პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი "მწვანე პასპორტების" შესახებ, რომელი ქვეყნები იყენებენ მათ უკვე და რა გეგმა აქვს მსოფლიოს
რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი "მწვანე პასპორტების" შესახებ, რომელი ქვეყნები იყენებენ მათ უკვე და რა გეგმა აქვს მსოფლიოს

მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სულ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ ძვე­ლე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის, ეკო­ნო­მი­კის გახ­სნის, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის და რა თქმა უნდა, მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე.

ამ კონ­ტექ­სტში კი სა­უ­ბა­რია ე.წ. კო­ვიდ პას­პორ­ტის, ან "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ შე­მო­ღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც კო­ვიდ­ზე აც­რილ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­უხ­სნის. ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ უკვე და­ი­წყო მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, ზო­გიც ამა­ვე წლის ზა­ფხუ­ლის­თვის გეგ­მავს.

  • რა არის "მწვა­ნე პას­პორ­ტი“?

ეს არის იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი, რომ პირს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს. მისი ფლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ, იმა­ზე უფრო მალე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო, ვიდ­რე მო­ლო­დი­ნი იყო.

მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა უკვე მხა­რი და­უ­ჭი­რეს "ციფ­რუ­ლი მწვა­ნე სერ­ტი­ფი­კა­ტის“ და­ნერგვას. ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა და ასე­ვე ზო­გი­ერ­თმა არა­წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ წა­რად­გი­ნა გეგ­მა კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ.

ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა ამ სა­კი­თხზე იუ­რი­დი­უ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ზა­ფხუ­ლის­თვის უკვე უნდა არ­სე­ბობ­დეს კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბი, თუმ­ცა იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, ვერ მო­ეს­წროს, რად­გა­ნაც ზა­ფხუ­ლამ­დე მცი­რე დროა დარ­ჩე­ნი­ლი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის შე­საძ­ლოა, კო­ვიდ პას­პორ­ტი გახ­დეს სა­ჭი­რო

სერ­თი­ფი­კა­ტი იქ­ნე­ბა ფურ­ცელ­ზე, ან ციფ­რუ­ლი სა­ხით და ის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ყვე­ლას, ვი­საც ვაქ­ცი­ნა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ან ახ­ლა­ხან გა­მო­ჯან­მრთელ­და კო­ვი­დის­გან, იმოგ­ზა­უ­როს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ 27 ქვე­ყა­ნა­ში. ევ­რო­კავ­შირს ასე­ვე სურს, რომ ყო­ვე­ლი­ვე­ში ჩა­ერ­თონ არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბიც, რო­გო­რე­ბი­ცაა ნორ­ვე­გია, ის­ლან­დია და შვე­ი­ცა­რია.

ციფ­რუ­ლი სერ­თი­ფი­კა­ტის გა­სა­ღე­ბი არის QR კოდი, რო­მელ­ზეც და­შიფ­რუ­ლია პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის, მისი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. ევ­რო­კავ­შირ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო.

ამას­თან, იგეგ­მე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვა, რათა სერ­ტი­ფი­კა­ტი აღი­ა­რე­ბულ იქ­ნას ევ­რო­კავ­ში­რის მიღ­მა, სხვა ქვეყ­ნებ­შიც.

ვნა­ხოთ ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც "კო­ვიდ­პას­პორ­ტს" შიდა დო­ნე­ზე იყე­ნე­ბენ, ან გეგ­მა­ვენ მის შე­მო­ღე­ბას:

  • და­ნია

Coronapas - ასე უწო­დე­ბენ და­ნი­ა­ში კო­ვიდ­პას­პორ­ტს, რომ­ლის და­ნერგვა­საც შიდა დო­ნე­ზე აღ­დგო­მის შემ­დეგ გეგ­მა­ვენ. ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის გახ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი.

ევ­რო­პის რიგი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, და­ნი­ა­ში უკვე არ­სე­ბობს ციფ­რუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის სის­ტე­მა და გეგ­მის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ პას­პორ­ტიც მას­ში იქ­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში. და­ნი­ე­ლებს მო­უ­წევთ ვაქ­ცი­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი პაპ­სორ­ტი წა­რად­გი­ნონ ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­სას­ვლე­ლად, რო­გო­რე­ბი­ცაა სა­ლო­ნე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და ა.შ.

  • ის­რა­ელს უკვე აქვს კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბის სის­ტე­მა

ის­რა­ელს მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კუ­თხით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დოზა. გა­სუ­ლი თვი­დან ქვე­ყა­ნა­ში უკვე და­ი­წყო შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა.

ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტი ის­რა­ელ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის, ვი­საც აქვს ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დოზა მი­ღე­ბუ­ლი, ან გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი. "მწვა­ნე პას­პორ­ტი" უნდა წა­რად­გი­ნონ სას­ტუმ­რო­ებ­ში, სპორტდარ­ბა­ზებ­ში, თე­ატ­რებ­ში და სხვა ობი­ექ­ტებ­ზე შე­სას­ვლე­ლად. ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია, რო­გორც ქა­ღალ­დზე გა­კე­თე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის, ასე­ვე აპ­ლი­კა­ცი­ის სა­ხით.

"მწვა­ნე პაპ­სორ­ტი“ აძ­ლევს ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ის­რა­ელს უკვე აქვს გა­რი­გე­ბე­ბი სა­ბერ­ძნეთ­თან და კვიპ­როს­თან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ პას­პორ­ტის მქო­ნე ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ორ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა.

  • ეს­ტო­ნე­თი

ეს­ტო­ნე­თი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნაა და ის გეგ­მავს ციფ­რუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის გა­ცე­მას, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა QR კო­დის სახე. აპ­რი­ლის ბო­ლოს­თვის უკვე და­ი­წყე­ბენ მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ ჩა­მოტვირ­თონ სპე­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მი­დან თა­ვი­ან­თი უნი­კა­ლუ­რი კოდი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი იმი­სა, არი­ან თუ არა ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი, რამ­დე­ნი დოზა აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. შე­უძ­ლი­ათ ის ამო­ბეჭ­დონ, ან სმარ­ტფონ­ში შე­ი­ნა­ხონ. "ეს­ტო­ნე­თი მზად არის, რომ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­კავ­ში­რის კო­ვიდ­პას­პორ­ტის იდე­ას", - აცხა­დე­ბენ ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.

  • დიდი ბრი­ტა­ნე­თი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კო­ვიდ­პას­პორ­ტე­ბის სა­კითხს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და თა­რი­ღი, თუ რო­დის შე­მო­ი­ღე­ბენ "მწვა­ნე პას­პორ­ტებს", უც­ნო­ბია.

"თუ სხვა ქვე­ყა­ნა გე­უბ­ნე­ბა, რომ ვერ შეხ­ვალ, ვერ იმოგ­ზა­უ­რებ ვაქ­ცი­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბის გა­რე­შე, შენ უნდა შეძ­ლო მისი წარ­დგე­ნა“, - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის მდი­ვა­ნი მეთ ჰენ­კო­კი.

რაც შე­ე­ხე­ბა შიდა დო­ნე­ზე მის გა­მო­ყე­ნე­ბას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეს­ვლი­სას ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლოა, დას­ჭირ­დეთ აც­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის წარ­დგე­ნა, თუმ­ცა ეს ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის.

ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უც­ნო­ბია კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა ვაქ­ცი­ნას ექ­ნე­ბა თუ არა ერთი და იგი­ვე ძალა "მწვა­ნე პას­პორ­ტის" შემ­თხვე­ვა­ში და ხომ არ გახ­დე­ბა და­ვუშ­ვათ რუ­სუ­ლი "სპუტ­ნიკ V", ან ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ ჯან­მოს მიერ არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისო
14

ჩვენთან საბუთს მოგვცემენ, აცრის შემდეგ? დაწერეთ რომ ვიცოდეთ, მის გარეშე საზღვრის გადაკვეთა არ იქნება შესაძლებელი

ნანიკო
7

ეს იქნება დისკრიმინაცია..

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი "მწვანე პასპორტების" შესახებ, რომელი ქვეყნები იყენებენ მათ უკვე და რა გეგმა აქვს მსოფლიოს

რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი "მწვანე პასპორტების" შესახებ, რომელი ქვეყნები იყენებენ მათ უკვე და რა გეგმა აქვს მსოფლიოს

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, სულ უფრო მეტს საუბრობენ ძველებური ცხოვრების დაბრუნების, ეკონომიკის გახსნის, შეზღუდვების შემსუბუქების და რა თქმა უნდა, მოგზაურობის შესაძლებლობაზე.

ამ კონტექსტში კი საუბარია ე.წ. კოვიდ პასპორტის, ან "მწვანე პასპორტის“ შემოღებაზე, რომელიც კოვიდზე აცრილ ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობას გაუხსნის. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მისი გამოყენება, ზოგიც ამავე წლის ზაფხულისთვის გეგმავს.

  • რა არის "მწვანე პასპორტი“?

ეს არის იმის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომ პირს კორონავირუსის ვაქცინა გაკეთებული აქვს. მისი ფლობის აუცილებლობა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ, იმაზე უფრო მალე შეიძლება გახდეს საჭირო, ვიდრე მოლოდინი იყო.

მაგალითად, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მხარი დაუჭირეს "ციფრული მწვანე სერტიფიკატის“ დანერგვას. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ასევე ზოგიერთმა არაწევრმა სახელმწიფომ წარადგინა გეგმა კოვიდვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოღების შესახებ.

ევროკავშირის ლიდერებმა ამ საკითხზე იურიდიული და ტექნიკური მუშაობის გაგრძელება მოითხოვეს. არსებული გეგმის მიხედვით, ზაფხულისთვის უკვე უნდა არსებობდეს კოვიდ პასპორტები, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ვერ მოესწროს, რადგანაც ზაფხულამდე მცირე დროა დარჩენილი.

საერთაშორისო მოგზაურობისთვის შესაძლოა, კოვიდ პასპორტი გახდეს საჭირო

სერთიფიკატი იქნება ფურცელზე, ან ციფრული სახით და ის საშუალებას მისცემს ყველას, ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული, ან ახლახან გამოჯანმრთელდა კოვიდისგან, იმოგზაუროს ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში. ევროკავშირს ასევე სურს, რომ ყოველივეში ჩაერთონ არაწევრი ქვეყნებიც, როგორებიცაა ნორვეგია, ისლანდია და შვეიცარია.

ციფრული სერთიფიკატის გასაღები არის QR კოდი, რომელზეც დაშიფრულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ვაქცინაციის შესახებ პერსონალური მონაცემები. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო.

ამასთან, იგეგმება შესაბამისი სამუშაოები და მოლაპარაკებების წარმართვა, რათა სერტიფიკატი აღიარებულ იქნას ევროკავშირის მიღმა, სხვა ქვეყნებშიც.

ვნახოთ ზოგიერთი ქვეყანა, სადაც "კოვიდპასპორტს" შიდა დონეზე იყენებენ, ან გეგმავენ მის შემოღებას:

  • დანია

Coronapas - ასე უწოდებენ დანიაში კოვიდპასპორტს, რომლის დანერგვასაც შიდა დონეზე აღდგომის შემდეგ გეგმავენ. ხოლო მოგვიანებით, დიდი ალბათობით, ის გახდება საერთაშორისო მოგზაურობის ინსტრუმენტი.

ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, დანიაში უკვე არსებობს ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა და გეგმის მიხედვით, კოვიდ პასპორტიც მასში იქნება ინტეგრირებული.

აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაში. დანიელებს მოუწევთ ვაქცინის დამადასტურებელი პაპსორტი წარადგინონ ისეთ დაწესებულებებში შესასვლელად, როგორებიცაა სალონები, რესტორნები, კინოთეატრები და ა.შ.

  • ისრაელს უკვე აქვს კოვიდ პასპორტების სისტემა

ისრაელს მსოფლიოში ვაქცინაციის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მოსახლეობის ნახევარზე მეტს უკვე მიღებული აქვს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა. გასული თვიდან ქვეყანაში უკვე დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება.

ე.წ. მწვანე პასპორტი ისრაელში ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს ვაქცინის ორივე დოზა მიღებული, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. "მწვანე პასპორტი" უნდა წარადგინონ სასტუმროებში, სპორტდარბაზებში, თეატრებში და სხვა ობიექტებზე შესასვლელად. ის ხელმისაწვდომია, როგორც ქაღალდზე გაკეთებული სერტიფიკატის, ასევე აპლიკაციის სახით.

"მწვანე პაპსორტი“ აძლევს ადამიანებს საერთაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობას. ისრაელს უკვე აქვს გარიგებები საბერძნეთთან და კვიპროსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პასპორტის მქონე ისრაელის მოქალაქეს შეუძლია ზემოთ აღნიშნულ ორ ქვეყანაში მოგზაურობა.

  • ესტონეთი

ესტონეთი ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ის გეგმავს ციფრული სერტიფიკატების გაცემას, რომელსაც ექნება QR კოდის სახე. აპრილის ბოლოსთვის უკვე დაიწყებენ მის გამოყენებას.

ადამიანებს შეეძლებათ ჩამოტვირთონ სპეციალური პლატფორმიდან თავიანთი უნიკალური კოდი, რომელიც იქნება დამადასტურებელი იმისა, არიან თუ არა ვაქცინირებულნი, რამდენი დოზა აქვთ გაკეთებული. შეუძლიათ ის ამობეჭდონ, ან სმარტფონში შეინახონ. "ესტონეთი მზად არის, რომ პირველივე დღიდან შეუერთდეს ევროკავშირის კოვიდპასპორტის იდეას", - აცხადებენ ქვეყნის ოფიციალური პირები.

  • დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში კოვიდპასპორტების საკითხს აქტიურად განიხილავენ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა და თარიღი, თუ როდის შემოიღებენ "მწვანე პასპორტებს", უცნობია.

"თუ სხვა ქვეყანა გეუბნება, რომ ვერ შეხვალ, ვერ იმოგზაურებ ვაქცინის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობის გარეშე, შენ უნდა შეძლო მისი წარდგენა“, - ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი.

რაც შეეხება შიდა დონეზე მის გამოყენებას, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისას ადამიანებს შესაძლოა, დასჭირდეთ აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უცნობია კორონავირუსის ყველა ვაქცინას ექნება თუ არა ერთი და იგივე ძალა "მწვანე პასპორტის" შემთხვევაში და ხომ არ გახდება დავუშვათ რუსული "სპუტნიკ V", ან ჩინური ვაქცინები, რომლებიც ჯერ ჯანმოს მიერ არ არის დამტკიცებული, საერთაშორისო დონეზე მოგზაურობის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

წყარო: BBC.com

"ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, აჩვენონ ტურისტებს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება" - გავრილოვი პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე

"სიტყვები არ მაქვს, მხოლოდ მეშინია, მტკივა, მწყინს..." - რა ვიდეოს აქვეყნებს პოზნერის ერთ-ერთი სტუმარი "ინსტაგრამზე" და როგორ ეხმიანებიან მას

"კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას" - პესკოვი