მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ
შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

ბა­კუ­რი­ა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­რორ­ტია, რო­მე­ლიც არ­ცერთ სე­ზონ­ზე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად კი სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი დე­ვე­ლო­პე­რულ პრო­ექ­ტებს მუდ­მი­ვად ახორ­ცი­ე­ლებს.

ბა­კუ­რი­ა­ნის აქ­ტი­უ­რი ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამ­და და გან­მარ­ტავ­და, რომ ეს პრო­ცე­სი „უკონ­ტრო­ლო ხდე­ბო­და“ და აზი­ა­ნებ­და კუ­რორ­ტის ეკო­ლო­გი­ას. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის 2019 წლის 591-ე დად­გე­ნი­ლე­ბით კი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­და, რო­მე­ლიც მთელ რიგ შე­ზღუდ­ვებს მო­ი­ცავს.

რო­გორც „ბიზ­ნესპრე­ნი­უსს“ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე ნე­ბარ­თვა აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ი­ცე­მა და უწყე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას სამ­შე­ნებ­ლო რეგ­ლა­მენ­ტით ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

„რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოქ­მე­დი ბა­კუ­რი­ა­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა და კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბიც საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, დაბა ბა­კუ­რი­ან­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი მოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, სი­მაღ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვა ზო­გი­ერთ ზო­ნა­ში არის 12.5 მეტ­რი, ზო­გი­ერთ ზო­ნა­ში კი - 16. არის კი­დევ უფრო და­ბა­ლი სი­მაღ­ლის შე­ზღუდ­ვა“, - გან­გვი­მარ­ტეს ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში.

მა­თი­ვე თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ჰყავს გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­სია, რო­მე­ლიც ხე­ე­ბის მოჭ­რას და გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რებს.

ბა­კუ­რი­ან­ში მშე­ნებ­ლო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებ­ში. სი­მაღ­ლე­ზე დაშ­ვე­ბა კი მაქ­სი­მუმ 3-4 სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბებ­ზეა მან­სარ­დით. დე­ვე­ლო­პე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის სურთ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა დად­გე­ნი­ლი ნორ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში „ტე­რა­სა ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, გან­მარ­ტეს, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ბა­კუ­რი­ა­ნის ტყეს რა­ი­მე სა­შიშ­რო­ე­ბა და­ე­მუქ­როს, „რაც ძა­ლი­ან კარ­გია კუ­რორ­ტის, ჰა­ვის და ჰა­ე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის“.

„ბა­კუ­რი­ან­ში აპარ­ტა­მენ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა სულ უფრო იზ­რდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, როცა ტარ­დე­ბა ოლიმ­პი­ა­დე­ბი და კუ­რორ­ტი მას­შტა­ბუ­რი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძლო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ მო­თხოვ­ნას სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რიც პა­სუ­ხობს. ამავდრო­უ­ლად, არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, სრუ­ლად მო­ვერ­გოთ ბა­კუ­რი­ა­ნის ლან­დშაფტს და ვიზ­რუ­ნოთ გა­რე­მო­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს, რომ­ლის 50% ანუ 5 000 კვ.მ-მდე სივ­რცე მწვა­ნე ზო­ნას ეთ­მო­ბა. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მიმ­დე­ბა­რედ ტყე კი რა თქმა უნდა, ხე­ლუხ­ლებ­ლად არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი“, - გან­მარ­ტეს „ტე­რა­სა ჯგუფ­ში“.

დაბა ბა­კუ­რი­ან­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, ყვე­ლა დე­ვე­ლო­პერს თუ ფი­ზი­კურ პირს მო­უ­წევს, არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს მო­ერ­გოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა.

zuba
0

რა დროს შეზღუდვაა ჩაბეტონებულია ყველაფერი დარჩა სადმე რამე ასაშენებელი?ე.ი საჭირო ხალხმა ააშენა რაც უნდოდათ და ეხლა იზღუდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

ბაკურიანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც არცერთ სეზონზე არ კარგავს აქტუალობას, შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი სამშენებლო სექტორი დეველოპერულ პროექტებს მუდმივად ახორციელებს.

ბაკურიანის აქტიური ურბანული განვითარების გამო საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა და განმარტავდა, რომ ეს პროცესი „უკონტროლო ხდებოდა“ და აზიანებდა კურორტის ეკოლოგიას. პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 591-ე დადგენილებით კი ვითარება შეიცვალა და მშენებლობაზე ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც მთელ რიგ შეზღუდვებს მოიცავს.

როგორც „ბიზნესპრენიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მშენებლობებზე ნებართვა აღნიშნული დადგენილების გათვალისწინებით გაიცემა და უწყება ნებისმიერი პროექტის განხილვისას სამშენებლო რეგლამენტით ხელმძღვანელობს.

„რამდენიმე წლის წინ მოქმედი ბაკურიანის განაშენიანების გეგმა აბსოლუტურად შეიცვალა და კოეფიციენტებიც საგრძნობლად შემცირდა. დღეის მდგომარეობით, დაბა ბაკურიანში საკმაოდ დაბალი კოეფიციენტები მოქმედებს, რომელიც ზონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სიმაღლის მაქსიმალური შეზღუდვა ზოგიერთ ზონაში არის 12.5 მეტრი, ზოგიერთ ზონაში კი - 16. არის კიდევ უფრო დაბალი სიმაღლის შეზღუდვა“, - განგვიმარტეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე თქმით, მუნიციპალიტეტს ჰყავს გარემოს დაცვის კომისია, რომელიც ხეების მოჭრას და გარემოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს არეგულირებს.

ბაკურიანში მშენებლობა შეზღუდულია რეკრეაციულ ზონებში. სიმაღლეზე დაშვება კი მაქსიმუმ 3-4 სართულიან შენობებზეა მანსარდით. დეველოპერები, რომლებიც ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის სურთ, ვალდებულები არიან, ყველა დადგენილი ნორმა გაითვალისწინონ.

სამშენებლო კომპანიაში „ტერასა ჯგუფი“, რომელიც ბაკურიანის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს, განმარტეს, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია ბაკურიანის ტყეს რაიმე საშიშროება დაემუქროს, „რაც ძალიან კარგია კურორტის, ჰავის და ჰაერის შენარჩუნებისათვის“.

„ბაკურიანში აპარტამენტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ტარდება ოლიმპიადები და კურორტი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ემზადება. აღნიშნულ მოთხოვნას სამშენებლო სექტორიც პასუხობს. ამავდროულად, არსებულ რეგულაციების გათვალისწინებით, ჩვენ ვალდებულები ვართ, სრულად მოვერგოთ ბაკურიანის ლანდშაფტს და ვიზრუნოთ გარემოზე. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე ვახორციელებთ პროექტს, რომლის 50% ანუ 5 000 კვ.მ-მდე სივრცე მწვანე ზონას ეთმობა. ჩვენი პროექტის მიმდებარედ ტყე კი რა თქმა უნდა, ხელუხლებლად არის შენარჩუნებული“, - განმარტეს „ტერასა ჯგუფში“.

დაბა ბაკურიანში მშენებლობაზე დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, ყველა დეველოპერს თუ ფიზიკურ პირს მოუწევს, არსებულ რეგულაციებს მოერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოების განხორციელების უფლება არ ექნება.

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში

ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარსა" და  „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას“  შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა