სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონლაინგაკვეთილები ისეთი სახალისოა, ზოგჯერ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც მესწრებიან" - ნოვატორი პედაგოგი თბილისიდან, რომელმაც სწავლების უჩვეულო მეთოდით ყველას თავი შეაყვარა
"ონლაინგაკვეთილები ისეთი სახალისოა, ზოგჯერ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც მესწრებიან" - ნოვატორი პედაგოგი თბილისიდან, რომელმაც სწავლების უჩვეულო მეთოდით ყველას თავი შეაყვარა

თა­მარ გე­გი­ძე თბი­ლი­სის ზუ­რაბ ია­რა­ჯუ­ლის სა­ხე­ლო­ბის 106-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლის. ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა წელს და­ი­წყო და ამით უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა­ში მას სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ გუ­ლორ­და­ვა და­ეხ­მა­რა. უბ­რა­ლოდ ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მაც გა­უ­მარ­თლა.

მან ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და საგ­ნის სწავ­ლე­ბის თა­ვი­სი მე­თო­დი აირ­ჩია, რა­მაც გა­ა­მარ­თლა და ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­და, რო­გო­რიც მოს­წავ­ლე­ებს უყ­ვართ.

„თუ ბავ­შვი არ გიყ­ვარს, შენი ად­გი­ლი სკო­ლა­ში არ არის. პე­და­გო­გო­ბა სწო­რედ სტე­რე­ო­ტი­პის და­სამ­სხვრე­ვის გამო მინ­დო­და, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში, ჩემი და ბა­ბუ­ას ურ­თი­ერ­თო­ბი­სას წარ­მო­იშ­ვა... უნდა გი­თხრათ, რომ პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. მამა მხაზ­ვე­ლო­ბი­თი გე­ო­მეტ­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლდათ, ბა­ბუა 30 წელი სკო­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ისიც მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო. მეც მომ­წონ­და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, თუმ­ცა ჩემს ფიქ­რებ­ში მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა სხვაგ­ვრად წა­რო­მედ­გი­ნა.

მოს­წავ­ლე ცი­სარ­ტყე­ლას რომ შე­გა­და­რებს, ე.ი. მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია

ბავ­შვს მას­წავ­ლებ­ლის და­ნახ­ვი­სას ში­შით მუ­ცე­ლი კი არ უნდა ეწ­ვო­დეს, არა­მედ სკო­ლა­ში მოს­ვლა სი­ხა­რულს უნდა ანი­ჭებ­დეს. ჩვენ ყვე­ლა­ნი ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ის ასა­კობ­რი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რა­საც ბავ­შვი მო­ზარ­დო­ბამ­დე გა­დის. ამი­ტომ, ჩემს თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, თუ ოდეს­მე სკო­ლა­ში პე­და­გო­გად შე­ვა­ბი­ჯებ­დი, და­ვამ­სხვრევ­დი ყვე­ლა სტე­რე­ო­ტიპს და ჩემი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ნდო­ბა­ზე და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე იქ­ნე­ბო­და დამ­ყა­რე­ბუ­ლი... ყვე­ლა­ზე სუფ­თა და ნაღ­დი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ბავ­შვს შე­უძ­ლია, რო­გორც მო­ექ­ცე­ვი, სწო­რედ ისეთ უკუ­კავ­შირს მი­ი­ღებ მათ­გან“ - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ გე­გი­ძე.

როცა სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სი გა­დას­ცეს, პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, ის იყო, რომ შე­ად­გი­ნა კი­თხვა­რი მშობ­ლე­ბის­თვის. მას­ზე გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბი კი წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მნი­და თა­ვის „მე­გობ­რებ­ზე“ (ასე და­არ­ქვა სა­დამ­რი­გებ­ლო კლასს). უნ­დო­და, სცოდ­ნო­და, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის უნა­რე­ბი, ჰობი, რა უყ­ვართ, რო­გო­რი უნ­დო­დათ, ყო­ფი­ლი­ყო მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლი...

არ­ცერ­თი გაკ­ვე­თი­ლი არ უნდა ჰგავ­დეს ერ­თმა­ნეთს

- მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა არ არის ად­ვი­ლი, ლო­გი­კურ აზ­რო­ნე­ბას მო­ი­თხოვს. რა მე­თოდს ირ­ჩევთ, რომ სა­გა­ნი ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­ას­წავ­ლოთ და რო­გორ ფიქ­რობთ, მისი შეს­წავ­ლა ყვე­ლას შე­უძ­ლია?

- არ არ­სე­ბობს მოს­წავ­ლე, ვი­საც სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა არ შე­უძ­ლია... მა­თე­მა­ტი­კის­კენ ბევ­რი ბავ­შვი შე­მო­ვაბ­რუ­ნე და სა­გა­ნი შე­ვაყ­ვა­რე. ისეთ წე­რი­ლებს მწე­რენ, რომ­ლებ­საც ცრემ­ლის გა­რე­შე ვერ წა­ი­კი­თხავთ.

იმის­თვის, რომ მოს­წავ­ლე და­ა­ინ­ტე­რე­სო, მუდ­მივ ძი­ე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში უნდა იყო. მა­თე­მა­ტი­კას ვსწავ­ლობთ თა­მა­შით, მა­სა­ლის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ით, ვი­ყე­ნებ უამ­რავ შე­მეც­ნე­ბით პლატ­ფორ­მას, არ­ცერ­თი გაკ­ვე­თი­ლი არ უნდა ჰგავ­დეს ერ­თმა­ნეთს. ჩემი ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის პლუ­სად შე­მიძ­ლია, და­ვა­სა­ხე­ლო „ზღაპ­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა“. ვი­გო­ნებ მა­თე­მა­ტი­კურ თე­მებ­ზე სხვა­დას­ხვა ზღა­პარს, ვი­ღებ ვი­დე­ო­ებს და მათ რო­გორც ზღაპ­რებს, ისე ვას­მე­ნი­ნებ...

იმის­თვის, რომ მოს­წავ­ლე და­ა­ინ­ტე­რე­სო, მუდ­მივ ძი­ე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში უნდა იყო

- თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნდა ინ­ტე­რეს­დე­ბო­დეს სი­ახ­ლე­ე­ბით და გან­ვი­თა­რე­ბას სულ უნდა ცდი­ლობ­დეს...

- დიახ, თუ ბე­დავ სწავ­ლე­ბას, თა­ვა­დაც მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ამას სულ უნდა ცდი­ლობ­დე და ფიქ­რობ­დე. ამი­ტომ, აუ­ცი­ლებ­ლო­ბად ვაქ­ციე ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლა. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ეს პრო­ცე­სი და უნდა ვთქვა, ეს ტრე­ნინ­გე­ბი სულ წარ­მა­ტე­ბით და ჩემი გა­მარ­ჯვე­ბით მთავ­რდე­ბა...

- მოკ­ლედ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ხა­ლი­სოა თქვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი...

- ზუს­ტად ვი­ცო­დი, რის­თვის შევ­დი­ო­დი სკო­ლა­ში - ჩემი მე­თო­დე­ბი და უნა­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მოს­წავ­ლის უნა­რებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით და ნდო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი, რად­გან სწო­რედ ტრანსფე­რის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა აძ­ლევს ადა­მი­ანს ინ­ტეგ­რირ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რო­გორც სრულ­ფა­სო­ვა­ნი და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი.

პან­დე­მი­ის გამო დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მი­წევს, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ხა­ლი­სო იყოს ჩემი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სხვა­დას­ხვა შე­მეც­ნე­ბი­თი პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, თა­მა­ში­თა და პრო­ექ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მაქვს ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი უზ­ნა­ძე და დიუი სწო­რედ ასეთ სწავ­ლე­ბას ანი­ჭებ­დნენ უპი­რა­ტე­სო­ბას. ჰოდა, მეც სწო­რედ ეს გზა ავირ­ჩიე. სა­კუ­თარ „იუ­თუ­ბარხს“ ვამ­ზა­დებ „ზღაპ­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის“ სა­ხელ­წო­დე­ბით, რო­გორც ვთქვი, ვი­გო­ნებ ზღაპ­რებს ყვე­ლა თე­მა­ზე, რათა მე­ტად და­ვა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვე­ბი, უფრო სა­ხა­ლი­სო და გა­სა­გე­ბი გავ­ხა­დო მა­თე­მა­ტი­კა.

- რო­გორ აფა­სებთ დღეს იმ თა­ო­ბას, ვისი მას­წავ­ლე­ბე­ლიც ხართ?

- მოს­წავ­ლე ცი­სარ­ტყე­ლას რომ შე­გა­და­რებს, ე.ი. მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია... რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, გო­ნი­ე­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვე­ბით მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დის. ისე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან, მი­ხა­რია, ამ თა­ო­ბას რომ უნდა გა­და­ვა­ბა­როთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მარ­თვა. უმაგ­რე­სი ბავ­შვე­ბი არი­ან. თუმ­ცა ვას­წავ­ლი, სად გა­დის ზღვა­რი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბი­სა - იქ, სა­დაც სხვის უფ­ლე­ბას არ და­არ­ღვევ.

- პან­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რო­გო­რია პე­და­გო­გო­ბა - დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დას­ვლამ რა სირ­თუ­ლე­ე­ბი წარ­მოშ­ვა და რო­გორ დაძ­ლი­ეთ?

- შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მი­ნა­წყენ­დეს გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რის­თვის (მქონ­და ამის შემ­თხვე­ვე­ბიც), მაგ­რამ ჩემ­თვის პან­დე­მი­ის დროს დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბი­სას ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ შექ­მნი­ლა, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფლო­ბამ ხელი შე­მი­წყო. ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით მქონ­და და­გეგ­მი­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მეს­წრე­ბოდ­ნენ. მშობ­ლებ­მა გა­მიმ­ხი­ლეს, ისე­თი მარ­ტი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გქონ­დათ და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ ჩვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით გის­მენ­დი­თო.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე მო­ამ­ზა­დო იმის­თვის, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ში

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა უნდა დღეს 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­სა­წავ­ლეს და ამას რამ­დე­ნად იღებს სკო­ლა­ში?

- რო­დე­საც სა­კი­თხის გან­ხილ­ვას ვი­წყებ, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვებს ვუხ­სნი, რა­ტომ უნდა ის­წავ­ლონ ეს თემა, რაში გა­მო­ად­გე­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში. რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე მო­ამ­ზა­დო იმის­თვის, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ში. ვფიქ­რობ, ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 21-ე სა­უ­კუ­ნის ახალ­გაზ­რდის­თვის, რა­საც ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი დიუი ჯერ კი­დევ მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ნერ­გავ­და... ვას­წავ­ლი ანა­ლი­ტი­კურ და კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, ტექ­სტე­ბის გა­აზ­რე­ბას, სწო­რედ ამის პრობ­ლე­მა აქვს დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ძა­ლი­ან ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სკო­ლე­ბი არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი არა­ნა­ი­რი რე­სურ­სით, ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტიც კი არ მი­ე­წო­დე­ბა სკო­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას­წავ­ლებ­ლებს ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით გვი­წევს მუ­შა­ო­ბა

- რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის მო­დე­ლი დღეს და რო­გორს ისურ­ვებ­დით?

- 2021 წელს და­ი­წყო ძვრე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში, მა­გა­ლი­თად, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში. მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, ახ­ლის გა­გე­ბა და გა­აზ­რე­ბა, თუმ­ცა ეს ზღვა­ში წვე­თია. ძა­ლი­ან ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სკო­ლე­ბი არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი არა­ნა­ი­რი რე­სურ­სით, ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტიც კი არ მი­ე­წო­დე­ბა სკო­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას­წავ­ლებ­ლებს ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით გვი­წევს მუ­შა­ო­ბა. ჩემი ხელ­ფა­სის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნა­ში იხარ­ჯე­ბა. ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნა და ინ­ტერ­ნე­ტი სრულ­ყო­ფილს ხდი­და ჩემს გაკ­ვე­თი­ლებს, ცო­ცხალ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში კი მას­წავ­ლე­ბელს შე­ვა­და­რებ­დი უთო­ფო მე­თო­ფეს.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სკო­ლის დი­რექ­ტორს ბა­ტონ თენ­გიზ გუ­ლორ­და­ვას, რო­მე­ლიც უსა­ზღვროდ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თა­ვის სკო­ლა­ზე. სწო­რედ მან გა­მო­მი­ცხა­და ნდო­ბა და ვფიქ­რობ, გა­ვა­მარ­თლე კი­დეც. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს მოს­წავ­ლე­ე­ბის და მშობ­ლე­ბის უკუ­კავ­ში­რი.

ფო­ტო­ე­ბი: ქეთი შა­რა­შე­ნი­ძე

ანარქისტი
6

რა არის სახალისო? ბავშვებს ბავშვობა წაართვით, ისედაც ჩაკეტილები იყვნენ და ახლა მთლიანად კომპიუტერის მონები გახდნენ და ეს კუნტრუშობს სიხარულისაგან, აეწყო სწავლა–განთლებაო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ონლაინგაკვეთილები ისეთი სახალისოა, ზოგჯერ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც მესწრებიან" - ნოვატორი პედაგოგი თბილისიდან, რომელმაც სწავლების უჩვეულო მეთოდით ყველას თავი შეაყვარა

"ონლაინგაკვეთილები ისეთი სახალისოა, ზოგჯერ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც მესწრებიან" - ნოვატორი პედაგოგი თბილისიდან, რომელმაც სწავლების უჩვეულო მეთოდით ყველას თავი შეაყვარა

თამარ გეგიძე თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის 106-ე საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ სკოლაში მუშაობა წელს დაიწყო და ამით უზომოდ ბედნიერია. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში მას სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა დაეხმარა. უბრალოდ ნდობა გამოუცხადა და ქალბატონმა თამარმაც გაუმართლა.

მან ბავშვებთან ურთიერთობის და საგნის სწავლების თავისი მეთოდი აირჩია, რამაც გაამართლა და ისეთი მასწავლებელი აღმოჩდა, როგორიც მოსწავლეებს უყვართ.

„თუ ბავშვი არ გიყვარს, შენი ადგილი სკოლაში არ არის. პედაგოგობა სწორედ სტერეოტიპის დასამსხვრევის გამო მინდოდა, რომელიც პირველ რიგში, ჩემი და ბაბუას ურთიერთობისას წარმოიშვა... უნდა გითხრათ, რომ პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. მამა მხაზველობითი გეომეტრიის სპეციალისტი გახლდათ, ბაბუა 30 წელი სკოლას ხელმძღვანელობდა და ისიც მათემატიკოსი იყო. მეც მომწონდა მასწავლებლის პროფესია, თუმცა ჩემს ფიქრებში მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა სხვაგვრად წარომედგინა.

მოსწავლე ცისარტყელას რომ შეგადარებს, ე.ი. მისია შესრულებულია

ბავშვს მასწავლებლის დანახვისას შიშით მუცელი კი არ უნდა ეწვოდეს, არამედ სკოლაში მოსვლა სიხარულს უნდა ანიჭებდეს. ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და არ უნდა დაგვავიწყდეს ის ასაკობრივი სირთულეები და თავისებურებები, რასაც ბავშვი მოზარდობამდე გადის. ამიტომ, ჩემს თავს პირობა მივეცი, თუ ოდესმე სკოლაში პედაგოგად შევაბიჯებდი, დავამსხვრევდი ყველა სტერეოტიპს და ჩემი მათთან ურთიერთობა ნდობაზე და პატივისცემაზე იქნებოდა დამყარებული... ყველაზე სუფთა და ნაღდი ურთიერთობა მხოლოდ ბავშვს შეუძლია, როგორც მოექცევი, სწორედ ისეთ უკუკავშირს მიიღებ მათგან“ - აღნიშნავს თამარ გეგიძე.

როცა სადამრიგებლო კლასი გადასცეს, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ შეადგინა კითხვარი მშობლებისთვის. მასზე გაცემული პასუხები კი წარმოდგენას შეუქმნიდა თავის „მეგობრებზე“ (ასე დაარქვა სადამრიგებლო კლასს). უნდოდა, სცოდნოდა, თითოეული მათგანის უნარები, ჰობი, რა უყვართ, როგორი უნდოდათ, ყოფილიყო მათემატიკის გაკვეთილი...

არცერთი გაკვეთილი არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს

- მათემატიკის სწავლება არ არის ადვილი, ლოგიკურ აზრონებას მოითხოვს. რა მეთოდს ირჩევთ, რომ საგანი ყველა მოსწავლეს შეასწავლოთ და როგორ ფიქრობთ, მისი შესწავლა ყველას შეუძლია?

- არ არსებობს მოსწავლე, ვისაც საშუალო დონეზე მათემატიკის სწავლა არ შეუძლია... მათემატიკისკენ ბევრი ბავშვი შემოვაბრუნე და საგანი შევაყვარე. ისეთ წერილებს მწერენ, რომლებსაც ცრემლის გარეშე ვერ წაიკითხავთ.

იმისთვის, რომ მოსწავლე დააინტერესო, მუდმივ ძიებასა და განვითარებაში უნდა იყო. მათემატიკას ვსწავლობთ თამაშით, მასალის ვიზუალიზაციით, ვიყენებ უამრავ შემეცნებით პლატფორმას, არცერთი გაკვეთილი არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს. ჩემი ამ საგნის სწავლების პლუსად შემიძლია, დავასახელო „ზღაპრული მათემატიკა“. ვიგონებ მათემატიკურ თემებზე სხვადასხვა ზღაპარს, ვიღებ ვიდეოებს და მათ როგორც ზღაპრებს, ისე ვასმენინებ...

იმისთვის, რომ მოსწავლე დააინტერესო, მუდმივ ძიებასა და განვითარებაში უნდა იყო

- თანამედროვე მასწავლებელი მუდმივად უნდა ინტერესდებოდეს სიახლეებით და განვითარებას სულ უნდა ცდილობდეს...

- დიახ, თუ ბედავ სწავლებას, თავადაც მუდმივ განვითარებაზე უნდა იყო ორიენტირებული, ამას სულ უნდა ცდილობდე და ფიქრობდე. ამიტომ, აუცილებლობად ვაქციე ტრენინგების გავლა. ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი და უნდა ვთქვა, ეს ტრენინგები სულ წარმატებით და ჩემი გამარჯვებით მთავრდება...

- მოკლედ, მრავალფეროვანი და სახალისოა თქვენი გაკვეთილები...

- ზუსტად ვიცოდი, რისთვის შევდიოდი სკოლაში - ჩემი მეთოდები და უნარები უნდა ყოფილიყო მოსწავლის უნარებზე მორგებული, სიყვარულით და ნდობით გაჯერებული, პრაქტიკული, რადგან სწორედ ტრანსფერის უნარის განვითარება აძლევს ადამიანს ინტეგრირდეს საზოგადოებაში როგორც სრულფასოვანი და თვითდაჯერებული.

პანდემიის გამო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება მიწევს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მრავალფეროვანი და სახალისო იყოს ჩემი გაკვეთილები. ელექტრონული ტექნოლოგიების სხვადასხვა შემეცნებითი პლატფორმის მეშვეობით, თამაშითა და პროექტებით გაჯერებული მაქვს ყველა გაკვეთილი. ჩემი საყვარელი ფსიქოლოგები უზნაძე და დიუი სწორედ ასეთ სწავლებას ანიჭებდნენ უპირატესობას. ჰოდა, მეც სწორედ ეს გზა ავირჩიე. საკუთარ „იუთუბარხს“ ვამზადებ „ზღაპრული მათემატიკის“ სახელწოდებით, როგორც ვთქვი, ვიგონებ ზღაპრებს ყველა თემაზე, რათა მეტად დავაინტერესო ბავშვები, უფრო სახალისო და გასაგები გავხადო მათემატიკა.

- როგორ აფასებთ დღეს იმ თაობას, ვისი მასწავლებელიც ხართ?

- მოსწავლე ცისარტყელას რომ შეგადარებს, ე.ი. მისია შესრულებულია... როგორი განსხვავებული, გონიერი, თანამედროვე ხედვებით მოაზროვნე ახალგაზრდობა მოდის. ისეთი თავისუფლები არიან, მიხარია, ამ თაობას რომ უნდა გადავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვა. უმაგრესი ბავშვები არიან. თუმცა ვასწავლი, სად გადის ზღვარი საკუთარი უფლებისა - იქ, სადაც სხვის უფლებას არ დაარღვევ.

- პანდემიურ სიტუაციაში როგორია პედაგოგობა - დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ რა სირთულეები წარმოშვა და როგორ დაძლიეთ?

- შეიძლება, ბევრი მასწავლებელი გამინაწყენდეს გულახდილი საუბრისთვის (მქონდა ამის შემთხვევებიც), მაგრამ ჩემთვის პანდემიის დროს დისტანციური მუშაობისას ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა, რადგან ტექნოლოგიების ფლობამ ხელი შემიწყო. ყველა გაკვეთილი პრეზენტაციებით მქონდა დაგეგმილი. მოსწავლეების ოჯახის წევრებიც მესწრებოდნენ. მშობლებმა გამიმხილეს, ისეთი მარტივი აქტივობებით გქონდათ დაგეგმილი გაკვეთილები, რომ ჩვენც სიამოვნებით გისმენდითო.

მნიშვნელოვანია, მოსწავლე მოამზადო იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა გამოიყენონ ყოფა-ცხოვრებაში

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა დღეს 21-ე საუკუნის მოსაწავლეს და ამას რამდენად იღებს სკოლაში?

- როდესაც საკითხის განხილვას ვიწყებ, პირველ რიგში, ბავშვებს ვუხსნი, რატომ უნდა ისწავლონ ეს თემა, რაში გამოადგებათ ცხოვრებაში. რადგან მნიშვნელოვანია, მოსწავლე მოამზადო იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა გამოიყენონ ყოფა-ცხოვრებაში. ვფიქრობ, ესაა მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნის ახალგაზრდისთვის, რასაც ცნობილი ფსიქოლოგი დიუი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ნერგავდა... ვასწავლი ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, ტექსტების გააზრებას, სწორედ ამის პრობლემა აქვს დღევანდელ საზოგადოებას.

ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სკოლები არ არის აღჭურვილი არანაირი რესურსით, ნორმალური ინტერნეტიც კი არ მიეწოდება სკოლებს, ფაქტობრივად, მასწავლებლებს ცარიელი ხელებით გვიწევს მუშაობა

- როგორია თანამედროვე სკოლის მოდელი დღეს და როგორს ისურვებდით?

- 2021 წელს დაიწყო ძვრები თანამედროვე მიდგომებით საგანმანათლებლო სივრცეში, მაგალითად, თავისუფალი, ანალიტიკური აზროვნების განვითარება მოსწავლეებში. მანამდე არსებული ცოდნის გამოყენებით, ახლის გაგება და გააზრება, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სკოლები არ არის აღჭურვილი არანაირი რესურსით, ნორმალური ინტერნეტიც კი არ მიეწოდება სკოლებს, ფაქტობრივად, მასწავლებლებს ცარიელი ხელებით გვიწევს მუშაობა. ჩემი ხელფასის გარკვეული ნაწილი აქტივობებისთვის საჭირო მასალების შეძენაში იხარჯება. ელექტრონული ტექნოლოგიების ცოდნა და ინტერნეტი სრულყოფილს ხდიდა ჩემს გაკვეთილებს, ცოცხალ საგაკვეთილო პროცესში კი მასწავლებელს შევადარებდი უთოფო მეთოფეს.

მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს ბატონ თენგიზ გულორდავას, რომელიც უსაზღვროდ არის შეყვარებული თავის სკოლაზე. სწორედ მან გამომიცხადა ნდობა და ვფიქრობ, გავამართლე კიდეც. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მოსწავლეების და მშობლების უკუკავშირი.

ფოტოები: ქეთი შარაშენიძე

"ვაჟის ტრაგედიამ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა, წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან" - რას იხსებებს მაია ორჯონიკიძე დოჩანაშვილზე?

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი