გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობის და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.
სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 18 მაისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, საქმე ეხება 25 მარტს სოფელ ჩუმლაყში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს.
მომხდარზე დაკავებულია ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება, ხოლო მეორეს - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მკვლელობის მცდელობა, ასევე იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება.