ავტორი:

"მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ" - რას ამბობს ბესიკ ბოგველი, რომელიც მზად არის ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს

"მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ" - რას ამბობს ბესიკ ბოგველი, რომელიც მზად არის ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს

"ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის 40 000 - ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე ტელევიზიების მიერ საეთერო სივრცის დათმობის შემთხვევაში ისაუბრებს.

"კონკრეტულ საქმეს ვაკეთებდი და ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქით, აქეთ. ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს?! მე დავტესტე სისტემა.

ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. ვხედავ, რომ პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანაში რაციონალიზმი დაიკარგოს.

ტელევიზიებში დავაგზავნე კონკრეტული წერილები, ნებისმიერ კითხვას იქ ვუპასუხებ, მომიწვიეთ! ჯერ წერილს ველოდები, იქ წერია შეთავაზება, მსჯელობა და უკუკავშირი არ გვქონია“,- განაცხადა ბოგველმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, გირაო, არის ანულირებული.

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ

დღეს გაირკვევა, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან

დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარედგინა - რას ედავებიან პოლიციის მაღალჩინოსანს