მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე, ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ" - მეუფე სტეფანე
"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე, ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ" - მეუფე სტეფანე

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ, მრევ­ლი­სა და ბერ-მო­ნაზვნე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმა­სა და ამ­ბოხ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ზი­ა­რე­ბა აუკ­რძა­ლა იქამ­დე, ვიდ­რე არ მო­ი­ნა­ნი­ე­ბენ. ამის შე­სა­ხებ მიტ­რო­პო­ლიტ­მა აბა­შის ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის შემ­დეგ ისა­უბ­რა.

მე­უ­ფის თქმით, მათ მო­ეხ­სნე­ბათ ეპი­ტა­მია, თუ ზუს­ტად ეცო­დი­ნე­ბა, რომ მო­ი­ნა­ნი­ეს.

"მინ­და მო­ვუ­წო­დო, რომ ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და თავ­დას­ხმა­ში ეკ­ლე­სი­ა­ზე და ვინც მო­ნა­წი­ლე­ობს ამ­ბოხ­ში, რო­მე­ლიც არის ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, (ჯერ კი­დევ ეს ამ­ბო­ხი გრძელ­დე­ბა თა­ვი­სი სხვა­დას­ხვა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით) ყვე­ლამ მო­ი­ნა­ნი­ოს. ერის­კა­ცებს მივ­მარ­თავ პირ­ველ რიგ­ში, ჯერ ამ ეტაპ­ზე. მო­ი­ნა­ნი­ონ ყვე­ლამ და თხო­ვონ შენ­დო­ბა თა­ვის მო­ძღვარს. ვინც არ მო­ი­ნა­ნი­ებს, ეკ­რძა­ლე­ბათ ზი­ა­რე­ბა. ვინც არ არის ქრის­ტი­ა­ნი ეს იმათ­თვის არა­ფე­რი არ არაა, მაგ­რამ ბე­რებს და მო­ნაზვნებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ­ბოხ­ში, ასე­ვე დღე­ი­დან, ვინც არ მო­ი­ნა­ნია, ეკ­რძა­ლე­ბათ ზი­ა­რე­ბა, სა­ნამ არ მო­ი­ნა­ნი­ე­ბენ. ახლა მე ზუს­ტად უნდა ვი­ცო­დე, რო­მელ­მა ბერ­მა და რო­მელ­მა მო­ნა­ზონ­მა მო­ი­ნა­ნია. კონ­კრე­ტუ­ლად მე უნდა ვი­ცო­დე და მა­შინ მო­ვუხ­სნი ეპი­ტა­მი­ას. უზი­ა­რებ­ლო­ბის ეპი­ტა­მია მო­ეხ­სნე­ბათ მხო­ლოდ მათ ბერ­თა­გან და მო­ნა­ზონ­თა­გან, დღეს არ ვამ­ბობ ხა­რისხში მყო­ფებ­ზე... მო­ეხ­სნე­ბათ ეპი­ტა­მია, თუ ზუს­ტად მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ მო­ი­ნა­ნი­ეს. თუმ­ცა მათ არ მოვ­თხოვ სა­ჯა­რო მო­ნა­ნი­ე­ბას. უბ­რა­ლოდ, მათ შე­უძ­ლი­ათ მო­ვიდ­ნენ მთხო­ვონ შენ­დო­ბა",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

ცნო­ბის­თვის, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა ნა­წი­ლი გა­ფარ­თო­ე­ბულ სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბას მო­ი­თხოვს. ისი­ნი ახ­ლად და­ნიშ­ნულ მე­უ­ფეს არ ცნო­ბენ და ყო­ფი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის პეტ­რე ცა­ა­ვას მიერ ბოლო დროს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვას ითხო­ვენ. ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე, ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ" - მეუფე სტეფანე

"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე, ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ" - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მრევლისა და ბერ-მონაზვნების ნაწილს, რომლებიც, მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმასა და ამბოხში მონაწილეობდნენ, ზიარება აუკრძალა იქამდე, ვიდრე არ მოინანიებენ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა აბაშის ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ისაუბრა.

მეუფის თქმით, მათ მოეხსნებათ ეპიტამია, თუ ზუსტად ეცოდინება, რომ მოინანიეს.

"მინდა მოვუწოდო, რომ ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც არის ეკლესიის წინააღმდეგ, (ჯერ კიდევ ეს ამბოხი გრძელდება თავისი სხვადასხვა გამოხატულებით) ყველამ მოინანიოს. ერისკაცებს მივმართავ პირველ რიგში, ჯერ ამ ეტაპზე. მოინანიონ ყველამ და თხოვონ შენდობა თავის მოძღვარს. ვინც არ მოინანიებს, ეკრძალებათ ზიარება. ვინც არ არის ქრისტიანი ეს იმათთვის არაფერი არ არაა, მაგრამ ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამბოხში, ასევე დღეიდან, ვინც არ მოინანია, ეკრძალებათ ზიარება, სანამ არ მოინანიებენ. ახლა მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომელმა ბერმა და რომელმა მონაზონმა მოინანია. კონკრეტულად მე უნდა ვიცოდე და მაშინ მოვუხსნი ეპიტამიას. უზიარებლობის ეპიტამია მოეხსნებათ მხოლოდ მათ ბერთაგან და მონაზონთაგან, დღეს არ ვამბობ ხარისხში მყოფებზე... მოეხსნებათ ეპიტამია, თუ ზუსტად მეცოდინება, რომ მოინანიეს. თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას. უბრალოდ, მათ შეუძლიათ მოვიდნენ მთხოვონ შენდობა",- განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირთა ნაწილი გაფართოებულ საეკლესიო კრებას მოითხოვს. ისინი ახლად დანიშნულ მეუფეს არ ცნობენ და ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების განხილვას ითხოვენ. ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

"მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის" - რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდობზე და რა იგეგმება 1-ელ ეტაპზე

"თბილისი გვენგრევა თავზე", "მიწა გვეცლება ფეხებში", "არ ააშენო, საშიში ზონაა" - მოსახლეობამ ვაშლიჯვარში მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა