საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ აპ­რილ-ივ­ნი­სის ნო­მე­რი #2 (119), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • სად მოხ­და დიდ­გო­რის ბრძო­ლა / ად­გი­ლის და­ზუს­ტე­ბის­თვის

დიდ­გო­რის ბრძო­ლა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღემ­დე არ წყდე­ბა კა­მა­თი, სად მოხ­და ბრძო­ლა და რო­გორ წა­რი­მარ­თა იგი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ბრძო­ლას და­ვი­თის მე­მა­ტი­ა­ნე სულ რა­ღაც 500 სი­ტყვას უთ­მობს და ეს ტექ­სტიც ზო­გა­დი ფრა­ზე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნა­დაც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მე­მა­ტი­ა­ნე იმა­საც კი არ აღ­ნიშ­ნავს, სად მდე­ბა­რე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­თა მთა­ვა­რი ეპი­ცენ­ტრი.

ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში არ­სე­ბობს ძი­რი­თა­დად სამი მო­საზ­რე­ბა:

1. ბრძო­ლა მოხ­და სო­ფელ დიღ­მის ზე­მოთ არ­სე­ბულ ველ­ზე;

2. ილ-ღაზი და­ვით­მა და­ა­მარ­ცხა ნიჩ­ბი­სის ხე­ვის სა­თა­ვე­ებ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი მე­მო­რი­ა­ლის მი­და­მო­ებ­ში;

3. ქარ­თვე­ლე­ბი მტერს თავს და­ესხნენ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მარ­ში­რე­ბი­სას, ასე­ვე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთელ კო­ლო­ნას მან­გლი­სამ­დე.

და­ვი­თის ის­ტო­რი­კო­სის გარ­და, ბრძო­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი და­ცუ­ლი აქვს: გო­ტიე კან­ცლერს, მათე ურ­ჰა­ელს, ალ-ფა­რიკს, ქე­მალ ად-დინს, იბნ ალ-ასირს, სა­მუ­ელ ანელს, სმბატ სპა­რა­პეტს, მხი­თარ აი­რი­ვა­ნელს, ვარ­დან­სა და სხვებს. ჩა­მოთ­ვლილ მე­მა­ტი­ა­ნე­თა­გან მხო­ლოდ ერთი - ალ-ფა­რი­კი იმ­ყო­ფე­ბო­და დიდ­გო­რის ბრძო­ლის ად­გი­ლას. და­ნარ­ჩე­ნე­ბი გად­მო­ცე­მულ ამ­ბებს ახ­მო­ვა­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა არაბ მე­მა­ტი­ა­ნეს, მან თა­ვი­სი თვა­ლით და­ათ­ვა­ლი­ე­რა დიდ­გო­რის მი­და­მო­ე­ბი და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თველ თან­მხლებ პირ­თა წყა­ლო­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა. ალ-ფა­რი­კის ცნო­ბა შე­უც­ვლე­ლია, რად­გა­ნაც იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რობ­და დიდ­გო­რის ბრძო­ლი­დან სულ რა­ღაც 33 წლის შემ­დეგ და ამ დროს ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვ­და “ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლის” ამ­ბე­ბი. მე­ტიც, ამ მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯე­რაც ცო­ცხა­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ... თა­ვად ალ-ფა­რი­კის მო­ნა­თხრო­ბი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ორი დე­ტა­ლი: 1. და­ვი­თი “და­ეშ­ვა მათ წი­ნა­აღ­მდეგ ამ მთი­დან მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი მთის ძირ­ში იყ­ვნე­ნო”. 2. “მე ვნა­ხე ამ ბრძო­ლის ველი, რო­დე­საც ჩა­ვე­დი თბი­ლის­შიო”. რო­გორც ვხე­დავთ, ბრძო­ლა მომ­ხდა­რა მთის ძირ­ში არ­სე­ბულ ველ­ზე. ალ-ფა­რი­კი ახ­სე­ნებს ველს - არა მთას, ხე­ო­ბას, ვიწ­რობს, არა­მედ ველს, რო­მე­ლიც მთის ძირ­შია გაშ­ლი­ლი და თა­ნაც ისე, რომ ამ მთი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ანუ დაშ­ვე­ბა და მტერ­ზე თავ­დას­ხმა.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც წარ­მო­ი­შო­ბა დიდ­გო­რის ბრძო­ლის ად­გი­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­სას, არის ის, თუ სად უნდა ვე­ძი­ოთ დიდ­გო­რის ველი. მე­ო­რე, ასე­ვე მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი უნდა იყოს ის დე­ტა­ლი, თუ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში რა ად­გილს უწო­დებ­დნენ დიდ­გო­რის მთას და იყო თუ არა ამ მი­და­მო­ებ­ში ველი...

  • ვირ­ჯი­ლიო კორ­ბო და სა­ქარ­თვე­ლო

წმინ­და მი­წა­ზე მოღ­ვა­წე იტა­ლი­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გის, ვირ­ჯი­ლიო კორ­ბოს (1918-1991) სა­ხე­ლი ად­რი­დან­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში - გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-50-იანი წლე­ბის მიჯ­ნა­ზე მის მიერ ბირ ელ-ქუ­ტში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­ნამ­დე უც­ნო­ბი ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის წყა­ლო­ბით. ყვე­ლა ქარ­თველ მეც­ნი­ერს, ვი­საც კი მას შემ­დეგ თა­ვის ნაშ­რო­მებ­ში სა­ზო­გა­დოდ მა­ინც გა­ნუ­ხი­ლავს წმინ­და მი­წა­ზე ად­რე­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბა, პეტ­რე იბე­რის მოღ­ვა­წე­ო­ბა ან ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რია, აღ­ნიშ­ვნის გა­რე­შე არ და­უ­ტო­ვე­ბია ვირ­ჯი­ლიო კორ­ბოს დამ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე.

ვირ­ჯი­ლიო კორ­ბოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კა­რი­ე­რა ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვია. მან სა­მარ­თლი­ა­ნად მო­იხ­ვე­ჭა წმინ­და მი­წის უბად­ლო არ­ქე­ო­ლო­გის სა­ხე­ლი. მი­ღე­ბუ­ლი აზ­რით, ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს იმის გა­მე­ო­რე­ბას, რისი გა­კე­თე­ბაც მან შეძ­ლო: რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ყვე­ლა­ზე მეტი ობი­ექ­ტი გა­თხა­რა წმინ­და მი­წა­ზე, თა­ნაც ეს გა­ა­კე­თა შე­სა­ნიშ­ნა­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირ­ჯი­ლიო კორ­ბოს სა­ხე­ლი იმა­ზე უფრო ადრე გახ­და ცნო­ბი­ლი, ვიდ­რე ის წმინ­და მი­წის აღი­ა­რე­ბუ­ლი მკვლევ­რის სა­ხელს მო­იხ­ვეჭ­და. საქ­მე ის არის, რომ მას წი­ლად ხვდა ბეთ­ლე­მის სი­ახ­ლო­ვეს, ბირ ელ-ქუ­ტის გო­რაკ­ზე წმინ­და თე­ო­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის ნაშ­თე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პა­ტი­ვი. ფრან­ცის­კა­ნე­ლი არ­ქე­ო­ლო­გის მიერ ნა­პოვნ არ­ტე­ფაქ­ტებს შო­რის იყო ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბიც. იმ დრო­ის­თვის ეს ქარ­თულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბის უძ­ვე­ლე­სი ნი­მუ­შე­ბი იყო, რო­მე­ლიც კი მა­ნამ­დე წმინ­და მი­წის ძეგ­ლებ­ზე აღ­მო­ე­ჩი­ნათ. მე­ტიც, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ოთხი წარ­წე­რი­დან ორი, სულ მცი­რე, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნით მა­ინც უს­წრებ­და სა­კუთ­რივ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ჟა­მად ცნო­ბილ ყვე­ლა­ზე ძველ ეპიგ­რა­ფი­კულ ძეგლს - ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის სამ­შე­ნებ­ლო წარ­წე­რას. აღ­მო­ჩე­ნის დრო იღ­ბლი­ა­ნად და­ემ­თხვა ფსევ­დო­დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი­სა და პეტ­რე იბე­რის იგი­ვე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე ე.წ. ნუ­ცუ­ბი­ძე-ჰო­ნიგ­მა­ნის თე­ო­რი­ის დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მოს­ვლას. ვირ­ჯი­ლიო კორ­ბოს მიერ ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­პოვნ წარ­წე­რებ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უმალ ამო­იც­ნეს პეტ­რე იბე­რი­სა და მისი უახ­ლო­ე­სი წი­ნაპ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი...

ობი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გამო, თა­ვად ვირ­ჯი­ლიო კორ­ბოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უშუ­ა­ლო კავ­შირ­მა არ მო­უ­წია. იმ დროს გარ­და­იც­ვა­ლა, როცა სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის­კენ უკა­ნას­კნელ ნა­ბი­ჯებს დგამ­და. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ერთი ღირ­სსახ­სო­ვა­რი ეპი­ზო­დი მოხ­და: 1987 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, იე­რუ­სა­ლიმ­ში მომ­ლოც­ვე­ლო­ბი­თი სტუმ­რო­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ წმინ­და მი­წა­ზე ქარ­თუ­ლი სა­მო­ნას­ტრო ტრა­დი­ცი­ის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი წვლი­ლის­თვის ვირ­ჯი­ლიო კორ­ბოს გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის 1500 წლის­თა­ვი­სად­მი (1968 წ.) მი­ძღვნი­ლი სა­მახ­სოვ­რო მო­ნე­ტა. ეს ჯილ­დო მოწ­მო­ბა იყო იტა­ლი­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გის ღვაწ­ლი­სად­მი ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან გა­მო­ხა­ტუ­ლი გულ­წრფე­ლი მად­ლი­ე­რე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბი­სა.

  • ქარ­თვე­ლი მე­ცე­ნა­ტი ქალი და მისი ნა­ხა­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ის თავ­გა­და­სა­ვა­ლი

სუ­რა­თე­ბის კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თით­ქოს შემ­თხვე­ვით და­ი­წყო. პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტი ფრანც რუ­ბოს ტილო “გიმ­რის იე­რი­ში, აულ ღუ­ნი­ბის აღე­ბა” იყო. ამ ნა­ხა­ტით იმი­ტომ და­ინ­ტე­რეს­და, რომ გა­ახ­სენ­და მა­მის, მე­რაბ იაშ­ვი­ლის ნა­ამ­ბო­ბი, რო­გორ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ის იმამ შა­მი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ომში... ასე და­უ­გეგ­მა­ვად და­ი­წყო მან მხატ­ვრუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. მდი­და­რი კო­ლექ­ცი­ი­დან ცალ­კე გა­მოვ­ყოფ­დით ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს. აქ ნა­ხავთ გიგო გა­ბაშ­ვი­ლის, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის, ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის, უჩა ჯა­ფა­რი­ძის, ირაკ­ლი თო­ი­ძის, ნა­თე­ლა იან­ქოშ­ვი­ლის, კორ­ნე­ლი სა­ნა­ძი­სა და სხვა­თა ტი­ლო­ებს. გარ­და ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­სა, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში მრავ­ლად არის მსოფ­ლი­ოს გან­თქმულ ფერმ­წერ­თა ტი­ლო­ე­ბი, ჰი­პო­ლიტ რო­ბი­ა­რის, ივან აი­ვა­ზოვ­სკის, ივან კრამსკო­ი­სა და სხვა­თა ქმნი­ლე­ბე­ბი.

პირ­ვე­ლი დიდი შე­წი­რუ­ლო­ბა - 65 ტილო, ჯერ კი­დევ 1963 წელს, ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ თე­ლავს უსახ­სოვ­რა. შემ­დეგ კი, თით­ქმის ყო­ველ წელს, კო­ლექ­ცი­ის რა­ღაც ნა­წილს სწი­რავ­და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლო­ბის გა­ლე­რე­ას. 1977 წელს, რო­დე­საც სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა მისი სა­ხე­ლო­ბის სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რეა თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­წი­რუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა ნი­მუ­შე­ბის რი­ცხვმა ორასს მი­აღ­წია.

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს კარლ ფონ პი­ლო­ტის ტი­ლოს “ლუი XVII ტყვედ ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან”. XX სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბის ბო­ლოს ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი და მისი მე­უღ­ლე ოდე­სას ეს­ტუმრნენ. ამ დიდი სა­პორ­ტო ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სა­მი­კიტ­ნო­ში სტუმ­რებ­მა მა­გი­და­ზე გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტილო შე­ნიშ­ნეს. მათ მიმ­ტანს სთხო­ვეს, გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და­ეთ­მოთ ეს “გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი”. ამ­გვა­რად შე­ი­ძი­ნეს მათ ეს უნი­კა­ლუ­რი ტილო, რო­მე­ლიც მცი­რე რეს­ტავ­რა­ცი­ის შემ­დეგ, იაშ­ვი­ლის გა­ლე­რე­ის მშვე­ნე­ბა გახ­და. საფ­რან­გე­თის ტახ­ტის პა­ტა­რა მემ­კვიდ­რე შარლ ლუი, ლუი XVI-ისა და მა­რია-ან­ტუ­ა­ნე­ტას ძე გახ­ლდათ. მისი დედ-მამა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა გი­ლი­ო­ტი­ნა­ზე აიყ­ვა­ნეს, პრინ­ცი კი “გა­მო­სას­წო­რებ­ლად” ია­კო­ბი­ნელ მე­წა­ღე სი­მონს მი­ა­ბა­რეს... პა­ტა­რა შარლ ლუი კვლავ აღ­მოჩ­ნდა “და­ტყვე­ვე­ბუ­ლი” თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის გა­ლე­რე­ის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი რეს­ტავ­რა­ცია-გა­ნახ­ლე­ბის გამო. 2012-2018 წლებ­ში “ლუი XVII” და სხვა სუ­რა­თე­ბი თე­ლა­ვის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის სარ­დაფ­ში გა­მო­კე­ტეს. ამ­ჟა­მად მუ­ზე­უ­მი და გა­ლე­რეა სრულ­ფა­სოვ­ნად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მაგ­რამ ახალ გა­ლე­რე­ა­ში 200-დან მხო­ლოდ 60 მხატ­ვრუ­ლი ტი­ლოს ექ­სპო­ნი­რე­ბა მო­ხერ­ხდა...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. სი­მაგ­რე-სა­სახ­ლე ზე­ცა­ში
  • უახ­ლე­სი ის­ტო­რია. რა ხდე­ბო­და სტა­ლი­ნურ ეპო­ქა­ში? / ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დაც­ვის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ი­დან (1925-1975 წწ.) ნა­წი­ლი III
  • დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რი­ი­დან. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი / ან­კა­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გახ­სნის 100 წლის­თა­ვი
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. არ­სე­ბი­თი უზუს­ტო­ბა ვახ­ტანგ VI-ის პორ­ტრეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით
  • სი­ახ­ლე. ხუ­თტო­მე­უ­ლი “სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია - სა­კი­თხა­ვი წიგ­ნი ილუსტრა­ცი­ე­ბით”
  • ფო­ტო­ის­ტო­რია. მუ­სი­კის როლი პი­რუ­ტყვის ზრდის აჩ­ქა­რე­ბა­ში - ამე­რი­კუ­ლად
  • მო­ნარ­ქე­ბი. საფ­რან­გე­თის მეფე ლუი XIV (და­სას­რუ­ლი)
  • პერ­სო­ნა. გა­მო­თხო­ვე­ბა ტიმ სე­ვე­რინ­თან
  • იუ­ბი­ლა­რი. 100 წე­ლი­წა­დი, ანუ ერთი სა­უ­კუ­ნე ცოტა რო­დია, მაგ­რამ... / სი­მონ არ­ვე­ლა­ძე: “სიყ­ვა­რუ­ლია ამ ქვეყ­ნად მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი”...
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. მე­მარ­ცხე­ნე ესე­რე­ბის აჯან­ყე­ბა (ნა­წი­ლი I)
  • ეთ­ნოგ­რა­ფია. ლე­ლო­ბურ­თი - ლან­ჩხუ­თის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი / ლელო ლან­ჩხუ­თე­ლე­ბის­თვის იგი­ვეა, რაც ფეხ­ბურ­თი - ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის­თვის
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომერი #2 (119), რომელშიც წაიკითხავთ:

  • სად მოხდა დიდგორის ბრძოლა / ადგილის დაზუსტებისთვის

დიდგორის ბრძოლა თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, დღემდე არ წყდება კამათი, სად მოხდა ბრძოლა და როგორ წარიმართა იგი. ჩვენი ქვეყნის წარსულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლას დავითის მემატიანე სულ რაღაც 500 სიტყვას უთმობს და ეს ტექსტიც ზოგადი ფრაზებით არის გაჯერებული. რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მემატიანე იმასაც კი არ აღნიშნავს, სად მდებარეობდა საბრძოლო მოქმედებათა მთავარი ეპიცენტრი.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ძირითადად სამი მოსაზრება:

1. ბრძოლა მოხდა სოფელ დიღმის ზემოთ არსებულ ველზე;

2. ილ-ღაზი დავითმა დაამარცხა ნიჩბისის ხევის სათავეებთან, დაახლოებით დღევანდელი მემორიალის მიდამოებში;

3. ქართველები მტერს თავს დაესხნენ ვერეს ხეობაში მარშირებისას, ასევე, მოგვიანებით მთელ კოლონას მანგლისამდე.

დავითის ისტორიკოსის გარდა, ბრძოლის შესახებ ცნობები დაცული აქვს: გოტიე კანცლერს, მათე ურჰაელს, ალ-ფარიკს, ქემალ ად-დინს, იბნ ალ-ასირს, სამუელ ანელს, სმბატ სპარაპეტს, მხითარ აირივანელს, ვარდანსა და სხვებს. ჩამოთვლილ მემატიანეთაგან მხოლოდ ერთი - ალ-ფარიკი იმყოფებოდა დიდგორის ბრძოლის ადგილას. დანარჩენები გადმოცემულ ამბებს ახმოვანებენ. რაც შეეხება არაბ მემატიანეს, მან თავისი თვალით დაათვალიერა დიდგორის მიდამოები და, სავარაუდოდ, ქართველ თანმხლებ პირთა წყალობით საინტერესო მინიშნებები დაგვიტოვა. ალ-ფარიკის ცნობა შეუცვლელია, რადგანაც იგი საქართველოში მოგზაურობდა დიდგორის ბრძოლიდან სულ რაღაც 33 წლის შემდეგ და ამ დროს ყველას კარგად ახსოვდა “ძლევაი საკვირველის” ამბები. მეტიც, ამ მოვლენის მონაწილეთა უმრავლესობა ჯერაც ცოცხალი უნდა ყოფილიყვნენ... თავად ალ-ფარიკის მონათხრობიდან ძალიან საინტერესოა ორი დეტალი: 1. დავითი “დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენო”. 2. “მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედი თბილისშიო”. როგორც ვხედავთ, ბრძოლა მომხდარა მთის ძირში არსებულ ველზე. ალ-ფარიკი ახსენებს ველს - არა მთას, ხეობას, ვიწრობს, არამედ ველს, რომელიც მთის ძირშია გაშლილი და თანაც ისე, რომ ამ მთიდან შესაძლებელია სამხედრო მოქმედებების განხორციელება, ანუ დაშვება და მტერზე თავდასხმა.

ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც წარმოიშობა დიდგორის ბრძოლის ადგილის ლოკალიზაციისას, არის ის, თუ სად უნდა ვეძიოთ დიდგორის ველი. მეორე, ასევე მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის დეტალი, თუ შუა საუკუნეებში რა ადგილს უწოდებდნენ დიდგორის მთას და იყო თუ არა ამ მიდამოებში ველი...

  • ვირჯილიო კორბო და საქართველო

წმინდა მიწაზე მოღვაწე იტალიელი არქეოლოგის, ვირჯილიო კორბოს (1918-1991) სახელი ადრიდანვე გახდა ცნობილი საქართველოში - გასული საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე მის მიერ ბირ ელ-ქუტში აღმოჩენილი მანამდე უცნობი ქართული მონასტრის წყალობით. ყველა ქართველ მეცნიერს, ვისაც კი მას შემდეგ თავის ნაშრომებში საზოგადოდ მაინც განუხილავს წმინდა მიწაზე ადრეული ქართული სამონასტრო ცხოვრება, პეტრე იბერის მოღვაწეობა ან ქართული დამწერლობის ისტორია, აღნიშვნის გარეშე არ დაუტოვებია ვირჯილიო კორბოს დამსახურება ქართული კულტურის წინაშე.

ვირჯილიო კორბოს არქეოლოგიური კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავია. მან სამართლიანად მოიხვეჭა წმინდა მიწის უბადლო არქეოლოგის სახელი. მიღებული აზრით, ვერავინ ვერ შეძლებს იმის გამეორებას, რისი გაკეთებაც მან შეძლო: რაოდენობრივად ყველაზე მეტი ობიექტი გათხარა წმინდა მიწაზე, თანაც ეს გააკეთა შესანიშნავი აკადემიური ხარისხით.

საქართველოში ვირჯილიო კორბოს სახელი იმაზე უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე ის წმინდა მიწის აღიარებული მკვლევრის სახელს მოიხვეჭდა. საქმე ის არის, რომ მას წილად ხვდა ბეთლემის სიახლოვეს, ბირ ელ-ქუტის გორაკზე წმინდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტრის ნაშთების აღმოჩენის პატივი. ფრანცისკანელი არქეოლოგის მიერ ნაპოვნ არტეფაქტებს შორის იყო ქართული წარწერებიც. იმ დროისთვის ეს ქართულ ენაზე შესრულებული წარწერების უძველესი ნიმუშები იყო, რომელიც კი მანამდე წმინდა მიწის ძეგლებზე აღმოეჩინათ. მეტიც, აღმოჩენილი ოთხი წარწერიდან ორი, სულ მცირე, ნახევარი საუკუნით მაინც უსწრებდა საკუთრივ საქართველოში იმჟამად ცნობილ ყველაზე ძველ ეპიგრაფიკულ ძეგლს - ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერას. აღმოჩენის დრო იღბლიანად დაემთხვა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იგივეობის თაობაზე ე.წ. ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის დღის სინათლეზე გამოსვლას. ვირჯილიო კორბოს მიერ ქართული მონასტრის ტერიტორიაზე ნაპოვნ წარწერებში სპეციალისტებმა უმალ ამოიცნეს პეტრე იბერისა და მისი უახლოესი წინაპრების სახელები...

ობიექტურ მიზეზთა გამო, თავად ვირჯილიო კორბოს საქართველოსთან უშუალო კავშირმა არ მოუწია. იმ დროს გარდაიცვალა, როცა საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ უკანასკნელ ნაბიჯებს დგამდა. თუმცა, მანამდე ერთი ღირსსახსოვარი ეპიზოდი მოხდა: 1987 წლის ოქტომბერში, იერუსალიმში მომლოცველობითი სტუმრობის ფარგლებში საქართველოს ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო ტრადიციის შესწავლის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის ვირჯილიო კორბოს გადასცა საქართველოს გაქრისტიანების 1500 წლისთავისადმი (1968 წ.) მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა. ეს ჯილდო მოწმობა იყო იტალიელი არქეოლოგის ღვაწლისადმი ქართული მხარისგან გამოხატული გულწრფელი მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობისა.

  • ქართველი მეცენატი ქალი და მისი ნახატების კოლექციის თავგადასავალი

სურათების კოლექციის შეგროვება ქეთევან იაშვილმა თითქოს შემთხვევით დაიწყო. პირველი ნახატი ფრანც რუბოს ტილო “გიმრის იერიში, აულ ღუნიბის აღება” იყო. ამ ნახატით იმიტომ დაინტერესდა, რომ გაახსენდა მამის, მერაბ იაშვილის ნაამბობი, როგორ მონაწილეობდა ის იმამ შამილის წინააღმდეგ ომში... ასე დაუგეგმავად დაიწყო მან მხატვრული ტილოებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების შეგროვება. მდიდარი კოლექციიდან ცალკე გამოვყოფდით ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებს. აქ ნახავთ გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, უჩა ჯაფარიძის, ირაკლი თოიძის, ნათელა იანქოშვილის, კორნელი სანაძისა და სხვათა ტილოებს. გარდა ქართველი მხატვრებისა, ქეთევან იაშვილის კოლექციაში მრავლად არის მსოფლიოს განთქმულ ფერმწერთა ტილოები, ჰიპოლიტ რობიარის, ივან აივაზოვსკის, ივან კრამსკოისა და სხვათა ქმნილებები.

პირველი დიდი შეწირულობა - 65 ტილო, ჯერ კიდევ 1963 წელს, ქეთევან იაშვილმა მშობლიურ ქალაქ თელავს უსახსოვრა. შემდეგ კი, თითქმის ყოველ წელს, კოლექციის რაღაც ნაწილს სწირავდა საკუთარი სახელობის გალერეას. 1977 წელს, როდესაც საზეიმოდ გაიხსნა მისი სახელობის სურათების გალერეა თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე, შეწირული ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების რიცხვმა ორასს მიაღწია.

საინტერესო ისტორია აქვს კარლ ფონ პილოტის ტილოს “ლუი XVII ტყვედ იაკობინელებთან”. XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ქალბატონი ქეთევანი და მისი მეუღლე ოდესას ესტუმრნენ. ამ დიდი საპორტო ქალაქის ერთ-ერთ სამიკიტნოში სტუმრებმა მაგიდაზე გადაფარებული ფერწერული ტილო შენიშნეს. მათ მიმტანს სთხოვეს, განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ დაეთმოთ ეს “გადასაფარებელი”. ამგვარად შეიძინეს მათ ეს უნიკალური ტილო, რომელიც მცირე რესტავრაციის შემდეგ, იაშვილის გალერეის მშვენება გახდა. საფრანგეთის ტახტის პატარა მემკვიდრე შარლ ლუი, ლუი XVI-ისა და მარია-ანტუანეტას ძე გახლდათ. მისი დედ-მამა რევოლუციონერებმა გილიოტინაზე აიყვანეს, პრინცი კი “გამოსასწორებლად” იაკობინელ მეწაღე სიმონს მიაბარეს... პატარა შარლ ლუი კვლავ აღმოჩნდა “დატყვევებული” თელავის ისტორიული მუზეუმისა და ქეთევან იაშვილის გალერეის საფუძვლიანი რესტავრაცია-განახლების გამო. 2012-2018 წლებში “ლუი XVII” და სხვა სურათები თელავის პირველი საჯარო სკოლის სარდაფში გამოკეტეს. ამჟამად მუზეუმი და გალერეა სრულფასოვნად ფუნქციონირებს, მაგრამ ახალ გალერეაში 200-დან მხოლოდ 60 მხატვრული ტილოს ექსპონირება მოხერხდა...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. სიმაგრე-სასახლე ზეცაში
  • უახლესი ისტორია. რა ხდებოდა სტალინურ ეპოქაში? / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.) ნაწილი III
  • დიპლომატიის ისტორიიდან. დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები / ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავი
  • ახალი ამბები. არსებითი უზუსტობა ვახტანგ VI-ის პორტრეტთან დაკავშირებით
  • სიახლე. ხუთტომეული “საქართველოს ისტორია - საკითხავი წიგნი ილუსტრაციებით”
  • ფოტოისტორია. მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის აჩქარებაში - ამერიკულად
  • მონარქები. საფრანგეთის მეფე ლუი XIV (დასასრული)
  • პერსონა. გამოთხოვება ტიმ სევერინთან
  • იუბილარი. 100 წელიწადი, ანუ ერთი საუკუნე ცოტა როდია, მაგრამ... / სიმონ არველაძე: “სიყვარულია ამ ქვეყნად მარადისობის კანონი”...
  • სადაზვერვო თამაშები. მემარცხენე ესერების აჯანყება (ნაწილი I)
  • ეთნოგრაფია. ლელობურთი - ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი / ლელო ლანჩხუთელებისთვის იგივეა, რაც ფეხბურთი - ბრაზილიელებისთვის

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა ?

29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად