მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაუთარგმნეთ, რომ მომსახურების სერვისში რასტრაპოვიჩიც შედისო" - როგორ "გააცურა" სოფიკო ჭიაურელმა მის სასტუმროში მისული იტალიელი ტურისტი
"გადაუთარგმნეთ, რომ მომსახურების სერვისში რასტრაპოვიჩიც შედისო" - როგორ "გააცურა" სოფიკო ჭიაურელმა მის სასტუმროში მისული იტალიელი ტურისტი

ამ­ბო­ბენ, არ­სე­ბო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბე­დის­წე­რამ წარ­მა­ტე­ბით თა­ვი­დან­ვე და­ა­სა­ჩუქ­რა. მათ შო­რი­საა, ქარ­თუ­ლი კი­ნოს და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა გან­ვლო. მა­ყუ­რე­ბელს მისი ასო­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი როლი ახ­სოვს. გა­მორ­ჩე­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი ამ ქვეყ­ნი­დან 2008 წლის 2 მარტს წა­ვი­და... ამ თა­რიღს მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუ­სე­ბის სა­ხით და­წყე­ბულ სე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბილ რე­ჟი­სო­რებ­სა და მსა­ხი­ო­ბებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის თხრო­ბას ეთ­მო­ბა, თბი­ლი მო­გო­ნე­ბა სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­საც მი­უ­ძღვნა...

"13 წელი გა­ვი­და... 2008 წლის 2 მარტს წა­ვი­და... ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი და მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი... სო­ფი­კო... რო­მელ­მაც და­ამ­სხვრია მითი, გე­ნი­ა­ლუ­რი მშობ­ლე­ბის შემ­დეგ შვი­ლებ­ზე ღმერ­თი ის­ვე­ნებ­სო... სო­ფი­კო... დიდი სახ­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­ა­სახ­ლი­სი.... სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, უკი­დე­გა­ნოდ ნი­ჭი­ე­რი ყვე­ლა იმ საქ­მე­ში, რა­საც ხელი შე­ავ­ლო... სახ­ლი, რო­მელ­შიც და­ი­ბა­და და რო­მელ­შიც გარ­და­იც­ვა­ლა, ფრთა­მო­ტე­ხი­ლი­ვით დგას კვლავ ფიქ­რის გო­რა­ზე - ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუჩა ნო­მე­რი 16... არა­და, რამ­დე­ნი რამ ახ­სოვს ამ კედ­ლებს...

მე, რო­მელ­მაც ერთი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის 4 წლის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნი რამ ვნა­ხე და სა­მუ­და­მოდ ჩა­ვი­ბეჭ­დე მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, თით­ქმის 100 წლის სახ­ლში რა ხდე­ბო­და? ვინ მას­პინ­ძლობ­და, ვინ სტუმ­რობ­და... რა ფო­ერ­ვერ­კე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი მთე­ლი ის ეზო-კარი... რა­ტომ­ღაც ერთი კუ­რი­ო­ზუ­ლი ის­ტო­რია გა­მახ­სენ­და. 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს, ახა­ლი ხილი იყო ე.წ. კერ­ძო სას­ტუმ­რო­ე­ბის ბუმი და ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ტა­შა ჩხიკ­ვა­ძემ "ვილა ბე­რი­კა­ში" და სო­ფი­კომ სახლ-მუ­ზე­უ­მის ფა­სა­დის მხა­რის 2 ოთახ­ში გა­და­წყვი­ტეს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო მო­ე­წყოთ. ეს არ იყო სტან­დარ­ტუ­ლი სას­ტუმ­რო-მომ­სა­ხუ­რე­ბა. ძი­რი­თა­დად აგ­ზავ­ნიდ­ნენ სხვა­დას­ხვა სა­ელ­ჩო­ე­ბი თითო-ორო­ლა სტუ­მარს. ეს იყო და ეს.

ფიქ­რის გო­რა­ზე ბევ­რმა იცის კი­დეც სახლ-მუ­ზე­უ­მის სას­ტუმ­რო ოთახ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ერთი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რის სცე­ნა და მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზი. ეზოს მხრი­დან შე­მო­სას­ვლე­ლი, ე.წ. ჰოლი და იქვე ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რი­კოს მე­მო­რი­ა­ლუ­რი ოთა­ხი. ქუ­ჩის მხა­რეს 2 სა­ძი­ნე­ბე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­სას­ვლე­ლე­ბი­თა და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით „სას­ტუმ­რო“ იყო.

თე­ატ­რი თა­ვი­სი რე­პერ­ტუ­ა­რი­თა და გან­რი­გით მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა იმ "სას­ტუმ­როს" იშ­ვი­ათ სტუ­მარ­თა მყუდ­რო­ე­ბას ის კა­მე­რუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი, რაც ამ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე იმარ­თე­ბო­და, ნამ­დვი­ლად არ არ­ღვევ­და.

ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც სახ­ლს ფიქ­რის გო­რა­ზე სტუმ­რობ­და არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი მსტის­ლავ რას­ტრა­პო­ვი­ჩი. ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა იყო გე­ნი­ა­ლურ ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტთან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო კი­თხვა-პა­სუ­ხი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ორა­ტო­რი გახ­ლდათ ბა­ტო­ნი მსტის­ლა­ვი. კოტე მა­ხა­რა­ძემ წი­ნას­წარ იზ­რუ­ნა და ვე­რი­კოს ცნო­ბილ ხვე­ულ კი­ბეს­თან სტუ­მარს ვი­ო­ლონ­ჩე­ლიც და­ახ­ვედ­რა.

შეხ­ვედ­რა იმ­დე­ნად არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ და მე­გობ­რულ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ ბა­ტონ­მა რას­ტრა­პო­ვიჩ­მა არ იუ­ა­რა და­ეკ­რა. იქვე სა­ხელ­და­ხე­ლოდ აა­წყო ინ­სტრუ­მენ­ტი, თან ხუმ­რობ­და, რა­ღაც მსგავს ის­ტო­რი­ებს ყვე­ბო­და მისი ცხოვ­რე­ბი­დან. უცებ ყვე­ლა­ფე­რი მი­ჩუმ­და და მთე­ლი სი­დი­ა­დი­თა და ჟღე­რა­დო­ბით გა­ის­მა ვი­ო­ლონ­ჩე­ლის ხმა... სტუ­მა­რი თავ­და­ვი­წყე­ბით უკ­რავ­და შნიტ­კე­სა და პენ­დერეც­კის ნა­წარ­მო­ე­ბებს. ეს სა­ხელ­და­ხე­ლო კონ­ცერ­ტიც და­ახ­ლო­ვე­ბით 40-45 წუთს გაგ­რძელ­და.

თურ­მე ამ დროს „სას­ტუმ­როს“ ერთ-ერთ ნო­მერ­ში იმ­ყო­ფე­ბა იტა­ლი­ე­ლი სტუ­მა­რი - გიჟი მე­ლო­მა­ნი. მუ­სი­კის ჰანგს გა­მოჰ­ყვა და მისი ნომ­რი­დან სას­ტუმ­რო ოთახ­ში ამოჰ­ყო თავი. რას­ტრა­პო­ვი­ჩი იცნო, ყბა ჩა­მო­უ­ვარ­და... გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყუ­რე­ბო­და აქეთ-იქით... თავი ალ­ბათ სიზ­მარ­ში ეგო­ნა. დას­რულ­და იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი, იგ­რი­ა­ლა ტაშ­მა, ყვე­ლა­ზე მხნედ სტუმ­რის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, იქვე ბრა­ვა-ბრა­ვას ძა­ხი­ლით ყელი ჩა­იხ­ლი­ჩა და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ყუ­რა­დღე­ბაც მი­იქ­ცია. სო­ფი­კომ წამ­სვე აუღო ალღო მის გა­ოგ­ნე­ბას, იქვე და­თოს და­უ­ძა­ხა - თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ტორს და უთხრა, ახლა ამას გა­და­უ­თარ­გმნე - ხე­დავთ, რა დო­ნის სას­ტუმ­რო­ში მოხ­ვდი, მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვის­ში რას­ტრა­პო­ვი­ჩიც შე­დი­სო. სტუ­მა­რი წას­ვლი­სას ად­მი­ნის­ტრა­ტორს ეკი­თხე­ბო­და, კონ­ცერ­ტის რამ­დე­ნი უნდა გა­და­ვი­ხა­დოო, და­თოც არ გა­ტყდა და დი­ა­სახ­ლი­სის ხუმ­რო­ბა ბო­ლომ­დე გა­ი­ტა­ნა, ეგ ფას­ში იყო შე­სუ­ლიო. ასე­თი გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი და­ტო­ვა იტა­ლი­ე­ლი სტუ­მა­რი "სას­ტუმ­როს დი­ა­სახ­ლის­მა".

ერთხელ "ნე­ა­პო­ლი მი­ლი­ო­ნერ­თა ქა­ლაქს" ვთა­მა­შობ­დით გას­ვლით სპექ­ტაკ­ლად რუს­თა­ვის რა­ღაც კლუბ­ში, თე­ატ­რი რე­მონტზე იყო, კლუ­ბის სცე­ნა კი იმ­დე­ნად პა­ტა­რა, რომ სო­ფი­კო ხუმ­რობ­და, გი­ვის სა­წოლს და მა­გი­დას რომ დად­გამთ, მე კუ­ლი­სე­ბი­დან უნდა ვი­თა­მა­შო, სცე­ნა­ზე ვე­ღარ და­ვე­ტე­ვიო. მერე ჩვენ, „მა­სოვ­კას“ გვა­შა­ყი­რებ­და. ჩვე­ნი რო­ლე­ბი აივ­ნებ­ზე გად­მოდ­გო­მა­სა და სა­ერ­თო მხი­ა­რუ­ლე­ბის შექ­მნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და… სად იყო აივ­ნე­ბი, მთა­ვა­რი რო­ლე­ბი თვი­თონ ძლივს ეტე­ოდ­ნენ. ჩვენ შე­ვე­გუ­ეთ, რომ ტყუ­ი­ლად ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი და კუ­ლი­სებ­ში მო­ვე­წყვეთ, "შუ­მე­ბის" შე­საქ­მნე­ლად.

სო­ფი­კომ გა­აფრ­თხი­ლა გივი, ნუ გა­ჭი­მავთ რა, კო­ტემ უნდა მო­მა­კი­თხოს და სას­წრა­ფო საქ­მე­ზე უნდა წა­ვი­დეო... მერე კი ხუმ­რობ­და თვი­თონ, რამ მათ­ქმე­ვი­ნა, არ ვი­ცო­დი, ესე­ნი რა "შტუ­კა­საც" მი­ზამ­დნე­ნო, მაგ­რამ მთლად ისე არ მო­ე­ლო­და, რომ მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, აქეთ გივი ბე­რი­კამ, იქეთ მალ­ხაზ გორ­გი­ლა­ძემ ჭი­მეს და ჭი­მეს სპექ­ტაკ­ლი, ამა­სო­ბა­ში ბა­ტო­ნი კო­ტეც ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ რას იზამ­და, ჯერ შუ­ა­წელ­ში იყ­ვნენ.

მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბის და­სა­წყის­ში ერი­კოს და­ბა­დე­ბის დღის ეპი­ზოდ­ში, ცეკ­ვა იყო... ცეკ­ვავ­დნენ სო­ფი­კო და მალ­ხა­ზი, გივი კი მათ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ამ დროს ხა­თუ­ნა ხო­ბუ­ას­თან და ნინო ზა­უ­ტაშ­ვილ­თან ერ­თად, ცეკ­ვა-ცეკ­ვით არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, თა­ვად ბა­ტო­ნი კოტე შე­მო­ვი­და სცე­ნა­ზე. მე­რაბ თა­ბუ­კაშ­ვილს რა­ღაც შლა­პა აარ­თვა, დათო დვა­ლიშ­ვილს მო­სას­ხა­მი და „მა­სოვ­კა­ში“ ცეკ­ვა-ცეკ­ვით შე­მო­ი­პა­რა. ხალ­ხმა იცნო და უცებ იგ­რი­ა­ლა ტაშ­მა... სა­ხალ­ხო არ­ტისტს შეხ­ვდნენ...

თან, ცოტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბიც... ასე­თი ცნო­ბი­ლი კაცი თუ თა­მა­შობ­და, აფი­შა­ზე რა­ტომ არ ეწე­რაო? უცებ ბა­ტო­ნი კო­ტეს ხმა - ამა­ლია, რა დროს ცეკ­ვაა, არ გახ­სოვს, რომ გვეჩ­ქა­რე­ბა? და ეს იყო გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა. გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სო­ფი­კოს პერ­სო­ნა­ჟის - ამა­ლი­ას ქმარს თა­მა­შობ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ოტე­ლოს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შა იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლად. ვი­ღას ახ­სოვ­და სა­წყა­ლი დე ფი­ლი­პო. გე­ნი­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი ახალ ნა­წარ­მო­ებს ქმნიდ­ნენ იქვე მა­ყუ­რებ­ლის თან­დას­წრე­ბით. იყო დიდი სი­ცილ-ხარ­ხა­რი.

გა­ვერ­თეთ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე, არც მა­ყუ­რე­ბელ­მა და­აკ­ლო გარ­თო­ბა, რად­გან სცე­ნა­ზე პი­ე­სას აც­დე­ნი­ლი, თუმ­ცა ნი­ჭი­ე­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა კუ­ლი­სებ­ში გოგი თო­და­ძე - სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, იცი­ნო­და. მოკ­ლედ, სტუმ­რად ისე და­აგ­ვი­ა­ნეს, რომ სპექ­ტაკ­ლი 2-ის ნაც­ვლად 3 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. ზოგ­ჯერ ასე­თი „ხუ­ლიგ­ნო­ბე­ბიც“ ხდე­ბა ხოლ­მე სცე­ნა­ზე, რაც მა­ყუ­რე­ბელ­საც ახა­ლი­სებს და თე­ატ­რის კუ­რი­ო­ზე­ბის ის­ტო­რი­ა­შიც რჩე­ბა.

რა და­სა­ნა­ნია სო­ფი­კოს ასე უდ­როო წას­ვლა... თხე­მით ტერ­ფამ­დე ნი­ჭი­ე­რი­აო, რომ იტყოდ­ნენ ხოლ­მე... სწო­რედ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს მი­ე­სა­და­გე­ბო­და ეს სი­ტყვე­ბი. სა­ო­ცა­რი ლი­რიზ­მი, ამავდრო­უ­ლად ცე­ტუ­რი ახ­ტა­ჯა­ნო­ბა, ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი პლას­ტი­კა, მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა, არ­ტის­ტიზ­მი, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით... ამავდრო­უ­ლად სა­ნა­ქე­ბო დი­ა­სახ­ლი­სი, მკე­რა­ვი, კუ­ლი­ნა­რი... ბოლო წლებ­ში "პრა­რა­ბი". მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი მძღო­ლი...

და კი­დევ და­უ­ზა­რე­ლი ნე­ბის­მი­ერ გან­საც­დელ­ში "ჭირ­სა" თუ "ლხინ­ში" გვერ­დში დგო­მის­თვის, გამ­ხნე­ვე­ბის­თვის... სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ზე­ხა­რის­ხი... არც მახ­სენ­დე­ბა ისე­თი დღე მათ­თან, სტუმ­რის გა­რე­შე... ოჰ, მოხ­ვე­დი კუ­კუშ... შენც გე­ნაც­ვა­ლე... იტყო­და და მერე იწყე­ბო­და "მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ოც­რე­ბა­თა სამ­ყა­რო­ში". იმ კედ­ლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი დღე ერ­თმა­ნეთს არ ჰგავ­და, ისე­ვე რო­გორც ამ კედ­ლე­ბის ბი­ნა­დარ­ნიც სა­ოც­რად გან­სხვა­ვე­ბულ­ნი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­ნი იყ­ვნენ. ერთი დიდი რამ კი უდა­ვოდ აერ­თი­ა­ნებ­დათ - უკი­დე­გა­ნო ნი­ჭი­ე­რე­ბა!!! 2 მარტს 13 წელი შეს­რულ­და რაც სო­ფი­კომ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვა და შე­უ­ერ­თდა გე­ნი­ა­ლურ თე­ატ­რა­ლურ და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბას ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში".

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა ნინუა
0

კორიფეები არასდროს მიდიან ისინი ისტორიაში იდებენ ბინას. მე მომსწრე ვარ სიფიკოს და კოტეს სიყვარულისა ურიელის სპექტაკლზე ვიყავი კულისებში ამოვყავი თავი კოტემ თავისი მიზანსცენა დაასრულა შემდეგ სოფიკოც გამოვარდა კულისში და თადავიწყრბით ჩაეხუტნენ ერთმანეთს ეს ორი ბუმბერაზი მსახიობი და უზომოდ შეყვარებულები რომლებიც ვერავის და ვერაფერ ხედავდნენ ერთმანეთის მეტს ჩაეხუტნენ ერთმანეთს

უფალო ნათელი დაადგეს მათ სულებს ამინ

 

liza
1

საყვარელი, დაუვიწყარი მსახიობი. მართლაც რამდენი ნიჭიერი და განუმეორებელი ადამიანი წაგვართვა ბედისწერამ. თითქოს არ დააცადა ბოლომდე, ისე წაიყვანა და დიდი გულისტკივილი დაგვიტოვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გადაუთარგმნეთ, რომ მომსახურების სერვისში რასტრაპოვიჩიც შედისო" - როგორ "გააცურა" სოფიკო ჭიაურელმა მის სასტუმროში მისული იტალიელი ტურისტი

"გადაუთარგმნეთ, რომ მომსახურების სერვისში რასტრაპოვიჩიც შედისო" - როგორ "გააცურა" სოფიკო ჭიაურელმა მის სასტუმროში მისული იტალიელი ტურისტი

ამბობენ, არსებობენ მსახიობები, რომლებიც ბედისწერამ წარმატებით თავიდანვე დაასაჩუქრა. მათ შორისაა, ქართული კინოს და თეატრის მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, რომელმაც საინტერესო, მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრება განვლო. მაყურებელს მისი ასობით წარმატებული როლი ახსოვს. გამორჩეული და ნიჭიერი მსახიობი ამ ქვეყნიდან 2008 წლის 2 მარტს წავიდა... ამ თარიღს მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გამოეხმაურა. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსების სახით დაწყებულ სერიაში, რომელიც ცნობილ რეჟისორებსა და მსახიობებზე საინტერესო ამბების თხრობას ეთმობა, თბილი მოგონება სოფიკო ჭიაურელსაც მიუძღვნა...

"13 წელი გავიდა... 2008 წლის 2 მარტს წავიდა... ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ნიჭიერი და მაყურებლისათვის გამორჩეულად საყვარელი... სოფიკო... რომელმაც დაამსხვრია მითი, გენიალური მშობლების შემდეგ შვილებზე ღმერთი ისვენებსო... სოფიკო... დიდი სახლის შესანიშნავი დიასახლისი.... სტუმართმოყვარე, მრავალფეროვანი, უკიდეგანოდ ნიჭიერი ყველა იმ საქმეში, რასაც ხელი შეავლო... სახლი, რომელშიც დაიბადა და რომელშიც გარდაიცვალა, ფრთამოტეხილივით დგას კვლავ ფიქრის გორაზე - ანჯაფარიძის ქუჩა ნომერი 16... არადა, რამდენი რამ ახსოვს ამ კედლებს...

მე, რომელმაც ერთი მსახიობის თეატრში მუშაობის 4 წლის მანძილზე იმდენი რამ ვნახე და სამუდამოდ ჩავიბეჭდე მეხსიერებაში, წარმოგიდგენიათ, თითქმის 100 წლის სახლში რა ხდებოდა? ვინ მასპინძლობდა, ვინ სტუმრობდა... რა ფოერვერკებით იყო დატვირთული მთელი ის ეზო-კარი... რატომღაც ერთი კურიოზული ისტორია გამახსენდა. 90-იანების ბოლოს, ახალი ხილი იყო ე.წ. კერძო სასტუმროების ბუმი და ქალბატონმა ნატაშა ჩხიკვაძემ "ვილა ბერიკაში" და სოფიკომ სახლ-მუზეუმის ფასადის მხარის 2 ოთახში გადაწყვიტეს საოჯახო სასტუმრო მოეწყოთ. ეს არ იყო სტანდარტული სასტუმრო-მომსახურება. ძირითადად აგზავნიდნენ სხვადასხვა საელჩოები თითო-ოროლა სტუმარს. ეს იყო და ეს.

ფიქრის გორაზე ბევრმა იცის კიდეც სახლ-მუზეუმის სასტუმრო ოთახში განთავსებული იყო ერთი მსახიობის თეატრის სცენა და მაყურებელთა დარბაზი. ეზოს მხრიდან შემოსასვლელი, ე.წ. ჰოლი და იქვე ქალბატონი ვერიკოს მემორიალური ოთახი. ქუჩის მხარეს 2 საძინებელი დამოუკიდებელი შესასვლელებითა და სველი წერტილებით „სასტუმრო“ იყო.

თეატრი თავისი რეპერტუარითა და განრიგით მუშაობდა, თუმცა იმ "სასტუმროს" იშვიათ სტუმართა მყუდროებას ის კამერული სპექტაკლები, რაც ამ თეატრის სცენაზე იმართებოდა, ნამდვილად არ არღვევდა.

ერთ მშვენიერ დღესაც სახლს ფიქრის გორაზე სტუმრობდა არც მეტი, არც ნაკლები მსტისლავ რასტრაპოვიჩი. ქართული ინტელიგენციის მეგობრული შეხვედრა იყო გენიალურ ვიოლონჩელისტთან. რასაკვირველია, იყო კითხვა-პასუხი, არაჩვეულებრივი ორატორი გახლდათ ბატონი მსტისლავი. კოტე მახარაძემ წინასწარ იზრუნა და ვერიკოს ცნობილ ხვეულ კიბესთან სტუმარს ვიოლონჩელიც დაახვედრა.

შეხვედრა იმდენად არაოფიციალურ და მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რომ ბატონმა რასტრაპოვიჩმა არ იუარა დაეკრა. იქვე სახელდახელოდ ააწყო ინსტრუმენტი, თან ხუმრობდა, რაღაც მსგავს ისტორიებს ყვებოდა მისი ცხოვრებიდან. უცებ ყველაფერი მიჩუმდა და მთელი სიდიადითა და ჟღერადობით გაისმა ვიოლონჩელის ხმა... სტუმარი თავდავიწყებით უკრავდა შნიტკესა და პენდერეცკის ნაწარმოებებს. ეს სახელდახელო კონცერტიც დაახლოვებით 40-45 წუთს გაგრძელდა.

თურმე ამ დროს „სასტუმროს“ ერთ-ერთ ნომერში იმყოფება იტალიელი სტუმარი - გიჟი მელომანი. მუსიკის ჰანგს გამოჰყვა და მისი ნომრიდან სასტუმრო ოთახში ამოჰყო თავი. რასტრაპოვიჩი იცნო, ყბა ჩამოუვარდა... გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქით... თავი ალბათ სიზმარში ეგონა. დასრულდა იმპროვიზირებული კონცერტი, იგრიალა ტაშმა, ყველაზე მხნედ სტუმრის აპლოდისმენტები გამოიყურებოდა, იქვე ბრავა-ბრავას ძახილით ყელი ჩაიხლიჩა და ძალაუნებურად ყურადღებაც მიიქცია. სოფიკომ წამსვე აუღო ალღო მის გაოგნებას, იქვე დათოს დაუძახა - თეატრის ადმინისტრატორს და უთხრა, ახლა ამას გადაუთარგმნე - ხედავთ, რა დონის სასტუმროში მოხვდი, მომსახურების სერვისში რასტრაპოვიჩიც შედისო. სტუმარი წასვლისას ადმინისტრატორს ეკითხებოდა, კონცერტის რამდენი უნდა გადავიხადოო, დათოც არ გატყდა და დიასახლისის ხუმრობა ბოლომდე გაიტანა, ეგ ფასში იყო შესულიო. ასეთი განცვიფრებული დატოვა იტალიელი სტუმარი "სასტუმროს დიასახლისმა".

ერთხელ "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქს" ვთამაშობდით გასვლით სპექტაკლად რუსთავის რაღაც კლუბში, თეატრი რემონტზე იყო, კლუბის სცენა კი იმდენად პატარა, რომ სოფიკო ხუმრობდა, გივის საწოლს და მაგიდას რომ დადგამთ, მე კულისებიდან უნდა ვითამაშო, სცენაზე ვეღარ დავეტევიო. მერე ჩვენ, „მასოვკას“ გვაშაყირებდა. ჩვენი როლები აივნებზე გადმოდგომასა და საერთო მხიარულების შექმნაში გამოიხატებოდა… სად იყო აივნები, მთავარი როლები თვითონ ძლივს ეტეოდნენ. ჩვენ შევეგუეთ, რომ ტყუილად ვიყავით წასულები და კულისებში მოვეწყვეთ, "შუმების" შესაქმნელად.

სოფიკომ გააფრთხილა გივი, ნუ გაჭიმავთ რა, კოტემ უნდა მომაკითხოს და სასწრაფო საქმეზე უნდა წავიდეო... მერე კი ხუმრობდა თვითონ, რამ მათქმევინა, არ ვიცოდი, ესენი რა "შტუკასაც" მიზამდნენო, მაგრამ მთლად ისე არ მოელოდა, რომ მოვლენები განვითარდებოდა. მოკლედ, აქეთ გივი ბერიკამ, იქეთ მალხაზ გორგილაძემ ჭიმეს და ჭიმეს სპექტაკლი, ამასობაში ბატონი კოტეც ჩამოვიდა, მაგრამ რას იზამდა, ჯერ შუაწელში იყვნენ.

მეორე მოქმედების დასაწყისში ერიკოს დაბადების დღის ეპიზოდში, ცეკვა იყო... ცეკვავდნენ სოფიკო და მალხაზი, გივი კი მათზე ეჭვიანობდა. ამ დროს ხათუნა ხობუასთან და ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ცეკვა-ცეკვით არც მეტი, არც ნაკლები, თავად ბატონი კოტე შემოვიდა სცენაზე. მერაბ თაბუკაშვილს რაღაც შლაპა აართვა, დათო დვალიშვილს მოსასხამი და „მასოვკაში“ ცეკვა-ცეკვით შემოიპარა. ხალხმა იცნო და უცებ იგრიალა ტაშმა... სახალხო არტისტს შეხვდნენ...

თან, ცოტა გაკვირვებულებიც... ასეთი ცნობილი კაცი თუ თამაშობდა, აფიშაზე რატომ არ ეწერაო? უცებ ბატონი კოტეს ხმა - ამალია, რა დროს ცეკვაა, არ გახსოვს, რომ გვეჩქარება? და ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. გივი ბერიკაშვილმა, რომელიც სოფიკოს პერსონაჟის - ამალიას ქმარს თამაშობდა, პრაქტიკულად, ოტელოს ეჭვიანობის სცენა გაითამაშა იმპროვიზირებულად. ვიღას ახსოვდა საწყალი დე ფილიპო. გენიალური არტისტები ახალ ნაწარმოებს ქმნიდნენ იქვე მაყურებლის თანდასწრებით. იყო დიდი სიცილ-ხარხარი.

გავერთეთ ყველა მონაწილე, არც მაყურებელმა დააკლო გართობა, რადგან სცენაზე პიესას აცდენილი, თუმცა ნიჭიერების დღესასწაული მიმდინარეობდა. ყველაზე ხმამაღლა კულისებში გოგი თოდაძე - სპექტაკლის რეჟისორი, იცინოდა. მოკლედ, სტუმრად ისე დააგვიანეს, რომ სპექტაკლი 2-ის ნაცვლად 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ზოგჯერ ასეთი „ხულიგნობებიც“ ხდება ხოლმე სცენაზე, რაც მაყურებელსაც ახალისებს და თეატრის კურიოზების ისტორიაშიც რჩება.

რა დასანანია სოფიკოს ასე უდროო წასვლა... თხემით ტერფამდე ნიჭიერიაო, რომ იტყოდნენ ხოლმე... სწორედ სოფიკო ჭიაურელს მიესადაგებოდა ეს სიტყვები. საოცარი ლირიზმი, ამავდროულად ცეტური ახტაჯანობა, ფენომენალური პლასტიკა, მუსიკალურობა, არტისტიზმი, ამ სიტყვის ყველაზე აღმატებული გამოხატულებით... ამავდროულად სანაქებო დიასახლისი, მკერავი, კულინარი... ბოლო წლებში "პრარაბი". მთელი ცხოვრების მანძილზე მოუხელთებელი მძღოლი...

და კიდევ დაუზარელი ნებისმიერ განსაცდელში "ჭირსა" თუ "ლხინში" გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის... სტუმართმოყვარეობის ზეხარისხი... არც მახსენდება ისეთი დღე მათთან, სტუმრის გარეშე... ოჰ, მოხვედი კუკუშ... შენც გენაცვალე... იტყოდა და მერე იწყებოდა "მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში". იმ კედლებში გატარებული არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავდა, ისევე როგორც ამ კედლების ბინადარნიც საოცრად განსხვავებულნი და ინდივიდუალურნი იყვნენ. ერთი დიდი რამ კი უდავოდ აერთიანებდათ - უკიდეგანო ნიჭიერება!!! 2 მარტს 13 წელი შესრულდა რაც სოფიკომ ამქვეყნიური ცხოვრება დატოვა და შეუერთდა გენიალურ თეატრალურ და კინოხელოვნებას ზეციურ საქართველოში".