Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გახარია მოახერხებს ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლებას, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან, თუ - არა" - ექსპერტი
"თუ გახარია მოახერხებს ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლებას, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან, თუ - არა" - ექსპერტი

გა­სულ კვი­რას ექ­სპრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას არ აპი­რებს. ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. გა­ხა­რი­ას პერ­სპექ­ტი­ვას გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე აფა­სებს:

- კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რამ­ხე­ლაა იმ ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არ მოს­წონთ, ამი­ტომ გა­ხა­რი­ას აქვს შან­სი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვოს. მას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სი და პო­ტენ­ცი­ა­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩანს, რომ ჰყავს მხარ­დამ­ჭერ­თა არ­მია, თუმ­ცა მას მო­უ­წევს სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა, რომ უახ­ლო­ეს არ­ჩევ­ნებ­ში ეს მხარ­და­ჭე­რა ხმე­ბად იქ­ცეს.

გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­შრუ­ტი მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ვიდ­რე მკი­თხავთ, მე თვი­თონ ვახ­სე­ნებ ვა­რა­უდს, რომ შე­საძ­ლოა, მის უკან ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იდ­გეს. ეს აზრი გა­ა­ჩი­ნა სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ, რომ ის მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვანს. ჩემი აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დგას თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ხა­რი­ას უკან, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა ქვეყ­ნის­თვის მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა და ავ­ხსნი, რა­ტო­მაც.

პირ­ვე­ლი - თუკი ეს იქ­ნე­ბა რე­ი­ტინ­გუ­ლი პარ­ტია, ის უკა­ნა პლან­ზე გა­დას­წევს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და სხვა პარ­ტი­ებს, ანუ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი ნელ-ნელ გა­სას­ვლე­ლის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლებს.

მე­ო­რე - ლა­პა­რა­კია იმ პარ­ტი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, ერ­თმა­ნეთს ლან­ძღა­ვენ. გა­გახ­სე­ნებთ - ალე­კო ელი­საშ­ვილს გა­უკ­ვირ­და კი­დეც, გა­ხა­რია სო­ლი­დუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა და ოპო­ზი­ცი­ა­ში რო­გორ ჩა­ე­წე­რე­ბაო?! ელი­საშ­ვი­ლი გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნია და პირ­და­პირ აღი­ა­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის­თვის რა მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი და შე­უ­თავ­სე­ბე­ლი რა­მაა სო­ლი­დუ­რო­ბა… მაგ­რამ თუ გა­ხა­რია პარ­ტი­ას შექ­მნის და იქ­ცე­ვა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად, ამას­თან ერ­თად კი არ უღა­ლა­ტებს თა­ვის სო­ლი­დუ­რო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბას, მა­შინ ის და­ამ­კვიდ­რებს ოპო­ზი­ცი­ის ახალ სტილს. აი, სწო­რედ ამას მი­ვიჩ­ნევ ყვე­ლა­ზე დიდ შე­საძ­ლო წარ­მა­ტე­ბულ შე­დე­გად.

მე­სა­მე - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ხა­რია არას­დროს შექ­მნის იმ ტი­პის კრი­ზისს პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­გო­რიც ახ­ლაა ქვე­ყა­ნა­ში. ის იქ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის­კენ გა­და­ნაც­ვლე­ბა კი უკი­დუ­რე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი არა­რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და და­უფ­ქ­რებ­ლო­ბით იმ­დენ ზი­ანს ვა­ყე­ნებთ ქვე­ყა­ნას, რომ თუ გა­ხა­რი­ას დაბ­რუ­ნე­ბით ეს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, მა­შინ მარ­თლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო იქ­ნე­ბა, დგას ივა­ნიშ­ვი­ლი მის უკან, თუ - არა. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
46

amas vin gayveba?!!!!))))))

ბაზი
202

მოისმინეთ ხაზარაძის კომენტარი? დავრწმუნდი, რომ ზუსტად ისაა - თავისი პარტიის სახელწოდების ფონზე რომაა ჩაკარტიჩკებული. მევახშეობისა და სააკაშვილისათვის კუდის ქიცინის გარდა რა იცის ხაზარაძემ? რითი შეიძლება ის გახარიას კონკურენტად ჩაითვალოს? მისი კონკურენტი პარტია ეგერ დოლიძემ დააფუძნა და მას ეჭიდაოს

ავტორი:

"თუ გახარია მოახერხებს ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლებას, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან, თუ - არა" - ექსპერტი

"თუ გახარია მოახერხებს ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლებას, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან, თუ - არა" - ექსპერტი

გასულ კვირას ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ახლა საზოგადოება ელის ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. გახარიას პერსპექტივას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აფასებს:

- კვლევები აჩვენებს, რამხელაა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არცერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონთ, ამიტომ გახარიას აქვს შანსი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვოს. მას აქვს პოლიტიკური რესურსი და პოტენციალი. სოციალურ ქსელში ჩანს, რომ ჰყავს მხარდამჭერთა არმია, თუმცა მას მოუწევს სერიოზული პოლიტიკური მუშაობა, რომ უახლოეს არჩევნებში ეს მხარდაჭერა ხმებად იქცეს.

გახარიას პოლიტიკური მარშრუტი მართლაც ძალიან საინტერესოა. ვიდრე მკითხავთ, მე თვითონ ვახსენებ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი იდგეს. ეს აზრი გააჩინა სწორედ ივანიშვილის განცხადებამ, რომ ის მოხარული იქნება, თუ გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადაიყვანს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ივანიშვილი გახარიას უკან, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და ავხსნი, რატომაც.

პირველი - თუკი ეს იქნება რეიტინგული პარტია, ის უკანა პლანზე გადასწევს "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა პარტიებს, ანუ გარკვეული პოლიტიკური კლასი ნელ-ნელ გასასვლელისკენ გადაინაცვლებს.

მეორე - ლაპარაკია იმ პარტიებზე, რომლებიც, ძირითადად, ერთმანეთს ლანძღავენ. გაგახსენებთ - ალეკო ელისაშვილს გაუკვირდა კიდეც, გახარია სოლიდური პოლიტიკური ფიგურაა და ოპოზიციაში როგორ ჩაეწერებაო?! ელისაშვილი გულწრფელი ადამიანია და პირდაპირ აღიარა, საქართველოში ოპოზიციაში ყოფნისთვის რა მოუხერხებელი და შეუთავსებელი რამაა სოლიდურობა… მაგრამ თუ გახარია პარტიას შექმნის და იქცევა ოპოზიციურ ძალად, ამასთან ერთად კი არ უღალატებს თავის სოლიდურობასა და პოლიტიკურ გემოვნებას, მაშინ ის დაამკვიდრებს ოპოზიციის ახალ სტილს. აი, სწორედ ამას მივიჩნევ ყველაზე დიდ შესაძლო წარმატებულ შედეგად.

მესამე - დარწმუნებული ვარ, გახარია არასდროს შექმნის იმ ტიპის კრიზისს პოლიტიკურ ურთიერთობაში, როგორიც ახლაა ქვეყანაში. ის იქნება ზედმიწევნით რაციონალური, ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლება კი უკიდურესად აუცილებელია. ჩვენი არარაციონალიზმითა და დაუფქრებლობით იმდენ ზიანს ვაყენებთ ქვეყანას, რომ თუ გახარიას დაბრუნებით ეს ვითარება შეიცვალა, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან, თუ - არა. იხილეთ სტატია სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი