საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას" - რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც 52-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა
"ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას" - რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც 52-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა

რუ­სე­თის, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს თბი­ლი­სის ან­ტი­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის 52-ე რა­უნ­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სულ­მა, აფხა­ზურ­მა და სამ­ხრეთ ოსურ­მა მხა­რე­ებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ ძა­ლის­ხმე­ვა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყოს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მყა­რი და სან­დო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.

"რუ­სე­თი და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერთი მხრივ თბი­ლის­სა და მე­ო­რე მხრივ, სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალს შო­რის ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბის გა­რე­შე. სწო­რედ ეს პრაქ­ტი­კუ­ლი ზომა შე­ი­ტან­და მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს სა­სა­ზღვრო ზო­ნა­სა და, ზო­გა­დად, რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რი და უსაფრ­თხო სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა­ში. ასე­თი დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ნა­კარ­ნა­ხე­ვია აშშ-ისა და ნატო-ს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის ზრდით სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში იძუ­ლე­ბი­თი წე­სით გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გეგ­მით“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, მოს­კო­ვის, სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის აზ­რით, და­ძა­ბუ­ლო­ბის კი­დევ უფრო შემ­ცი­რე­ბას ხელს შე­უ­წყობ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტი­ა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცე­სის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­წყე­ბა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს თბი­ლი­სის ან­ტი­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე.

"ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხაზი არა მხო­ლოდ ხელს უშ­ლის ჟე­ნე­ვის ფორ­მატ­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ატ­მოს­ფე­როს ფორ­მი­რე­ბას, არა­მედ ბლო­კავს ზო­გი­ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფის სრუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად წარ­დგე­ნილ პო­ლი­ტი­ზე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე დრო­ე­ბით იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და დევ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც იმ პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს კვა­ლა­ვაც არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, წარ­მო­ად­გი­ნონ ნიუ-იორკში სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ამ პრობ­ლე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, – აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი ივ­ნი­სის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რატომ
0

ალექს-ს . ვისკენახარ საქართველოსკენ თუ რუსეთისკენ.

ალექს
35

ჩვენი სისტემა შეგნებულად არასწორად იმართება -ლებედ, რაკ და შჩუკა , მასში რესურსები, ძალები , უფლებები და პასუხისმგებლობები ისეა დალაგებული , რომ რევოლუციური მუხტი იმატებდეს ჩაგვრის ზრდით, დიახ ჩაგვრაა ჩადებული , თან მარტო რიგით მოქალაქეს კი არ ჩაგრავენ სახელმწიფო მოხელეები, პოლიციელები, საგადასახადოები და მებაჟეები, პოლიტიკოსები , არა , ერთმანეთსაც როგორც პარალელურ ისე ვერტიკალურ იერარქიაში !

რიგითების ჩაგვრის მაგალითებს არ მოვიყვან-ეგ თქვენი მთელი ცხოვრებაა და ჩემი გიდობა არა გჭირდებათ !აი პრაკურორი რომ მებაჟეს დადარაჯებულია დასაჭერად , სუსიც ტყის ეგერზე , ხის ექსპორტი რომ უწილოდ არ გაიტანოს, ან თავად საგადასახადო პოლიცია თავის ინსპექტორს ყარაულობს როდის აიღებს ლილომოლში აზერბაიჯანელი ყარდაშისაგან თვის სახადს , ან მინისტრი რო მოვა ახალი და დამლაგებლის შვაბრამდე დაცვლის თანამშრომლებს, თავადაც შეცვლიან , პოზიცია რომ ოპოზიციას ჩაგრავს, ანუ ვალს უბრუნებს-ადრე ისა ჩაგრავდა , აი რაიონის გამომძოებლის მისია დანაშაულთან ბრძოლა კი არაა , უფროსს თბილისში მაცივარში ბორჯომი არ უნდა გამოულიოს და ხშირშირად მოუკითხოს ! აი გამგებელი რომაა რაიონში, არ ეკითხევა ბალია ათი შაური, მთელი სოფელი რომ მოწმედ დაგიდგეს რომ პაპიშენის პაპის სახლკარში ცხოვრობ და ფერმერობ , იმ მიწას ვერ დაგიმტკიცებს თბილისის საჯარო რეესტრს თუ არ უნდა ! ისე ასფალტს სამსახურიდან საკუთარ ეზომდე დააგებინებს , ცოლსაც გაუფორმებს უპატრონო მიწებს-აი პაპიშენის პაპისა რომ იყო და ვერ იფორმებ , მგარმ ადგილობრივი ხელისუფლების უფლებები არ აქვს , რათაა ასე ? რაიკომის მდივანი ხომ მეფე იყო ? უიმისოდ მინისტრი რესტორნის დირექტორსა და ფურნის გამგეს, ან საბჭოთა მეურნეობის დირექტორს ვერ დანიშნავდა , მართალია კანტრალიორებს თბილისდან გაუგზავნიდა , ქვას ქვაზე არ დაუტოვებდა და მოხსნიდა, ან დაიჭერდა , მაგრამ ახალს ვერ დანიშნავდა რაიკომის თანხმობის გარეშე ! აი უგულავამ რომ სითიპარკი გამაიგონა , მერაბიშვილმა ციხის კარამდე არ აპატია !სტაიანშიკის პატრონი დღესას შშსა და სითიპარკის მერია-მოხსნას აბა სტაიანშიკი ? ვერა, ხომ ?! იმათაა ეს ყველაფერი რომ ლებედ რაკ და შჩუკამ წიოს გაუწეველი ჭაპანი, რომ არ ეკითხებოდეს ბალია ათი შაური არავის და ყველა ყველას ჩაგრავდეს, მტრად ეკიდებოდეს და ვერა რიგდებოდეს ! ამითვინაა !სამართალს მოსამართლე ადგენს და მას თავად ადგენს მჩაგვრელი მინისტრი , რის დამდგენია ? ომბუთსმენი ოპოზიციის შემოგდებულია პოზიციის საკომპრომეტაციოდ, ისევე როგორც არასამთავრობოები , ვითომ ჩაგრულ ცოლს მჩაგვრელი ქმრისაგან იცავენ-გრანტითვინა , განა ? დაჩაგრულისათვის სამართლის დადგენა დამჩაგვრელის ხელშია , ამიტომაა ჩაგრული მუდამ დაჩაგრული ! სწორი რა სისტემაა ?? უზენაესი ხელისუფლება ხალხის კრებაა , ის ირჩევს მმართველსაც და მოსამართლესაც არჩევნებზე და აკონტროლებს რეფერნდუმით , ანგარიშს იბარებს პლებისციტით და ნდობის ვოტუმს გასცემს , უგრძელებს ან უწყვეტს ზეობის ვადას , საკუთარ სიას თავად ადგენს და არა გოგო ბიჭები გრანტისაგან ნახალოვკას ჩუღურეთისაგან ვერ არჩევს და სემიონოვკაზე იპოვნის საარჩევნო სიაში მკვდარ სულს ? ბიზნესი და საკუთრება ? პროფესიონალურ ტერიტორიული ნიშნით და ძალა ერთობაშიას ძალით პროფესიული და და ადგილობრივი სამოქალაქო გაერთიანებები ყველა დონეზე და დდიდ ყრილობაზე დედაქალაქში შეკრებილები აერთიანებენ ყველა დარგის და ჯურის საქმის მკეთებელ და გამძღოლ მჭედელსა და დალაქს , მწყემსა და გუთნისდედას, თერძსა და აქიმს, აშუღსა და მესტვირეს , იქ ირჩევს დიდ უსტაბაშს და ის მიდის თავადთან, რათა რაც უნახავს ვეღარ ნახოს და თუ საჭიროა ისე გაარრტყელოს , რომ აღარასოდეს დაავიწყდეს , პანჩური კრას და საღორეში გამოკეტოს ! აი, ესაა სწორი სისტემა, მუშაობს ამერიკაში , იქა ღორი საღორეშია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას" - რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც 52-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა

"ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას" - რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც 52-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა მოითხოვეს, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

"რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, ერთი მხრივ თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ზომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს სასაზღვრო ზონასა და, ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოს ნატო-ში იძულებითი წესით გაწევრიანების გეგმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის კიდევ უფრო შემცირებას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე.

"ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული ატმოსფეროს ფორმირებას, არამედ ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული ჯგუფის სრულად ფუნქციონირებას. კერძოდ, საუბარია საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად წარდგენილ პოლიტიზებულ რეზოლუციაზე დროებით იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ, რაც იმ პირობებში ხდება, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვალავაც არ აქვთ საშუალება, წარმოადგინონ ნიუ-იორკში საკუთარი მოსაზრება ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ივნისის ბოლოს გაიმართება.