მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო
"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა. რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, დღეს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მომ­ხდა­რი თით­ქოს­და ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ.

"რო­გორც სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებგ­ვერ­დი იუ­წყე­ბო­და: "მარ­ტვი­ლის მო­ნას­ტრის კომ­პლექ­სის ჩიქ­ვა­ნე­ბის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის კე­ლი­ა­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ფრეს­კა და­ა­ზი­ა­ნეს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მე­უ­ფე პეტ­რეს (ცა­ა­ვა) დაკ­ვე­თით შე­იქ­მნა. ფრეს­კის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია“.

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტავთ, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სამ­რეკ­ლო­ში ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­წყდა მცი­რე ტრა­პე­ზის მო­წყო­ბა და და­ი­წყო კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვაც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­და. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სამ­რეკ­ლოს ეს სარ­თუ­ლი სარ­და­ფის ტი­პი­საა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ნეს­ტმა კედ­ლის მხატ­ვრო­ბა და­ა­ზი­ა­ნა და გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სა­ღე­ბა­ვის ჩა­მოც­ვე­ნა გა­მო­იწ­ვია.

შე­სა­ბა­მი­სად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვან­და­ლიზ­მის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კედ­ლის მხატ­ვრო­ბის ად­გილ­ზე გაც­ნო­ბა, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას დაწ­ვრი­ლე­ბით მო­გაწ­ვდით", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ეხლა დაიწყება მოჩვენებები ვანდლიზმი იყო თუ არ იყო

კ ო მ ბ ლ ე
20

ილია მეორეს ფრესკა? ხუმრობთ ტოო? რომელი წმინდა გიორგი ეგა გვყავს როო?

... ისე საინტერესო ისაა გენერალსკი პაგონებით დახატეს, თუ ანაფორით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი თითქოსდა ვანდალური ფაქტის შესახებ.

"როგორც სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდი იუწყებოდა: "მარტვილის მონასტრის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ფრესკის დაზიანების მიზეზი უცნობია“.

ჭყონდიდის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულ სამრეკლოში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"აუცილებლად უნდა შემოვკრათ "განგაშის ზარებს", რადგან უცბათ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში" - გამყრელიძე

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."