ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენს ნათქვამს იზიარებს, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ამის შესახებ მან ლიეტუვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ, ეს ასეა. ვხედავ მრავალ ნიშანს, რომელიც აშკარად ცხადყოფს ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების, ქვეყნების თვითგამორკვევის უფლებებისა და მეზობლის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას, რომელსაც ბოლო პერიოდია კრემლი საკმაოდ დემონსტრაციულად ახორციელებს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 17 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია.