სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაიზარდა საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა და როგორ შეიძლება ამ სფეროში წარმატების მიღწევა
რატომ გაიზარდა საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა და როგორ შეიძლება ამ სფეროში წარმატების მიღწევა

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მო­თხოვ­ნა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ი­ზარ­და. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­აა, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უნდა გა­ერ­თოთ, რომ­ლე­ბიც ამავდრო­უ­ლად მათს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უ­წყობ­და ხელს.

რო­გორც გა­მომ­ცე­მელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი უგო სეტ­ცე­რი აღ­ნიშ­ნავს, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი­თხვის ბუმი მოჰ­ყვა: „წიგ­ნი და კი­თხვა არამ­ხო­ლოდ ოთხი კედ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, არა­მედ იმის გა­აზ­რე­ბის იდე­ა­ლუ­რი გზაც, თუ რო­გორ ვძლი­ოთ პრობ­ლე­მებს, რათა მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გახ­დეს,“ - აღ­ნიშ­ნავს უგო სეტ­ცე­რი.

ზო­გა­დად წიგ­ნებ­ზე და კერ­ძოდ, სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის პე­რი­ოდ­ში სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა, მოს­წავ­ლე­ე­ბი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ამას და­ერ­თო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ნი­ის არ­ქო­ნით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა მშობ­ლე­ბის ნა­წილ­მა სწო­რედ სა­ბავ­შო ლი­ტე­რა­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით სცა­და. თუმ­ცა ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა ამო­უ­წუ­რა­ვი ნამ­დვი­ლად არ არის და მუდ­მი­ვად სა­ჭი­რო­ებს ახა­ლი ავ­ტო­რე­ბით, ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით გამ­დიდ­რე­ბას.

იმი­სათ­ვის, რომ პა­ტა­რე­ბი მათ­თვის შექ­მნილ ახალ სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ეც­ნონ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს იწყებს - „გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“. კონ­კურ­სი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ქარ­თვე­ლი სა­ბავ­შვო მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაა.

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გვან­ცა ასა­თი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი ნი­ჭი­ერ მწერ­ლებს აღ­მო­ა­ჩენს და მათს შე­მოქ­მე­დე­ბას პა­ტა­რა მკი­თხვე­ლებს გა­აც­ნობს:

„გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ 2017 წლი­დან ატა­რებს კონ­კურსს „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბი გა­მო­ი­ცა. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა წიგ­ნე­ბი დღემ­დე ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან. იმი­სათ­ვის, რომ წა­ვა­ხა­ლი­სოთ ჩვე­ნი მწერ­ლე­ბი, შექ­მნან სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, წელს პირ­ვე­ლად და­ვა­ა­ნონ­სეთ „სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ კონ­კურ­სი. ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა ამ­გვა­რად ზრუ­ნავს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. გვსურს, ბავ­შვებს ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ვაც­ნოთ, რომ­ლე­ბიც ისე­თი­ვე საყ­ვარ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან მათ­თვის, რო­გო­რიც არის პეპი, კარლ­სო­ნი და სხვა,“ - აღ­ნიშ­ნავს გვან­ცა ასა­თი­ა­ნი.

კონ­კურ­სში „გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა უკვე და­ი­წყო და 15 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ჟან­რი და თე­მა­ტი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლია. მი­ი­ღე­ბა რო­გორც სა­ბავ­შვო პრო­ზა, ასე­ვე პო­ე­ზია და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი (იგუ­ლის­ხმე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სწავ­ლა­ში. მაგ.: სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი, შე­მეც­ნე­ბი­თი ბა­რა­თე­ბი და ა.შ.) სამი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის­თვის: 0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.

პირ­ველ ეტაპ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა და თქვე­ნი სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რის გაგ­ზავ­ნა. კონ­კურ­სის წე­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით იხი­ლეთ აქ.

„გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ არის უნი­კა­ლუ­რი შან­სი მათ­თვის, ვინც ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ან პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს სამ­წერ­ლო­ბო ას­პა­რეზ­ზე.

  • რო­გორ გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი?

ნა­წარ­მო­ე­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან და 15 მა­ისს 20 კონ­კურ­სანტს გა­მო­ავ­ლე­ნენ, რომ­ლებ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ 15 ივ­ნი­სამ­დე თა­ვი­ანთ პრო­ექ­ტებ­ზე იმუ­შა­ონ.

15 ივ­ლისს ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბი­სა (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) და მი­მარ­თუ­ლე­ბის (პო­ე­ზია, პრო­ზა, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი) მი­ხედ­ვით 6 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და 15 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

რატომ გაიზარდა საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა და როგორ შეიძლება ამ სფეროში წარმატების მიღწევა

რატომ გაიზარდა საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა და როგორ შეიძლება ამ სფეროში წარმატების მიღწევა

ერთი წლის განმავლობაში საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი პანდემიის პირველი ტალღის დროს გამოცხადებული თვითიზოლაციაა, როდესაც მშობლები მიხვდნენ, რომ სახლში დარჩენილი ბავშვები ისეთი საშუალებებით უნდა გაერთოთ, რომლებიც ამავდროულად მათს ინტელექტუალურ განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.

როგორც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი უგო სეტცერი აღნიშნავს, თვითიზოლაციას მთელ მსოფლიოში კითხვის ბუმი მოჰყვა: „წიგნი და კითხვა არამხოლოდ ოთხი კედლისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა, არამედ იმის გააზრების იდეალური გზაც, თუ როგორ ვძლიოთ პრობლემებს, რათა მომავალში ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს,“ - აღნიშნავს უგო სეტცერი.

ზოგადად წიგნებზე და კერძოდ, საბავშვო ლიტერატურაზე, მოთხოვნა გაიზარდა საქართველოშიც. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში სკოლები დაიხურა, მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ. ამას დაერთო ფსიქოლოგიური პრობლები, რომლებიც მეგობრებთან და მასწავლებლებთან პირდაპირი კომუნიკანიის არქონით იყო გამოწვეული. ამ პრობლემასთან გამკლავება მშობლების ნაწილმა სწორედ საბავშო ლიტერატურის დახმარებით სცადა. თუმცა ქართული საბავშვო ლიტერატურა ამოუწურავი ნამდვილად არ არის და მუდმივად საჭიროებს ახალი ავტორებით, ახალი ნაწარმოებებით გამდიდრებას.

იმისათვის, რომ პატარები მათთვის შექმნილ ახალ საბავშვო ლიტერატურას გაეცნონ, გამომცემლობა „პალიტრა L“ ახალ ლიტერატურულ კონკურსს იწყებს - „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“. კონკურსი მიზანი ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების წახალისებაა.

როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი გვანცა ასათიანი აღნიშნავს, ლიტერატურული კონკურსი ნიჭიერ მწერლებს აღმოაჩენს და მათს შემოქმედებას პატარა მკითხველებს გააცნობს:

„გამომცემლობა „პალიტრა L“ 2017 წლიდან ატარებს კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“. ამ დროის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი ავტორი და საინტერესო ნაწარმოები გამოიცა. გამარჯვებულთა წიგნები დღემდე ბესტსელერები არიან. იმისათვის, რომ წავახალისოთ ჩვენი მწერლები, შექმნან საბავშვო ლიტერატურა, წელს პირველად დავაანონსეთ „საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ კონკურსი. ჩვენი გამომცემლობა ამგვარად ზრუნავს თანამედროვე ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურის გაძლიერებაზე. გვსურს, ბავშვებს ახალი პერსონაჟები გავაცნოთ, რომლებიც ისეთივე საყვარლები გახდებიან მათთვის, როგორიც არის პეპი, კარლსონი და სხვა,“ - აღნიშნავს გვანცა ასათიანი.

კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ლიტერატურული კონკურსის ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. მიიღება როგორც საბავშვო პროზა, ასევე პოეზია და ინოვაციური პროექტები (იგულისხმება ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს განვითარებასა და სწავლაში. მაგ.: სამაგიდო თამაშები, შემეცნებითი ბარათები და ა.შ.) სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის: 0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.

პირველ ეტაპზე აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და თქვენი საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერის გაგზავნა. კონკურსის წესები და პირობები დაწვრილებით იხილეთ აქ.

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ არის უნიკალური შანსი მათთვის, ვინც ჯერ არ გამოჩენილა ან პირველ ნაბიჯებს დგამს სამწერლობო ასპარეზზე.

  • როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

ნაწარმოებებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები გაეცნობიან და 15 მაისს 20 კონკურსანტს გამოავლენენ, რომლებსაც საშუალება ექნებათ 15 ივნისამდე თავიანთ პროექტებზე იმუშაონ.

15 ივლისს ასაკობრივი კატეგორიებისა (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) და მიმართულების (პოეზია, პროზა, ინოვაციური პროექტი) მიხედვით 6 გამარჯვებული გამოვლინდება.

შეგახსენებთ, განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 15 აპრილამდე გაგრძელდება.

გაიარე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ ვან გოგის შემოქმედებას

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად