37 წლის კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. სამკურნალოდ მას საზღვარგარეთ გამოკვლევები და ოპერაცია ესაჭიროება. მისი ჯანმრთელობის გაუარესება პოსტკოვიდურ პერიოდს უკავშირდება.
კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გაჩნდა გაურკვეველი ეტიოლოგიის კეროვანი წარმონაქმნი ფილტვში, რაც უცხოეთში მკურნალობას საჭიროებს. კობა ალხაზაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის თანამშრომელია, მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში ჟურნალისტად.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე -
"საქართველოს ბანკი" - GE47BG0000000148263300. მიმღები იაკობ ალხაზაშვილი.
"თიბისი ბანკი" - GE18TB7022745061100103. მიმღები გვანცა ციმინტია.