პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუეცში გაჭედილი გემი და ყოველდღიურად 9,6 - მილიარდიანი ზარალი  - "ეს იგივეა, რომ გამორიყული უზარმაზარი ვეშაპი ისევ წყალში გავათრიოთ“
სუეცში გაჭედილი გემი და ყოველდღიურად 9,6 - მილიარდიანი ზარალი  - "ეს იგივეა, რომ გამორიყული უზარმაზარი ვეშაპი ისევ წყალში გავათრიოთ“

უცხო­ურ მა­ს­მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იხი­ლე­ბა სუ­ე­ცის არხში მომ­ხდა­რი სა­ზღვაო ავა­რია, რო­მელ­საც გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის მას­შტა­ბუ­რი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გი­გან­ტურ­მა კონ­ტე­ი­ნერმ­ზიდ­მა "ევერ გი­ვენ­მა" მარ­თვა და­კარ­გა, შეტ­რი­ალ­და და არხი მთლი­ა­ნად გა­და­კე­ტა. გაჩ­ნდა გე­მე­ბის უდი­დე­სი "სა­ცო­ბი“. არხში მოძ­რა­ო­ბის გა­ნახ­ლე­ბას, მის თავ­სა და ბო­ლო­ში - ქა­ლაქ სუ­ეც­სა და პორტ-სა­იდ­ში - 200 გემი ელო­დე­ბა.

რო­გორც ამე­რი­კულ"ბლუმ­ბერ­გი“ («Bloomberg») წერს სტა­ტი­ა­ში - "გე­მე­ბი ძვე­ლი გზით, აფ­რი­კის გარსშე­მოვ­ლით მი­ცუ­რა­ვენ“, სუ­ე­ცის არ­ხის დაბ­ლოკ­ვის გამო მსოფ­ლი­ოს ვაჭ­რო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად 9,6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით ზა­რა­ლობს. არ­ხის ორი­ვე მხა­რეს გა­ჩე­რე­ბუ­ლი გე­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ათი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის პრო­დუქ­ცი­ით არი­ან დატ­ვირ­თუ­ლი და მათ­თვის ყო­ვე­ლი დღე ზა­რა­ლის მომ­ტა­ნია. მათ შე­უძ­ლი­ათ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტით ისარ­გებ­ლონ - ძვე­ლი სა­ზღვაო გზით, აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის უკი­დუ­რეს სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე, კე­თი­ლი იმე­დის კონ­ცხის გარსშე­მოვ­ლით, მაგ­რამ ამ გზის გავ­ლას ისი­ნი ორ კვი­რას მო­უნ­დე­ბი­ან.

ექ­სპერტთა თქმით, არხში "გა­ჭე­დი­ლი ვე­შა­პის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა და­ჭირ­დეს. 200 ათას­ტო­ნი­ა­ნი და 400-მეტ­რი­ა­ნი კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დის მფლო­ბელ­მა ია­პო­ნურ­მა კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­მაც ბო­დი­ში მო­უ­ხა­და მსოფ­ლი­ოს სა­ხელ­მწი­ფო­ებს ვაჭ­რო­ბა­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი გამო, გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს გე­მის "გა­მო­საყ­ვა­ნად, რო­მელ­საც ცხვი­რი არ­ხის ნა­პი­რის ქვი­შა­ში ღრმად აქვს შე­ყო­ფი­ლი“. ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია Smit Salvag-ის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ვა­რა­უ­დით, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 ათა­სამ­დე კუ­ბა­მეტ­რი სი­ლის სხვა ად­გილ­ზე გა­და­ტა­ნა, რომ გემს ცხვი­რი "გა­უ­თა­ვი­სუფ­ლონ“.

"არა­ვის შე­ში­ნე­ბა არ მინ­და, მაგ­რამ ავა­რი­ის აღ­მო­ფხვრას და არ­ხის ნა­პი­რი­დან გე­მის გა­მოყ­ვა­ნას შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა და­ჭირ­დეს... ეს იგი­ვეა, რომ პლაჟ­ზე გა­რი­ყუ­ლი უზარ­მა­ზა­რი ვე­შა­პი უკან, ისევ წყალ­ში გა­ვათ­რი­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­ტერ ბერ­დოვ­სკიმ.

სხვა­თა შო­რის, რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის "ბი-ბი-სი“-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი («BBC russian») აღ­ნიშ­ნავს, სწო­რედ Smit Salvag-ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ჩა­ძი­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი კრუ­ი­ზუ­ლი ლა­ი­ნე­რის "კოს­ტა კონ­კორ­დი­ას“ და რუ­სუ­ლი ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვის "კურსკის“ ამო­ღე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ევერ გი­ვე­ნის" მფლო­ბე­ლი და მისი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­ე­ჯა­ხე­ბი­ან სა­ჩივ­რებს მი­ლი­ო­ნე­ბის მო­თხოვ­ნით იმ ფირ­მე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც დრო­უ­ლად ვერ გა­და­ზი­დეს ან ვერ მი­ი­ღეს ტვირ­თე­ბი.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
2

იქნებ ეხლა მაინც მიხვდნენ, რომ გასაფართეოებელია სუეციც და პანამის არხებიც. შემჯდარი იყო ეგვიპტე და მოსდიოდა დოლარები. იქით დახარჯვა კი არ უნდათ. არადა მთლიანი გაფართოების პროექტი 2 კვირის მოცდენის ღირებულება ჯდება. 

დ გ
2

აი ეხლა ნახეთ საქართველოში ბენზინის ფასის ზრდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

სუეცში გაჭედილი გემი და ყოველდღიურად 9,6 - მილიარდიანი ზარალი  - "ეს იგივეა, რომ გამორიყული უზარმაზარი ვეშაპი ისევ წყალში გავათრიოთ“

სუეცში გაჭედილი გემი და ყოველდღიურად 9,6 - მილიარდიანი ზარალი  - "ეს იგივეა, რომ გამორიყული უზარმაზარი ვეშაპი ისევ წყალში გავათრიოთ“

უცხოურ მასმედიაში აქტიურად იხილება სუეცის არხში მომხდარი საზღვაო ავარია, რომელსაც გლობალური ეკონომიკისათვის მასშტაბური ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ გიგანტურმა კონტეინერმზიდმა "ევერ გივენმა" მართვა დაკარგა, შეტრიალდა და არხი მთლიანად გადაკეტა. გაჩნდა გემების უდიდესი "საცობი“. არხში მოძრაობის განახლებას, მის თავსა და ბოლოში - ქალაქ სუეცსა და პორტ-საიდში - 200 გემი ელოდება.

როგორც ამერიკულ"ბლუმბერგი“ («Bloomberg») წერს სტატიაში - "გემები ძველი გზით, აფრიკის გარსშემოვლით მიცურავენ“, სუეცის არხის დაბლოკვის გამო მსოფლიოს ვაჭრობა ყოველდღიურად 9,6 მილიარდი დოლარით ზარალობს. არხის ორივე მხარეს გაჩერებული გემები დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის პროდუქციით არიან დატვირთული და მათთვის ყოველი დღე ზარალის მომტანია. მათ შეუძლიათ ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლონ - ძველი საზღვაო გზით, აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე, კეთილი იმედის კონცხის გარსშემოვლით, მაგრამ ამ გზის გავლას ისინი ორ კვირას მოუნდებიან.

ექსპერტთა თქმით, არხში "გაჭედილი ვეშაპის გათავისუფლებას“ შეიძლება რამდენიმე კვირა დაჭირდეს. 200 ათასტონიანი და 400-მეტრიანი კონტეინერმზიდის მფლობელმა იაპონურმა კომპანიამ, რომელმაც ბოდიში მოუხადა მსოფლიოს სახელმწიფოებს ვაჭრობაში მიყენებული ზარალი გამო, განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს გემის "გამოსაყვანად, რომელსაც ცხვირი არხის ნაპირის ქვიშაში ღრმად აქვს შეყოფილი“. ჰოლანდიური კომპანია Smit Salvag-ის სპეციალისტთა ვარაუდით, საჭირო იქნება დაახლოებით 20 ათასამდე კუბამეტრი სილის სხვა ადგილზე გადატანა, რომ გემს ცხვირი "გაუთავისუფლონ“.

"არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ავარიის აღმოფხვრას და არხის ნაპირიდან გემის გამოყვანას შეიძლება რამდენიმე კვირა დაჭირდეს... ეს იგივეა, რომ პლაჟზე გარიყული უზარმაზარი ვეშაპი უკან, ისევ წყალში გავათრიოთ“, - განაცხადა ჰოლანდიური კომპანიის ხელმძღვანელმა პიტერ ბერდოვსკიმ.

სხვათა შორის, როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აღნიშნავს, სწორედ Smit Salvag-ის სპეციალისტები მონაწილეობდნენ ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული იტალიური კრუიზული ლაინერის "კოსტა კონკორდიას“ და რუსული ატომური წყალქვეშა ნავის "კურსკის“ ამოღებაში.

აღსანიშნავია, რომ "ევერ გივენის" მფლობელი და მისი სადაზღვევო კომპანია, დიდი ალბათობით, შეეჯახებიან საჩივრებს მილიონების მოთხოვნით იმ ფირმებისგან, რომლებმაც დროულად ვერ გადაზიდეს ან ვერ მიიღეს ტვირთები.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ვეთანხმები ჯო ბაიდენს, ვლადიმერ პუტინი მკვლელია" - ლიეტუვას პრეზიდენტი

Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს - სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები