კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები
"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბით ქა­ლებ­თან, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბით. გარ­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, ჯონ­სო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მას ექ­ვსი შვი­ლი ჰყავს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბოლო დღე­ე­ბია ბრი­ტა­ნუ­ლი ტაბ­ლო­ი­დე­ბის სტა­ტი­ე­ბის მთა­ვა­რი თე­მაა. ჯონ­სონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა "დე­ი­ლი მი­რორს“ სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ამე­რი­კელ­მა ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა, ჯე­ნი­ფერ არ­კუ­რიმ. მან ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა, თქვა, რომ ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი მა­შინ ჰქონ­დათ, როცა ჯონ­სო­ნი ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო. მან­ვე ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერს მხდა­ლი უწო­და.

ჯე­ნი­ფერ არ­კუ­რი ამ­ბობს, რომ ჯონ­სონ­თან 4-წლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და 2012-2016 წლებ­ში. მათი რო­მან­ტი­კუ­ლი ის­ტო­რია ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, როცა ბო­რის ჯონ­სო­ნი მა­რი­ნა ვი­ლერ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. არ­კუ­რი ამ­ბობს, რომ წყვილს შო­რის გაჩ­ნდა "ფი­ზი­კუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა.“

ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად 2011 წელს შეხ­ვდნენ, მა­შინ ჯე­ნი­ფე­რი სტუ­დენ­ტი იყო, ხოლო ბო­რის ჯონ­სონს ლონ­დო­ნის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო იუ­რისტ მა­რი­ნა ვი­ლერ­ზე, რო­მელ­თა­ნაც პრე­მი­ერს ოთხი შვი­ლი ჰყავს.

"ჩვენ ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვი­ყა­ვით ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე ის მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ის არ აღ­მოჩ­ნდა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­გორ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ვიც­ნობ­დი“, - ამ­ბობს ქალი "დე­ი­ლი მი­რორ­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მათი მე­ო­რე შეხ­ვედ­რა 2012 წელს შედ­გა, ამ პე­რი­ოდ­ში ჯე­ნი­ფერ არ­კუ­რი სა­კუ­თა­რი ნე­ბით იყო ჩარ­თუ­ლი ბო­რის ჯონ­სო­ნის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რას იწყე­ბენ. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად მი­მო­წე­რა საქ­მი­ა­ნი იყო და ჯონ­სო­ნი ქა­ლის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს არ იჩენ­და, სა­ნამ 2012 წლის მა­ის­ში პრი­ვა­ტულ გა­რე­მო­ში, ბარ­ში არ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. ქალი იხ­სე­ნებს, რომ ბო­რის ჯონ­სონ­მა მას სთხო­ვა ლუდ­ზე და­ე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა, რის გა­მოც არ­კუ­რი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. "ვფიქ­რობ­დი, მე სტუ­დენ­ტი ვარ და მე უნდა გი­ყი­დო ლუდი? გრცხვე­ნო­დეს.“

ამის შემ­დეგ ისი­ნი კვლავ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, რის შემ­დე­გაც, ჯე­ნი­ფე­რის თქმით, ჯონ­სონ­მა მას უთხრა - "მე შენ­თან შეხ­ვედ­რე­ბი მსურს, შენ ერ­თა­დერ­თი ამე­რი­კე­ლი ხარ, ვი­სი­თაც ასე ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი.“ გარ­და ამი­სა, ქალი იხ­სე­ნებს, რომ ბო­რის ჯონ­სონ­მა სცა­და მის­თვის ქუ­ჩა­ში ეკოც­ნა. "ეს ჩემი ქა­ლა­ქია და არ მა­დარ­დებს, - მი­თხრა მან“, - იხ­სე­ნებს ჯე­ნი­ფე­რი.

არ­კუ­რი იხ­სე­ნებს, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ოც­რად რო­მან­ტი­კუ­ლი იყო, ერ­თმა­ნეთს შექ­სპი­რის სო­ნე­ტებს უკი­თხავ­დნენ, ქალი მას შექ­სპი­რის ინ­ტი­მურ ფო­ტო­ებს უგ­ზავ­ნი­და. 2016 წელს წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცივ­და. ჯე­ნი­ფე­რი ამ­ბობს, რომ ბო­რის ჯონ­სო­ნი ძა­ლი­ან მში­შა­რა ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც აღარ ისურ­ვა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

"უდი­დე­სი ლი­დე­რი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, მა­მა­ცი - არ­ცერთ ამ სი­ტყვას არ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი ბო­რის ჯონ­სო­ნის აღ­სა­წე­რად“, - ამ­ბობს ქალი.

ბო­რის ჯონ­სო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პარტნი­ო­რი

ცნო­ბის­თვის, 2019 წლი­დან ბო­რის ჯონ­სო­ნი კერი სა­ი­მონდსთან ერ­თად ცხოვ­რობს. 2020 წელს წყვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო. 2020 წლის 29 აპ­რილს მათ ვაჟი, ნი­კო­ლას ჯონ­სო­ნი შე­ე­ძი­ნათ და ამ დრომ­დე ერ­თად ჰარ­მო­ნი­უ­ლად ცხოვ­რო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერი
2

ჯონსონი კაცი არ არის?

Jeje
0

Va es ra kazavova yofila? :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ცნობილია თავისი ხანმოკლე ურთიერთობით ქალებთან, გახმაურებული სასიყვარულო კავშირებით. გარდა არაოფიციალური რომანტიკული ურთიერთობებისა, ჯონსონი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ექვსი შვილი ჰყავს.

პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებია ბრიტანული ტაბლოიდების სტატიების მთავარი თემაა. ჯონსონთან ურთიერთობის შესახებ გამოცემა "დეილი მირორს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა ამერიკელმა ბიზნესვუმენმა, ჯენიფერ არკურიმ. მან ბრიტანეთის პრემიერთან სასიყვარულო ურთიერთობაზე ისაუბრა, თქვა, რომ ინტიმური კავშირი მაშინ ჰქონდათ, როცა ჯონსონი ქორწინებაში იყო. მანვე ბრიტანეთის პრემიერს მხდალი უწოდა.

ჯენიფერ არკური ამბობს, რომ ჯონსონთან 4-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა 2012-2016 წლებში. მათი რომანტიკული ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბორის ჯონსონი მარინა ვილერზე იყო დაქორწინებული. არკური ამბობს, რომ წყვილს შორის გაჩნდა "ფიზიკური და ინტელექტუალური მიზიდულობა.“

ერთმანეთს პირველად 2011 წელს შეხვდნენ, მაშინ ჯენიფერი სტუდენტი იყო, ხოლო ბორის ჯონსონს ლონდონის მერის თანამდებობა ეკავა და დაქორწინებული იყო იურისტ მარინა ვილერზე, რომელთანაც პრემიერს ოთხი შვილი ჰყავს.

"ჩვენ ინტიმურ ურთიერთობაში ვიყავით ოთხი წლის განმავლობაში. მე ის მიყვარდა, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, როგორსაც თავდაპირველად ვიცნობდი“, - ამბობს ქალი "დეილი მირორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მათი მეორე შეხვედრა 2012 წელს შედგა, ამ პერიოდში ჯენიფერ არკური საკუთარი ნებით იყო ჩართული ბორის ჯონსონის საარჩევნო კამპანიაში. ამ პერიოდში ისინი ერთმანეთთან სატელეფონო მიმოწერას იწყებენ. თუმცა თავდაპირველად მიმოწერა საქმიანი იყო და ჯონსონი ქალის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა, სანამ 2012 წლის მაისში პრივატულ გარემოში, ბარში არ შეხვდნენ ერთმანეთს. ქალი იხსენებს, რომ ბორის ჯონსონმა მას სთხოვა ლუდზე დაეპატიჟებინა, რის გამოც არკური გაკვირვებული იყო. "ვფიქრობდი, მე სტუდენტი ვარ და მე უნდა გიყიდო ლუდი? გრცხვენოდეს.“

ამის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც, ჯენიფერის თქმით, ჯონსონმა მას უთხრა - "მე შენთან შეხვედრები მსურს, შენ ერთადერთი ამერიკელი ხარ, ვისითაც ასე ვარ გატაცებული.“ გარდა ამისა, ქალი იხსენებს, რომ ბორის ჯონსონმა სცადა მისთვის ქუჩაში ეკოცნა. "ეს ჩემი ქალაქია და არ მადარდებს, - მითხრა მან“, - იხსენებს ჯენიფერი.

არკური იხსენებს, რომ მათი ურთიერთობა საოცრად რომანტიკული იყო, ერთმანეთს შექსპირის სონეტებს უკითხავდნენ, ქალი მას შექსპირის ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა. 2016 წელს წყვილის ურთიერთობა გაცივდა. ჯენიფერი ამბობს, რომ ბორის ჯონსონი ძალიან მშიშარა ადამიანი აღმოჩნდა, რადგანაც აღარ ისურვა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.

"უდიდესი ლიდერი, ქარიზმატული, მამაცი - არცერთ ამ სიტყვას არ გამოვიყენებდი ბორის ჯონსონის აღსაწერად“, - ამბობს ქალი.

ბორის ჯონსონის ამჟამინდელი პარტნიორი

ცნობისთვის, 2019 წლიდან ბორის ჯონსონი კერი საიმონდსთან ერთად ცხოვრობს. 2020 წელს წყვილმა საზოგადოებას ნიშნობის შესახებ ამცნო. 2020 წლის 29 აპრილს მათ ვაჟი, ნიკოლას ჯონსონი შეეძინათ და ამ დრომდე ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ.

ბორის ჯონსონი საიდუმლოდ დაქორწინდა - წყვილი ქორწილს მომდევნო ზაფხულს გადაიხდის (ფოტო)

ქეით მიდლტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"ობოლი ბავშვები მაღაროებსა და ფერმებში საკუთარი სურვილით მუშაობენ" - ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო (ფოტოები)