პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს
"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე კლი­ნი­კა­შია და მკურ­ნა­ლობს. რო­გორც კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, მას ვერ­ტებ­რო-ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მი და ვეს­ტუ­ბუ­ლო­პა­თია და­უ­დას­ტურ­და.

"მე­გობ­რე­ბო, უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის, მწე­რენ ნაც­ნო­ბე­ბი და სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ სად ვარ და რა­ტომ არ ვჩან­ვარ აქ­ტი­უ­რად. თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია: და­მი­დას­ტურ­და ვერ­ტებ­რო-ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მი და ვეს­ტუ­ბუ­ლო­პა­თია, რის გა­მოც ვიმ­ყო­ფე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­ზე თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში. ვმუ­შა­ობ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში და ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას. მინ­დო­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­გან მი­გე­ღოთ. შეხ­ვედ­რამ­დე!" - და­წე­რა კა­ლა­ძემ.

მას შემ­დეგ რაც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვე­ბენ.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი:

ასევე დაგაინტერესებთ
20:49 / 26-03-2021

"დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია" - რას წერს კახა კალაძე კლინიკიდან?

21:06 / 26-03-2021

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კახა კალაძეს დაუდასტურდა და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

11:29 / 27-03-2021

"ეგ დაავადება მეც გადავიტანე... ეს არის 24 საათიანი მუშაობისა და არანორმალური წესის შედეგი" -  რას წერს სოსო გოგაშვილი კახა კალაძის დიაგნოზზე?

11:47 / 27-03-2021

"მიყვარხარ" - როგორ ამხნევებს ანუკი არეშიძე მეუღლეს, ფოტოები "ინსტაგრამიდან"

14:26 / 27-03-2021

"კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა... სახეზეა ვესტიბულოპათია" - რას ამბობს კარდიოლოგი თბილისის მერის შესახებ

"პო­ლი­ტი­კა პო­ლი­ტი­კად მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ - ჰოდა, კახი კა­ლა­ძეს ვუ­სურ­ვებ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და ფი­ზი­კურ მწყობ­რში მა­ლე­ვე ჩად­გო­მას"

ელე­ნე ხოშ­ტა­რია:

"მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ"

ვახო სა­ნა­ია:

"ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე - ეს არის ის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რას მო­ი­თხოვს : საქ­მით ან სი­ტყვით. თუ ჩვენ ამის ძა­ლას ვერ ვპო­უ­ლობთ, ბო­ლოს და ბო­ლოს, დუ­მი­ლი ხომ შეგ­ვიძ­ლია. დამ­თრგუ­ნა კო­მენ­ტა­რე­ბის ნა­წილ­მა ჩემი წინა სტა­ტუ­სის ქვეშ და სხვა­გა­ნაც. ბრაზ­მა და სი­ძულ­ვილ­მა თუ გვძლია, არ ვიცი, სა­დამ­დე მი­ვალთ. გან­საც­დელ­ში მყო­ფი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­შე­მო არი­ან მშობ­ლე­ბი ან ცოლი/ქმა­რი ან შვი­ლე­ბი ან ნა­თე­სა­ვე­ბი. ესე­ნი ყვე­ლა­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, გა­ნიც­დი­ან. მო­რალს არ ვკი­თხუ­ლობ. ზუს­ტად ვიცი, რა­საც ვამ­ბობ."

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი: ჯან­მრთე­ლო­ბის ფასი არა­ფე­რი არ არის! ... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ზრუნ­ვა და მათი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის,კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შრო­მა ... უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში და სამ­სა­ხურ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს ... ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­ცო­ცხლე, კე­თილ­დღე­ო­ბა დგას ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უკან. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ კახი კა­ლა­ძეს

ბაია პა­ტა­რა­ია: კაც­მა სა­კუ­თა­რი დი­აგ­ნო­ზი და­წე­რა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერს, არ გვჯე­რაო. პო­ლი­ტი­კუ­რად სულ არ მომ­წონს კა­ლა­ძე, მაგ­რამ რა­ღა­ცას მა­ინც ვცეთ პა­ტი­ვი და ნუ დავ­კარ­გავთ სა­ხეს, მე­გობ­რე­ბო. ძაან შხა­მი­ა­ნი რა­მეა ეს ფე­ის­ბუ­ქი. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სუ­ლაც არ ვართ ასე­თი შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. "ენა უძ­ვლოა" კი არა, ფე­ის­ბუ­ქი ყო­ფი­ლა რაც ყო­ფი­ლა: უძ­ვლოც, უგუ­ლოც და ხში­რად უგო­ნოც. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას.

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი: დე­და­ქა­ლა­ქის მერს ზუს­ტად ისე­ვე ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას, რო­გორც ყვე­ლას, ვის­თვი­საც მ(რ)თელი ჯანი მე­მე­ტე­ბა... ხოლო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვის­თვი­საც არც ჯანი მე­მე­ტე­ბა და არც სი­ცო­ცხლე, სად­მე შო­რი­ახ­ლოს კი არა, ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რით ჩრდი­ლო­ე­თით ცხოვ­რობს. მოკ­ლედ, კა­ლა­ძეს ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას და ჯერ გა­გაც­ნობთ მის წე­რილ­სა თუ სტა­ტუსს და შემ­დეგ ორ­მოც­და­ერთ სი­ტყვას მო­ვა­ყო­ლებ.

მაშ ასე, ეს და­წე­რა კა­ლა­ძემ: მე­გობ­რე­ბო, უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის, მწე­რენ ნაც­ნო­ბე­ბი და სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ სად ვარ და რა­ტომ არ ვჩან­ვარ აქ­ტი­უ­რად.თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია: და­მი­დას­ტურ­და ვერ­ტებ­რო- ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მი და ვეს­ტი­ბუ­ლო­პა­თია, რის გა­მოც ვიმ­ყო­ფე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­ზე თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში. ვმუ­შა­ობ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში და ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას. მინ­დო­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­გან მი­გე­ღოთ. შეხ­ვედ­რამ­დე!

წა­ი­კი­თხეთ?მეც გა­ვე­ცა­ნი და მერე დავ­გუ­გ­ლე ეს ვერ­ტებ­რო- ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მი და... კი­დევ ერთხელ მო­მინ­და თქმა - ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებ, დე­და­ქა­ლა­ქის მერო!ამა­ვე დროს, ეს მი­მა­ნიშ­ნებს, რომ ბა­ტო­ნი კა­ლა­ძე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, "ოც­ნე­ბას", ჩანს, ჩა­მოს­ცილ­დე­ბა და არა­თუ კენ­ჭს აღარ/ვე­ღარ იყ­რის დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, არა­მედ, ვფიქ­რობ, პო­ლიტ.საბ­ჭოა თუ რა­ღაც, იმა­საც და­ტო­ვებს.ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი, რომ კა­ლა­ძე რე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლა­დაა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­გო­ნი­ლია, ცხა­დია, იქ­ნე­ბა!თუმ­ცა, ხსე­ნე­ბუ­ლი ვერ­ტებ­რო- ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი სა­ხუ­მა­რო არაა.ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვოთ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტს.ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს კი ვუ­თხრათ - მარ­ტო რჩე­ბით, პრე­მი­ე­რო... სულ მარ­ტო!

ეკა კვე­სი­ტა­ძე: Kakha Kaladze კახა კა­ლა­ძე გი­სურ­ვებ მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას!

რუ­სუ­დან ცხო­მე­ლი­ძე: ადა­მი­ან­მა და­წე­რა, დი­აგ­ნო­ზი და ის, რომ მკურ­ნა­ლობს. კო­მენ­ტა­რებ­ში ისე­თი ხდე­ბა, შე­მე­შინ­და ასეთ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბის... კო­რო­ნა­ვირუ­სი რას მივა ბო­რო­ტე­ბის, ღვარ­ძლის და ცი­ნიზ­მის იმ ვირუს­თან, რაც შეგ­ვე­ყა­რა... გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ კახა კა­ლა­ძეს!

ცხო­მე­ლი­ძის კო­მენ­ტა­რებ­ში თა­მუ­ნა ბო­დო­კია იხ­სე­ნებს, რომ კა­ლა­ძე კლი­ნი­კა­ში ოჯახ­თან ერ­თად ნახა.

"გუ­შინ ვნა­ხე ერთ კლი­ნი­კა­ში ცოლ­თან და ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად. მივ­ხვდი, რომ მის გამო იყ­ვნენ იმ კონ­კრე­ტულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. სხვას ეს არ გაყ­ვე­ბო­და, საქ­მი­დან და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რა­ღაც­ნა­ი­რად ავე­რი­დე და არც მი­ვე­სალ­მე, თან ხალ­ხი ყვე­ლა მა­გათ უყუ­რებ­და და აღარ შე­ვე­ჩე­ხე არც მას და არც მის დაც­ვას. ვი­ფიქ­რე, ნეტა ახლა თუ ვინ­მემ გა­და­უ­ღო და ატ­ვირ­თა ფბ-ზე, რა უნა­მუ­სო­ბა იქ­ნე­ბა-მეთ­ქი.

დღეს თა­ვად და­ჭირ­და ახ­სნა და დი­აგ­ნო­ზის და­წე­რაც. რამ გა­ა­ბო­რო­ტა ან გა­ა­სუ­ლე­ლა ასე ეს ხალ­ხი, მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი. სა­ნამ ცო­ცხა­ლია ადა­მი­ა­ნი, ვხრავთ, ვღ­ლი­ცი­ნებთ, ვწყევ­ლით. არ ვიცი ამას რა ქვია, ან სად ვართ სა­ერ­თოდ? უია­რა­ღო მკვლე­ლე­ბად იქ­ცნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვე­რა­სო­დეს რომ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი მათ თუ ეს შე­ეძ­ლოთ" - წერს თა­მუ­ნა ბო­დო­კია.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
H
130

ირაკლი ტაბლიაშვილს, რატომ გონია კალაძე პოლიტიკური ოპონენტი ? როგორც მახსოვს ფორმულას ჟურნალისტია თუ აღიარებს, რომ ეგ ვითომ ტელევიზია რიალურად ნაცსექტა არის ? ან რა უხარია კალაძე თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ საქმიანობას ვეღარ განაგრძობს და ღარიბაშვილი მარტო დარჩება? ასეთი ფარისევლური და ამორალური პოზიცია, როგორ უნდა გქონდეს კაც ასეთ საკითხზე, მაგრამ კაცი, რომელიც კეზერას მიერ რეკეტით და სისხლით ახეულ ფულზე ცხოვრობს რა უნდა მოთხოვო.

დეა
117

ღმერთმა ხელი მოუმართოს და მალე გამოჯანმრთელდეს ჩვენი მერი,რომელსაც ათასნაირი შეურაცყოფის ატანა უწევს.კარგია თუ მართლა ასე უცხადებენ მხარდაჭერას პოზიციის და ოპოზიციის წარმომადგენელი...უნებურად გამახსენდა ბავშვობის დროინდელი მულტფილმი - ლეაპოლდი....

ავტორი:

"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაშია და მკურნალობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!" - დაწერა კალაძემ.

მას შემდეგ რაც თბილისის მერმა აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ალეკო ელისაშვილი:

"პოლიტიკა პოლიტიკად მაგრამ პირველ რიგში, ადამიანები ვართ - ჰოდა, კახი კალაძეს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ფიზიკურ მწყობრში მალევე ჩადგომას"

ელენე ხოშტარია:

"მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"

ვახო სანაია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობა და კიდევ რამდენიმე - ეს არის ის საკითხები, რომელიც მხარდაჭერას მოითხოვს : საქმით ან სიტყვით. თუ ჩვენ ამის ძალას ვერ ვპოულობთ, ბოლოს და ბოლოს, დუმილი ხომ შეგვიძლია. დამთრგუნა კომენტარების ნაწილმა ჩემი წინა სტატუსის ქვეშ და სხვაგანაც. ბრაზმა და სიძულვილმა თუ გვძლია, არ ვიცი, სადამდე მივალთ. განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანის გარშემო არიან მშობლები ან ცოლი/ქმარი ან შვილები ან ნათესავები. ესენი ყველანი ნერვიულობენ, განიცდიან. მორალს არ ვკითხულობ. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ."

ლევან ხაბეიშვილი: ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის! ... მნიშვნელოვანია მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობისთვის,კეთილსინდისიერი შრომა ... უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია საჯარო პოლიტიკაში და სამსახურში მყოფ ადამიანებს ... ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, კეთილდღეობა დგას ჩვენი გადაწყვეტილებების უკან. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კახი კალაძეს

ბაია პატარაია: კაცმა საკუთარი დიაგნოზი დაწერა და უამრავი ადამიანი წერს, არ გვჯერაო. პოლიტიკურად სულ არ მომწონს კალაძე, მაგრამ რაღაცას მაინც ვცეთ პატივი და ნუ დავკარგავთ სახეს, მეგობრებო. ძაან შხამიანი რამეა ეს ფეისბუქი. რეალურ ცხოვრებაში სულაც არ ვართ ასეთი შეუბრალებელი ადამიანები. "ენა უძვლოა" კი არა, ფეისბუქი ყოფილა რაც ყოფილა: უძვლოც, უგულოც და ხშირად უგონოც. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

ირაკლი ტაბლიაშვილი: დედაქალაქის მერს ზუსტად ისევე ვუსურვებ ჯანმრთელობას, როგორც ყველას, ვისთვისაც მ(რ)თელი ჯანი მემეტება... ხოლო ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც არც ჯანი მემეტება და არც სიცოცხლე, სადმე შორიახლოს კი არა, ათასობით კილომეტრით ჩრდილოეთით ცხოვრობს. მოკლედ, კალაძეს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ჯერ გაგაცნობთ მის წერილსა თუ სტატუსს და შემდეგ ორმოცდაერთ სიტყვას მოვაყოლებ.

მაშ ასე, ეს დაწერა კალაძემ: მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!

წაიკითხეთ?მეც გავეცანი და მერე დავგუგლე ეს ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და... კიდევ ერთხელ მომინდა თქმა - ჯანმრთელობას გისურვებ, დედაქალაქის მერო!ამავე დროს, ეს მიმანიშნებს, რომ ბატონი კალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, "ოცნებას", ჩანს, ჩამოსცილდება და არათუ კენჭს აღარ/ვეღარ იყრის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე, არამედ, ვფიქრობ, პოლიტ.საბჭოა თუ რაღაც, იმასაც დატოვებს.ინსინუაციები, რომ კალაძე რეალურად ჯანმრთელადაა და ეს ყველაფერი მოგონილია, ცხადია, იქნება!თუმცა, ხსენებული ვერტებრო- ბაზილარული სინდრომის დიაგნოზი სახუმარო არაა.ჯანმრთელობა ვუსურვოთ პოლიტიკურ ოპონენტს.ირაკლი ღარიბაშვილს კი ვუთხრათ - მარტო რჩებით, პრემიერო... სულ მარტო!

ეკა კვესიტაძე: Kakha Kaladze კახა კალაძე გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას!

რუსუდან ცხომელიძე: ადამიანმა დაწერა, დიაგნოზი და ის, რომ მკურნალობს. კომენტარებში ისეთი ხდება, შემეშინდა ასეთ გარემოში ცხოვრების... კორონავირუსი რას მივა ბოროტების, ღვარძლის და ცინიზმის იმ ვირუსთან, რაც შეგვეყარა... გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კახა კალაძეს!

ცხომელიძის კომენტარებში თამუნა ბოდოკია იხსენებს, რომ კალაძე კლინიკაში ოჯახთან ერთად ნახა.

"გუშინ ვნახე ერთ კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მივხვდი, რომ მის გამო იყვნენ იმ კონკრეტულ განყოფილებაში. სხვას ეს არ გაყვებოდა, საქმიდან და სამსახურიდან გამომდინარე. რაღაცნაირად ავერიდე და არც მივესალმე, თან ხალხი ყველა მაგათ უყურებდა და აღარ შევეჩეხე არც მას და არც მის დაცვას. ვიფიქრე, ნეტა ახლა თუ ვინმემ გადაუღო და ატვირთა ფბ-ზე, რა უნამუსობა იქნება-მეთქი.

დღეს თავად დაჭირდა ახსნა და დიაგნოზის დაწერაც. რამ გააბოროტა ან გაასულელა ასე ეს ხალხი, მართლა ვერ ვხვდები. სანამ ცოცხალია ადამიანი, ვხრავთ, ვღლიცინებთ, ვწყევლით. არ ვიცი ამას რა ქვია, ან სად ვართ საერთოდ? უიარაღო მკვლელებად იქცნენ ისეთი ადამიანები, ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი მათ თუ ეს შეეძლოთ" - წერს თამუნა ბოდოკია.

"რა ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"

"რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა" - მეუფე ნიკოლოზის თქმით, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება არის სირცხვილი