მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
გურჯაანში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და სამი პი­რის დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის და სამი პი­რის დაჭ­რის ფაქ­ტი გახ­სნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი: 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ტ. და 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ტ.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 მარტს, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ჩუმ­ლა­ყის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ბ.-ს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, რის შე­დე­გა­დაც ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ჩ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1990 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.მ.-მ, 1972 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ზ.ბ.-მ და თა­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბელ­მა - მ.ბ.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს. სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის 2 ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 2 მჭი­დი და 8 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ამო­ი­ღეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და სამი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

გურჯაანში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

გურჯაანში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.

დაკავებულია 2 პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 წელს დაბადებული ჯ.ტ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ.-მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ინფორმაციას ავრცელებს პენიტენციური სამსახური გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

"ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს კომაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ადვოკატის თქმით, გოგი წულაია შიმშილობს