სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდზე Transfermarkt.com კვარაცხელია, ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში 1-ელ ადგილზეა
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდზე Transfermarkt.com კვარაცხელია, ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში 1-ელ ადგილზეა

გუ­შინ, 28 მარტს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბამ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა.

შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თველ­მა "ვუნ­დერ­კინდმა" თავი გო­ლი­თა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრიბ­ლინ­გე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა.

კარ­გი მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გერ­მა­ნულ­მა პო­პუ­ლა­რულ­მა სა­იტ­მა transfermarkt-მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტრანსფე­რე­ბის ვებ-გვერ­დია, 24 სა­ათ­ში ყვე­ლა­ზე ნახ­ვად ფეხ­ბურ­თლებს შო­რის მე-2 ად­გი­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­ა­ნი­ჭა, თუმ­ცა კვა­რა­ცხე­ლია უკვე პირ­ველ ად­გილ­ზე გა­და­ვი­და.

მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლებს ერ­ლინგ ჰო­ლა­ნი და კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ იკა­ვე­ბენ.

ვებ-გვერ­დი კვა­რა­ცხე­ლი­ას 10 მი­ლი­ონ ევ­როდ აფა­სებს, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფა­სე­ბი ბო­ლოს გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ნახ­ლდა. სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი დიდი ხა­ნია წე­რენ, რომ ხვი­ჩას შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ყა­ზა­ნის "რუ­ბინ­ში" თა­მა­შობს, ტოპ კლა­სის ევ­რო­პუ­ლი ლი­გე­ბის კლუ­ბებს სურთ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ფეხ­ბურთში ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხდა. მატ­ჩი სტუმ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ან­გა­რი­შით 1:2 დას­რულ­და.

თა­მა­შის პირ­ვე­ლი გოლი ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნა. შემ­დეგ ეს­პა­ნე­ლებ­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს, მატ­ჩის ბოლო წუ­თებ­ზე კი მას­პინ­ძლე­ბის კარ­ში კი­დევ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნეს. თა­მა­შის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ფეხ­ბურ­თის ეს­პა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით კომ­პლი­მენ­ტებს არ იშუ­რებ­დნენ. მატჩს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეს­პა­ნუ­რი მე­დი­აც.

რო­გორც "ელ მუნ­დომ" და­წე­რა: "სა­ქარ­თვე­ლო ისე იცავ­და თავს, რო­გორც სა­ბერ­ძნე­თი, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ, რო­დე­საც ბურთს ჩა­იგ­დებ­დნენ ხელ­ში, რაც სუ­ლაც არ ხდე­ბო­და იშ­ვი­ა­თად, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო კონ­ტრშე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. თით­ქმის ყო­ველ­თვის მარ­ცხე­ნა ფლანგზე კვა­რა­ცხე­ლია იყო, 20 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც რუ­სულ „რუ­ბინ­ში“ თა­მა­შობს, მაგ­რამ მალე ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე დიდ კლუბ­ში ვი­ხი­ლავთ. ის აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს, რაც სურ­და, რო­გორც სურ­და და რო­დე­საც სურ­და. ეს ბიჭი ნამ­დვი­ლი სხი­ვია, ყო­ველ­თვის მიკ­რუ­ლი აქვს ბურ­თი ფეხ­ზე, ყო­ველ­თვის მყა­რად დგას ფეხ­ზე. ასე რომ, მთე­ლი პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ეს­პა­ნე­თი ქარ­თულ კე­დელს ეჯა­ხე­ბო­და და სა­კუ­თარ კარ­თან ცუდ დღე­ში ვარ­დე­ბო­და".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისი
20

დროა კვარა უკეთესს გუნდში გადავიდეს. დორტმუნდი ლაიგციგი რომა სევილია ლიონი ლესტერი ევერტონი არსენალი . აი ევროპა ლიგის ფლეიოფების დონის გუნდში რაა და ერთ ორ წელში უკვე ტოპ გრანდში . იმედია აიხდენს კვარა ოცნებას და მალე რეალის მაისურში ვიხილავთ 

ALIKO
30

კაი კაცო ერთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდზე Transfermarkt.com კვარაცხელია, ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში 1-ელ ადგილზეა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდზე Transfermarkt.com კვარაცხელია, ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში 1-ელ ადგილზეა

გუშინ, 28 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესებამ მკვეთრად მოიმატა.

შეგახსენებთ, ქართველმა "ვუნდერკინდმა" თავი გოლითა და შესანიშნავი დრიბლინგებით გამოიჩინა.

კარგი მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულმა პოპულარულმა საიტმა transfermarkt-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდია, 24 საათში ყველაზე ნახვად ფეხბურთლებს შორის მე-2 ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას მიანიჭა, თუმცა კვარაცხელია უკვე პირველ ადგილზე გადავიდა.

მეორე და მესამე ადგილებს ერლინგ ჰოლანი და კრიშტიანუ რონალდუ იკავებენ.

ვებ-გვერდი კვარაცხელიას 10 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ფეხბურთელების ფასები ბოლოს გასული წლის დეკემბერში განახლდა. სპორტული გამოცემები დიდი ხანია წერენ, რომ ხვიჩას შეძენა, რომელიც ამჟამად ყაზანის "რუბინში" თამაშობს, ტოპ კლასის ევროპული ლიგების კლუბებს სურთ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ესპანეთთან დამარცხდა. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა.

თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ გაიტანა. შემდეგ ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის ბოლო წუთებზე კი მასპინძლების კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთის ესპანელი გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელების მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. მატჩს გამოეხმაურა ესპანური მედიაც.

როგორც "ელ მუნდომ" დაწერა: "საქართველო ისე იცავდა თავს, როგორც საბერძნეთი, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ, როდესაც ბურთს ჩაიგდებდნენ ხელში, რაც სულაც არ ხდებოდა იშვიათად, ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. თითქმის ყოველთვის მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია იყო, 20 წლის ბიჭი, რომელიც რუსულ „რუბინში“ თამაშობს, მაგრამ მალე ევროპის რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა, როგორც სურდა და როდესაც სურდა. ეს ბიჭი ნამდვილი სხივია, ყოველთვის მიკრული აქვს ბურთი ფეხზე, ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ასე რომ, მთელი პირველი ტაიმი ესპანეთი ქართულ კედელს ეჯახებოდა და საკუთარ კართან ცუდ დღეში ვარდებოდა".

"ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა...სიყვარულია ის, რაზეც დგას ქვეყანა" - ინტერვიუ კახი კავსაძესთან არქივიდან

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე გარდაიცვალა

"გიდასტურებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეა... საქმე სერიოზულადაა" - რას ამბობს ხვიჩა კავარცხელიას მამა შვილის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე