პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ძა­ლა­დო­ბი­სა და სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბის ეპი­ზოდ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პი­რის: ირაკ­ლი წა­ქა­ძის, საბა გოგშე­ლი­ძი­სა და საბა ჩხარ­ტიშ­ვილს მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა. სა­მი­ვე პირს ამ­ნის­ტია შე­ე­ხო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ეპი­ზოდ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის სი­ტყვი­ერ თან­ხმო­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ, ჩი­ქო­ვა­ნის თან­ხმო­ბის შემ­დეგ კი მო­სა­მარ­თლემ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის საბა გოგშე­ლი­ძის ად­ვო­კა­ტის არ­ჩილ დე­კა­ნო­ზიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მათი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გი­რა­ოს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბულ­ზე შე­წყვე­ტი­ლია. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას ყო­ფი­ლი სამი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნდა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო ამ­ნის­ტია. ასე­ვე და­ყე­ნე­ბუ­ლი იყო სა­კი­თხი გი­რა­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მი­ვე პირი გი­რა­ო­თი იყო გა­მოშ­ვე­ბუ­ლი და მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ყო­ფილ ბრალ­დე­ბუ­ლებს გი­რა­ოს თან­ხა და­უბ­რუნ­დე­ბათ”, - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ დე­კა­ნო­ზიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ძა­ლა­დო­ბა­სა და სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ციხე მას შემ­დეგ და­ტო­ვეს, რაც და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0
მალე, მაქსიმუმ 2022 წლის ბოლომდე, ყველას, ვინც შაქარაშვილი მოკლა, გაანთავისუფლებენ, სხვა და სხვა მოგონილი და შეთხზული მიზეზებით....
გაუგებარია.
0

კი მაგრამ, ამინისტია რასთან დაკავშირებით? ფერდობი, რომ ჩამოწვა ვაშლიჯვარში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამივე პირს ამნისტია შეეხო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ, ჩიქოვანის თანხმობის შემდეგ კი მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ-ერთი ბრალდებულის საბა გოგშელიძის ადვოკატის არჩილ დეკანოზიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

,,სისხლის სამართლებრივი დევნა სამივე ბრალდებულზე შეწყვეტილია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკითხული იქნა დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ყოფილი სამი ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა, გამოყენებულიყო ამნისტია. ასევე დაყენებული იყო საკითხი გირაოსთან დაკავშირებით, სამივე პირი გირაოთი იყო გამოშვებული და მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომლითაც ყოფილ ბრალდებულებს გირაოს თანხა დაუბრუნდებათ”, - აღნიშნა არჩილ დეკანოზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულებმა ციხე მას შემდეგ დატოვეს, რაც დანაშაული აღიარეს.

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" ჩაარტყა - რა მოხდა იუსტიციის სახლში?

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადია

"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?