ავტორი:

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს დღეს დატოვებს

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს დღეს დატოვებს

"ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 30 მარტს დატოვებს.

კერვალიშვილს 4-წლიანი სასჯელი სრულად ექნება მოხდილი და ის რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებას დატოვებს.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.

ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში - დაჯარიმებულია 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი

ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს