ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მე­სა­მე ეტა­პის დას­რუ­ლე­ბას და კვლე­ვის შე­დეგს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა გა­და­წყდეს, ზუს­ტად რამ­დე­ნი დო­ზის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი იყოს. ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა, ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად ამ ვაქ­ცი­ნის სამი დო­ზის მი­ღე­ბა იყოს სა­ჭი­რო, თუმ­ცა ეს ჯერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­გი­ერ­თი ვაქ­ცი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "სი­ნო­ფარმს" არ სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ნახ­ვის­თვის, არ სჭირ­დე­ბა ექ­სტრა ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მა­ცივ­რე­ბი, მისი შე­ნახ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ცი­ვარ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყო­ვე­ლი­ვე კი დის­ტრი­ბუ­ცი­ის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბელს ხდის.

  • ვნა­ხოთ, რა არის ცნო­ბი­ლი "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ

"სი­ნო­ფარმ­მა“ 2020 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნის კვლე­ვის სამ­მა ფა­ზამ მისი 79%-ით ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს არ არის ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან ამ ვაქ­ცი­ნამ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, სა­დაც იან­ვარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გის მი­ხედ­ვით, ის 86%-ით ეფექ­ტი­ა­ნი იყო.

კომ­პა­ნი­ის სპი­კერ­მა აღ­ნიშ­ნულ შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე "რო­ი­ტერსთან“ თქვა, რომ დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა ჯერ კვლავ კვლე­ვის ეტაპ­ზეა, ის ჩი­ნეთ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ვაქ­ცი­ნის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი ასე­თია - ინექ­ცი­ის შემ­დეგ ჩნდე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ორ­გა­ნიზ­მი მზად­დე­ბა იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში ებ­რძო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას.

"სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნას იყე­ნე­ბენ სერ­ბეთ­ში, უნ­გრეთ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, პე­რუ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, მექ­სი­კა­ში და რა თქმა უნდა, ჩი­ნეთ­ში.

ამას­თა­ნა­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მე­ბის მი­მართ. რო­გორც სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, სი­ნო­ფარ­მის ვაქ­ცი­ნას აქვს ისე­თი­ვე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, რო­გო­რიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა ვაქ­ცი­ნებს - ცხე­ლე­ბა, აც­რის გა­კე­თე­ბის ად­გი­ლის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმ ორ დღე­ში ქრე­ბა, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი, ზუს­ტი და ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე მას შემ­დეგ, რაც ჯან­მო აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭებს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
2
ახდა გამყრელიძის ოცნება. პირველად თვითონ თუ არ გაიკეთებს, ჩათვალეთ რომ არავინ არ გაიკეთებს.
გელა
4

ეხ არამგონია ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობა 25% რომ აცდეს რაც საშვალო ვადიან პესპექტივაში დეფოლტის წინაშე დაგვაყენებს.

ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომელსაც მალე საქართველოში შემოიტანენ და რომელ ქვეყნებში იყენებენ მას

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომელსაც მალე საქართველოში შემოიტანენ და რომელ ქვეყნებში იყენებენ მას

საქართველოში აპრილში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების, Sinopharm-ის ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, "სინოფარმის" ვაქცინას იყენებენ ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უნგრეთი და სერბეთი და ამ ვაქცინით უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი - "კარგია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია მალე ავტორიზაციის შესახებ და ესეც დაემატება იმ მენიუს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

აღნიშნული ვაქცინა ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სააგენტო "როიტერსის" უახლესი ცნობების მიხედვით, ჯანმო ელოდება ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დასრულებას და კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს, ზუსტად რამდენი დოზის მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა, ვირუსისგან დასაცავად ამ ვაქცინის სამი დოზის მიღება იყოს საჭირო, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინისგან განსხვავებით, "სინოფარმს" არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები შენახვისთვის, არ სჭირდება ექსტრა ყინულოვანი მაცივრები, მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ყოველივე კი დისტრიბუციისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • ვნახოთ, რა არის ცნობილი "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ

"სინოფარმმა“ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვაქცინის კვლევის სამმა ფაზამ მისი 79%-ით ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი ეფექტიანობა აჩვენა. მაგალითად, ვაქცინის გამოყენება დაუშვეს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, სადაც იანვარში განაცხადეს, რომ შუალედური შედეგის მიხედვით, ის 86%-ით ეფექტიანი იყო.

კომპანიის სპიკერმა აღნიშნულ შეუსაბამობაზე "როიტერსთან“ თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ კვლავ კვლევის ეტაპზეა, ის ჩინეთში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია - ინექციის შემდეგ ჩნდება ანტისხეულები და ორგანიზმი მზადდება იმისთვის, რომ შემდგომში ებრძოლოს კორონავირუსის ინფექციას.

"სინოფარმის" ვაქცინას იყენებენ სერბეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, პერუში, ეგვიპტეში, ვენესუელაში, მექსიკაში და რა თქმა უნდა, ჩინეთში.

ამასთანავე, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად ეფექტიანია "სინოფარმის" ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ. როგორც სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, სინოფარმის ვაქცინას აქვს ისეთივე გვერდითი ეფექტები, როგორიც კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს - ცხელება, აცრის გაკეთების ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, რომელიც მაქსიმუმ ორ დღეში ქრება, თუმცა ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ დეტალური, ზუსტი და ყველაზე სარწმუნო ჩამონათვალი გამოქვეყნდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც ჯანმო აღნიშნულ პრეპარატს ავტორიზაციას მიანიჭებს.

"იყო შემთხვევები, როცა გოგონებზე მამებისა და ქმრების თვალწინ ძალადობდნენ" - სირიის ჯოჯოხეთი და პუტინის მხარდაჭერით გამარჯვებული ასადის რეჟიმის ფასი

"საქართველოში ისევ წავალ, რატომაც არა? მე იქ უამრავი მეგობარი მყავს" - ვლადიმერ პოზნერი

"გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და პოზნერის წინააღმდეგ პროვოკაცია არის მცდელობა, გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობები" - ზახაროვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"