საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 აპრილიდან დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებსაც ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნები ექნებათ
1 აპრილიდან დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებსაც ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნები ექნებათ

1 აპ­რი­ლი­დან ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნით ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა და მფლო­ბე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ჯა­რიმ­დე­ბა. გან­ცხა­დე­ბას შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ძვე­ლი ნი­მუ­შის სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის შეც­ვლის პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.გარ­და სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტი­სა, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­სა­კუთ­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის (SAGENCY) სა­შუ­ა­ლე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რად მო­ი­თხო­ვონ ძვე­ლი ნი­მუ­შის რე­გის­ტრა­ცი­ის ნომ­რის შეც­ვლა ახ­ლით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ სხვის­დე­ბა და მისი მო­ნა­ცე­მე­ბი (მარ­კა, ძა­რის ტიპი, ფერი, საწ­ვა­ვის ტიპი, ძრა­ვის ნო­მე­რი ან მო­ცუ­ლო­ბა და ა.შ.) არ არის შეც­ვლი­ლი.

მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის (SAGENCY) გად­მო­წე­რა ხდე­ბა "აი­ფო­ნით" სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - APP Store- დან, ხოლო ან­დრო­ი­დით სარ­გებ­ლო­ბი­სას - PLAY Store- დან. გად­მო­წე­რის შემ­დეგ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი გა­ივ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას, თუკი მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, სა­ა­გენ­ტოს მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის მიზ­ნით, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მიერ მი­ე­თი­თე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი: სა­ხე­ლი, გვა­რი, პი­რა­დი ნო­მე­რი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი.

რე­გის­ტრა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში პირ­და­პირ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ შეძ­ლებს პი­რად გვერ­დზე გა­დას­ვლას.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ჯერ კი­დევ 2014 წლი­დან და­ი­წყო ახა­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის გა­ცე­მა და მა­შინ­ვე გა­მო­ცხად­და ნომ­რე­ბის შეც­ვლის ბოლო ვადა - კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი 2020 წლის სექ­ტემ­ბე­რი, თუმ­ცა, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ექ­ვსწლი­ა­ნი ვადა გა­ხან­გრძლივ­და და მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მარ­ტის ჩათ­ვლით გა­ნი­სა­ზღვრა.ვი­ნა­ი­დან, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მი­მოქ­ცე­ვა­ში დარ­ჩე­ნი­ლი იყო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძვე­ლი ნი­მუ­შის სა­ნომ­რე ნი­შა­ნი, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და შე­სა­ბა­მი­სი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე­ებს, დრო­უ­ლად მი­ე­მარ­თათ სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის­თვის.

მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ, ასე­ვე, არა­ერ­თხელ მოხ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რომ ძვე­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ნიშ­ნის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რე­ბის ახ­ლით შეც­ვლი­სას, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ არის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში მოყ­ვა­ნა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ გან­ვუ­მარ­ტავთ, რომ ძველ სა­ნომ­რე ნიშ­ნებს იუ­რი­დი­უ­ლი ძალა უწყდე­ბათ 2021 წლის 1 აპ­რი­ლი­დან, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღის შემ­დე­გაც კვლავ შე­უძ­ლია კუთ­ვნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი შეც­ვა­ლოს სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოყ­ვა­ნის და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გა­რე­შე.აქვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ 1-ლი აპ­რი­ლი­დან ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნით ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა და მფლო­ბე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ჯა­რიმ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
18

როდის უნდა შეეცვალათ, პანდემიის დროს, ახლა თქვენ არ ხართ ღირსი კორონა დაგემმართოთ დამჯარიმებლებს ?!

50 თეთრი
6

ჩვეულებრივი ხალხი რიგებში დააყენეს, საზ

 ტრანსპორტში ერთმანეთზე შესვეს და პანდემიაა რეგულაციებიო. ეს ხალხიც რომ ხართ ჩუმად რა გგონიათ? სახლში ჯდომა შექმნის სამუშაო ადგილებს? ეხლა დაგკეტავენ კიდევ და იმუშავეთ სახლიდან...

ავტორი:

1 აპრილიდან დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებსაც ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნები ექნებათ

1 აპრილიდან დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებსაც ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნები ექნებათ

1 აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. განცხადებას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) გადმოწერა ხდება "აიფონით" სარგებლობის შემთხვევაში - APP Store- დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობისას - PLAY Store- დან. გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული. დისტანციური მომსახურების მისაღებად, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებს პირად გვერდზე გადასვლას.შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა - კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის.

მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება.საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე.აქვე საყურადღებოა, რომ 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება" - ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"