საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."
თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა იყოს სა­ყო­ველ­თაო, მაგ­რამ ამას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ დარ­წმუ­ნე­ბით და არა იძუ­ლე­ბით,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა მი­იღ­წეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბის გზით, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა სი­ტყვა ”სა­ყო­ველ­თა­ო­ში” იგულსხმე­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის აცრა, რომ­ლის დრო­საც ეტა­პობ­რი­ვო­ბა და­ცუ­ლი უნდა იყოს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში აც­რი­ლი უნდა იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი, ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა იყოს სა­ყო­ველ­თაო, მაგ­რამ ამას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ დარ­წმუ­ნე­ბით და არა იძუ­ლე­ბით. ამას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ეს კამ­პა­ნია, ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბის მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა, თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა, მათ შო­რის, ის­რა­ე­ლის. ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და სა­ყო­ველ­თაო სხვა არის და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სხვა, რამ­დე­ნა­დაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა შე­ი­ცავს იძუ­ლე­ბით კომ­პო­ნენტს.

სა­ყო­ველ­თა­ოს როცა ვამ­ბობ, იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ უნდა მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი იყოს აც­რი­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ამ წელ­ში 60-65%-ზე მეტს ვერ ავცრით, ამი­ტომ ეს პერ­სპექ­ტი­ვა­ში უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ, 60%-ის აც­რა­საც სა­ყო­ველ­თაო ჰქვია. აქ გა­უ­გებ­რო­ბა არ უნდა იყოს, ერ­თბა­შად ყვე­ლას აცრა ვერ მოხ­დე­ბა, ეს არც ერთ ქვე­ყა­ნას არ გა­უ­კე­თე­ბია, ამი­ტომ სა­ყო­ველ­თა­ოს მე რომ ვამ­ბობ, ჩავ­თვა­ლოთ, რომ ეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნია და არა დღე­ვან­დე­ლი. ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს სა­ყო­ველ­თა­ო­ბის მიღ­წე­ვა,“- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მან ამას­თა­ნა­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი გზაა პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან ერ­თად, თუმ­ცა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ვერ იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი, რად­გან მისი მუდ­მი­ვად ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

„მი­მაჩ­ნია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია ეს არის მთა­ვა­რი გზა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა იმ სიძ­ნე­ლე­ე­ბის, მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პან­დე­მი­ას­თან. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას­თან ერ­თად, მაგ­რამ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა ვერ იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი, მუდ­მი­ვად არ შე­იძ­ლე­ბა პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///
38

ძლივს ნორმალური სიტყვა თქვა ბატონმა თენგიზმა, სავალდებულო ნამდვილად არ არის აცრა, მსურველებს ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს,

Zara
2

როგორც გაწყობთ,ისე გადააკეთებთხოლმე ნათქვამს? ვიდეო შემხვდა,სადაც ამბობთ,შეიძლება რაღაც ფორმით იძულებითი იყოს ვაქცინაციაო.რას ნიშნავს ეს??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საყოველთაო ვაქცინაცია უნდა მიიღწეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ ცნობილმა ადამიანებმა და გამოყენებული უნდა იყოს წარმატებული ქვეყნების მაგალითებიც.

ამასთანავე, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა სიტყვა ”საყოველთაოში” იგულსხმება საერთო ჯამში რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა, რომლის დროსაც ეტაპობრივობა დაცული უნდა იყოს.

„საქართველოში აცრილი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით. ამას უნდა მივაღწიოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებით, იქნება ეს კამპანია, ცნობადი სახეების მაგალითის მოყვანა, თუ წარმატებული ქვეყნების მაგალითის მოყვანა, მათ შორის, ისრაელის. ფართომასშტაბიანი და საყოველთაო სხვა არის და სავალდებულო სხვა, რამდენადაც სავალდებულოობა შეიცავს იძულებით კომპონენტს.

საყოველთაოს როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აცრილი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ წელში 60-65%-ზე მეტს ვერ ავცრით, ამიტომ ეს პერსპექტივაში უნდა მოხდეს, მაგრამ, 60%-ის აცრასაც საყოველთაო ჰქვია. აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს, ერთბაშად ყველას აცრა ვერ მოხდება, ეს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამიტომ საყოველთაოს მე რომ ვამბობ, ჩავთვალოთ, რომ ეს გრძელვადიანი მიზანია და არა დღევანდელი. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საყოველთაობის მიღწევა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის მთავარი გზაა პირბადის ტარებასთან ერთად, თუმცა პირბადის ტარება ვერ იქნება საბოლოო მიზანი, რადგან მისი მუდმივად ტარება შეუძლებელია.

„მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია ეს არის მთავარი გზა პანდემიასთან ბრძოლის და შესაბამისად, ყველა იმ სიძნელეების, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების დაძლევის საშუალება, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს არის ერთადერთი გზა პირბადეების ტარებასთან ერთად, მაგრამ პირბადეების ტარება ვერ იქნება საბოლოო მიზანი, მუდმივად არ შეიძლება პირბადეების ტარება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

პიკეტირება ყველა ქალაქში, ავტობანის დაკეტვა... - რა გეგმა აქვთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თუ ხელისუფლება "არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?