კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ქვეყანა, ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ, რომ არ მოკლას კე-გე-ბე-მ ივანიშვილი" - წავა თუ არა პოლიტიკაში ანიტა რაჭველიშვილი?
"წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ქვეყანა, ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ, რომ არ მოკლას კე-გე-ბე-მ ივანიშვილი" - წავა თუ არა პოლიტიკაში ანიტა რაჭველიშვილი?

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს, რო­მელ­საც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს:

"ღია წე­რი­ლი ჩემს საყ­ვა­რელ სა­ქარ­თვე­ლოს! რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია მინ­და დავ­წე­რო და რო­გორც იქნა სი­ტყვებს თავი მო­ვუ­ყა­რე!

პირ­ველ რიგ­ში მე­გობ­რე­ბო! ძვირ­ფა­სო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო! მა­პა­ტი­ეთ, რომ ვერ გპა­სუ­ხობთ ზა­რებ­ზე და მე­სი­ჯებ­ზე! ისეთ ად­გი­ლას ვიმ­ყო­ფე­ბი, სა­დაც არც ინ­ტერ­ნე­ტი და არც ტე­ლე­ფო­ნი ყო­ველ­თვის არ იჭერს! ამას­თან ერ­თად ვთვლი, რომ ჩემი აზრი გა­მოვ­თქვი და და­სა­მა­ტე­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს, პირ­და­პირ ეთერ­ში იგი­ვე სი­ტყვე­ბის გა­მე­ო­რე­ბის აზრს უბ­რა­ლოდ ვერ ვხე­დავ, მა­პა­ტი­ეთ!

უსა­მარ­თლო­ბას­თან, დიქ­ტა­ტუ­რას­თან და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა ყო­ველ­თვის ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო, უბ­რა­ლოდ 9 წელი სად იყა­ვიო ტრო­ლე­ბი რომ მე­კი­თხე­ბით, გი­პა­სუ­ხებთ, რომ ის 9 წელი ჯერ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და მერე ახა­ლი დამ­წყე­ბი მომ­ღე­რა­ლი. ჩემი აზრი არა­ერ­თხელ გა­მოვ­თქვი, მაგ­რამ მა­შინ ჩემს აზრს ოჯა­ხის წევ­რე­ბი იწო­ნებ­დნენ ფბ-ზე მხო­ლოდ და რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, რად­გან არა­ვინ არ მიც­ნობ­და ჯერ.

ყვე­ლა­ფერს ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი მა­ში­ნაც, მი­ნის­ტრე­ბის გუ­ლავს ხალ­ხის ხარ­ჯზე, უსა­მარ­თლო­ბას, მკვლე­ლო­ბებს, დარ­ბე­ვებს და ყვე­ლა იმ მა­რაზმს და კრი­მი­ნალს რა­საც წი­ნა­მორ­ბე­დი მთავ­რო­ბა აკე­თებ­და. თუმ­ცა ვა­ფა­სებ­დი ყვე­ლა მათ გა­კე­თე­ბულ დიდ საქ­მე­საც და იმ ფაქტსაც, რომ ქვე­ყა­ნა წყვდი­ა­დი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და იქამ­დე მიგ­ვა­ქა­ნებ­დნენ გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სა­ნამ არ და­ა­ვი­წყდათ, ვის­თვის აკე­თებ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს.

მა­შინ არა­ვინ არ მიც­ნობ­და და არა­ვინ იცო­და არა­ფე­რი ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პი­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ! ასე რომ მარ­თა­ლია ენას ძვა­ლი არ აქვს, მაგ­რამ და­ფიქ­რით აბა ისი­ნი ვინც 9 წელ­ზე მე­კი­თხე­ბით. გა­და­ით­ვა­ლეთ მა­ინც რამ­დე­ნი წლის ვი­ყა­ვი და თუ სად­მე გხვდე­ბო­დათ ჩემი, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის სა­ხე­ლი, იმ წლებ­ში?!

არას­დროს არ ვიქ­ნე­ბი არც ერთი მთავ­რო­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, მაგ­რამ კარ­გს ყო­ველ­თვის და­ვა­ფა­სებ და ცუდს არ ვა­პა­ტი­ებ არა­ვის, რად­გან კრი­ტი­კა არის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა. სა­კი­თხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მეს­მის! ისი­ნი სხე­დან იქ, რად­გან ჩვენ ავიყ­ვა­ნეთ ისი­ნი სამ­სა­ხურ­ში და ვუხ­დით ხელ­ფასს. არც წი­ნა­მორ­ბე­დი მთავ­რო­ბა და არც აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არი­ან კერ­პე­ბი და ღმერ­თე­ბი. ჩვენს კმა­ყო­ფა­ზე მყო­ფი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან უმე­ტე­სო­ბა, მა­შინ­დე­ლიც და ახ­ლან­დე­ლიც.

მე ვოც­ნე­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდეს პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც იზ­რუ­ნებს ხალ­ხზე და მო­მა­ვალ­ზე და რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სად ჭკვი­ა­ნი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ერთი მარ­ტი­ვი რე­ა­ლო­ბა აღიქ­ვას: რაც უფრო დიდ­ხანს და წარ­მა­ტე­ბუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი შენს ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას, მით უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბი მთავ­რო­ბა­ში და ამის­გან მხო­ლოდ მო­ი­გებ შენც და ერიც.

არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი, არც წი­ნა­მორ­ბე­დი და არც აქ­ტუ­ა­ლუ­რი მთავ­რო­ბი­დან არ მი­მაჩ­ნია ამ ქვეყ­ნის მარ­თვის ღირ­სად. წინა მთავ­რო­ბას მხო­ლოდ იმის დამ­ტკი­ცე­ბა უნდა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კვლავ დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ამის გა­სა­კე­თებ­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბიც არი­ან, ახ­ლან­დე­ლე­ბი კი იმ­დე­ნად ჩაფ­ლუ­ლე­ბი არი­ან კო­რუფ­ცი­ა­ში, ღა­ლატ­ში და აბ­სო­ლუ­ტურ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ყვე­ლა სფე­რო­ში, რომ უბ­რა­ლოდ არ შე­უძ­ლი­ათ არაფ­რის მარ­თვა და ანად­გუ­რე­ბენ ქვე­ყა­ნას სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით!

მე არ ვდგა­ვარ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გვერ­დზე და ვე­მიჯ­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს, რა­საც ისი­ნი ქა­და­გე­ბენ და და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ასე­თი ტი­პის ჩა­რე­ვე­ბიც ჩემი მარ­თლაც უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად! მე ვე­მიჯ­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ეხე­ბა, მათ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად კო­რუმ­პი­რე­ბულ მთავ­რო­ბა­საც და მი­მაჩ­ნია, რომ მი­ლი­ო­ნი ნა­ბი­ჯით და­ხი­ეს ქვე­ყა­ნა უკან და გაგ­ვა­ნად­გუ­რეს ყვე­ლა. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" უა­რე­სი მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არ გვყო­ლია! სის­ხლი­ან 9 წელს გვახ­სე­ნე­ბენ დღემ­დე და სხვა არა­ნა­ი­რი არ­გუ­ნენ­ტი არ აქვთ იმის ასახ­სნე­ლად, თუ რა­ტომ ჯო­ბი­ან მათი თქმით “სის­ხლი­ან მთავ­რო­ბას”! არ სჯო­ბი­ხართ, ბა­ტო­ნე­ბო! მათ არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბით! უა­რე­სე­ბიც ხართ, ბევ­რად ბევ­რად უა­რე­სე­ბი!

არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი წი­ნა­მორ­ბე­დი მთავ­რო­ბი­დან და არც აქ­ტუ­ლუ­რი­დან არ ზრუ­ნავს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. წი­ნა­მორ­ბე­დებ­მა უგუ­ნუ­რო­ბით და­ღუ­პეს ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა და ახ­ლან­დე­ლე­ბი პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ, რომ არ მოკ­ლას კგბ-მ ივა­ნიშ­ვი­ლი და ამა­სო­ბა­ში გაგ­ვა­ნად­გუ­რეს, გა­ა­ნად­გუ­რეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და! ოლი­გარ­ქმა შე­ის­ყი­და სა­ქარ­თვე­ლო და გა­დაგ­ვცა პუ­ტინს! სი­ბო­რო­ტეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჩემს თვალ­ში.

ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­ერ­ქვას! ეხლა კი სა­ბო­ლო­ოდ, რაც მინ­დო­და მეთ­ქვა. ეს არ არის ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას გვაქვს აზრი რე­ა­ლურ დრო­ში მომ­ხდარ რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე და ამ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა მეც მაქვს, გინ­დათ და­მე­თან­ხმეთ და გინ­დათ შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ. ზრდი­ლო­ბის, ცი­ვი­ლუ­რო­ბის და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მის ფარ­გლებ­ში! თუ ზრდი­ლო­ბა დე­დამ არ გას­წავ­ლათ, მა­შინ თავი შე­ი­კა­ვეთ რა­მის წე­რის­გან! ცუდი სი­ტყვა ისევ მთქმელს უბ­რუნ­დე­ბა ყო­ველ­თვის და მას აზი­ა­ნებს! მე არას­დროს არ წა­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, რად­გან მე ხე­ლო­ვა­ნი ვარ, ხე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარს სი­გი­ჟემ­დე თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი და ყო­ველ­თვის იბ­რძო­ლებს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე. მიყ­ვარ­ხართ ჩე­მე­ბო!

პ.ს წუ­ლუ­კი­ანს და მის კრი­მი­ნალ კო­ლე­გებს ბო­დი­შებს არ ვუხ­დი ამით! ისევ ისე მი­მაჩ­ნია რომ წუ­ლუ­კი­ა­ნის ად­გი­ლი არ არის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში და ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ად­გი­ლია ცი­ხე­ში. ჩემი ფეხი არ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სცე­ნა­ზე, სა­ნამ ეს ძა­ლი­ან არაჰუ­მა­ნუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი მარ­თავს ჩემს სფე­როს! წუ­ლუ­კი­ა­ნი უნდა წა­ვი­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან!

ასე­ვე ინ­ტრიგ­ნე­ბის და ვი­ღა­ცის­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ! არც ქოცი და არც ნაცი ვყო­ფილ­ვარ არას­დროს, თუ ილუ­ზი­ა­ში ცხოვ­რობ­დით, გირ­ჩევთ თქვენს პი­ზი­ცი­ებ­საც გა­და­ხე­დოთ და რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სოთ, რა დღე­ში ვართ დღეს წინა თუ აქ­ტუ­ა­ლუ­რი მთავ­რო­ბის გამო. არ მე­ში­ნია და ზე­წო­ლა ვერ გა­მა­ჩუ­მებს! ასე რომ რა­ღაც სე­რი­ა­ლებს ნუ თხზავთ, მე­გობ­რე­ბო! კიდე ის, ვინც ილუ­ზი­ა­ში იყო, რომ ნაცი ვარ და ეხლა მლან­ძღავთ უბ­რა­ლოდ და­იბ­ლო­კე­ბით! ის, ვი­საც გგო­ნი­ათ, რომ ამ სტა­ტუ­სით წინა მთავ­რო­ბის კარ­გი საქ­მე­ე­ბი აღარ მახ­სოვს და უცებ ბი­ძი­ნას მუ­ქა­რებ­მა შე­მა­ში­ნა, ისი­ნიც და­იბ­ლო­კე­ბით! ისი­ნი, ვი­საც უცებ ქოცი ვე­გო­ნე­ბი და ამის გამო გამ­ლან­ძღავთ, ასე­ვე და­იბ­ლო­კე­ბით! აზრი გა­მოთ­ქვით, მაგ­რამ მე ეს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი თქვენ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი ტყუ­ი­ლე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებს! მე არ ვი­ყა­ვი, არ ვარ და არ ვიქ­ნე­ბი არა­ვის­ტი! "სა­ქარ­თვე­ლო­ის­ტი" ვარ და იცით რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ის იქ­ნე­ბა ჩემ­თვის ღირ­სე­უ­ლი, ვინც ჩვენ­ზე და ქვე­ყა­ნა­ზე იზ­რუ­ნებს! ეს მთავ­რო­ბა რომ გვან­გრევს და თვი­თონ მდიდ­რდე­ბი­ან, ეგ კი ვიცი და ვხე­დავ და ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია წმინ­და წყლის სი­ბო­რო­ტედ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლი. მე ერი და ქვე­ყა­ნა მა­ინ­ტე­რე­სებს და ვინც აგ­ვა­შე­ნებს, იმას უშ­ვე­ლოს უფალ­მა!"იხი­ლეთ ასე­ვე: "რა­ტომ­ღაც ქალ­ბა­ტონ ანი­ტას არ უყ­ვარს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი" - წუ­ლუ­კი­ა­ნი რაჭ­ვე­ლიშ­ვილს პა­სუ­ხობ

მკითხველის კომენტარები / 132 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ეს ვინღაა??

არც ნაცი, არც ქოცი
168

მიდი ბიძი8ა თუ შეგიძლია იმღერე, სისულეების როშვას თავი დაანებე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ქვეყანა, ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ, რომ არ მოკლას კე-გე-ბე-მ ივანიშვილი" - წავა თუ არა პოლიტიკაში ანიტა რაჭველიშვილი?

"წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ქვეყანა, ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ, რომ არ მოკლას კე-გე-ბე-მ ივანიშვილი" - წავა თუ არა პოლიტიკაში ანიტა რაჭველიშვილი?

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს:

"ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს! რომელიც დიდი ხანია მინდა დავწერო და როგორც იქნა სიტყვებს თავი მოვუყარე!

პირველ რიგში მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ, რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები, სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად ვთვლი, რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს, პირდაპირ ეთერში იგივე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ, მაპატიეთ!

უსამართლობასთან, დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, უბრალოდ 9 წელი სად იყავიო ტროლები რომ მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ის 9 წელი ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე ახალი დამწყები მომღერალი. ჩემი აზრი არაერთხელ გამოვთქვი, მაგრამ მაშინ ჩემს აზრს ოჯახის წევრები იწონებდნენ ფბ-ზე მხოლოდ და რამდენიმე მეგობარი, რადგან არავინ არ მიცნობდა ჯერ.

ყველაფერს ვაპროტესტებდი მაშინაც, მინისტრების გულავს ხალხის ხარჯზე, უსამართლობას, მკვლელობებს, დარბევებს და ყველა იმ მარაზმს და კრიმინალს რასაც წინამორბედი მთავრობა აკეთებდა. თუმცა ვაფასებდი ყველა მათ გაკეთებულ დიდ საქმესაც და იმ ფაქტსაც, რომ ქვეყანა წყვდიადიდან გამოიყვანეს და იქამდე მიგვაქანებდნენ განვითარებისკენ სანამ არ დაავიწყდათ, ვისთვის აკეთებდნენ ამ ყველაფერს.

მაშინ არავინ არ მიცნობდა და არავინ იცოდა არაფერი ჩემი მოქალაქეობრივი პიზიციის შესახებ! ასე რომ მართალია ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ დაფიქრით აბა ისინი ვინც 9 წელზე მეკითხებით. გადაითვალეთ მაინც რამდენი წლის ვიყავი და თუ სადმე გხვდებოდათ ჩემი, როგორც ხელოვანის სახელი, იმ წლებში?!

არასდროს არ ვიქნები არც ერთი მთავრობის თაყვანისმცემელი, მაგრამ კარგს ყოველთვის დავაფასებ და ცუდს არ ვაპატიებ არავის, რადგან კრიტიკა არის განვითარების ერთადერთი გზა. საკითხი ძალიან მარტივად მესმის! ისინი სხედან იქ, რადგან ჩვენ ავიყვანეთ ისინი სამსახურში და ვუხდით ხელფასს. არც წინამორბედი მთავრობა და არც აქტუალური არ არიან კერპები და ღმერთები. ჩვენს კმაყოფაზე მყოფი კორუმპირებული კრიმინალები არიან უმეტესობა, მაშინდელიც და ახლანდელიც.

მე ვოცნებობ, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მომავალზე და რომელიც საკმარისად ჭკვიანი იქნება იმისთვის, რომ ერთი მარტივი რეალობა აღიქვას: რაც უფრო დიდხანს და წარმატებულად ემსახურები შენს ხალხს და ქვეყანას, მით უფრო დიდხანს იქნები მთავრობაში და ამისგან მხოლოდ მოიგებ შენც და ერიც.

არც ერთი პოლიტიკოსი, არც წინამორბედი და არც აქტუალური მთავრობიდან არ მიმაჩნია ამ ქვეყნის მართვის ღირსად. წინა მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან და ამის გასაკეთებლად ყველაფერზე წამსვლელებიც არიან, ახლანდელები კი იმდენად ჩაფლულები არიან კორუფციაში, ღალატში და აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმში ყველა სფეროში, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ არაფრის მართვა და ანადგურებენ ქვეყანას სინათლის სიჩქარით!

მე არ ვდგავარ "ნაციონალური მოძრაობის" გვერდზე და ვემიჯნები ყველაფერს, რასაც ისინი ქადაგებენ და დაუშვებლად მიმაჩნია ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ტიპის ჩარევებიც ჩემი მართლაც უდიდესი პატივისცემის მიუხედავად! მე ვემიჯნები აბსოლუტურად ყველაფერს, რაც "ქართულ ოცნებას" ეხება, მათ არაპროფესიონალურ და აბსოლუტურად კორუმპირებულ მთავრობასაც და მიმაჩნია, რომ მილიონი ნაბიჯით დახიეს ქვეყანა უკან და გაგვანადგურეს ყველა. "ქართულ ოცნებაზე" უარესი მთავრობა საქართველოს ისტორიაში არ გვყოლია! სისხლიან 9 წელს გვახსენებენ დღემდე და სხვა არანაირი არგუნენტი არ აქვთ იმის ასახსნელად, თუ რატომ ჯობიან მათი თქმით “სისხლიან მთავრობას”! არ სჯობიხართ, ბატონებო! მათ არაფრით ჩამოუვარდებით! უარესებიც ხართ, ბევრად ბევრად უარესები!

არც ერთი პოლიტიკოსი წინამორბედი მთავრობიდან და არც აქტულურიდან არ ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე. წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ხალხი და ქვეყანა და ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ, რომ არ მოკლას კგბ-მ ივანიშვილი და ამასობაში გაგვანადგურეს, გაანადგურეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა! ოლიგარქმა შეისყიდა საქართველო და გადაგვცა პუტინს! სიბოროტეს განასახიერებს "ქართული ოცნება" ჩემს თვალში.

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ეხლა კი საბოლოოდ, რაც მინდოდა მეთქვა. ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოში ყველას გვაქვს აზრი რეალურ დროში მომხდარ რეალურ მოვლენებზე და ამ აზრის გამოხატვის უფლება მეც მაქვს, გინდათ დამეთანხმეთ და გინდათ შემეწინააღმდეგეთ. ზრდილობის, ცივილურობის და ერთმანეთის პატივისცემის ფარგლებში! თუ ზრდილობა დედამ არ გასწავლათ, მაშინ თავი შეიკავეთ რამის წერისგან! ცუდი სიტყვა ისევ მთქმელს უბრუნდება ყოველთვის და მას აზიანებს! მე არასდროს არ წავალ პოლიტიკაში, რადგან მე ხელოვანი ვარ, ხელოვანი, რომელსაც უყვარს სიგიჟემდე თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე. მიყვარხართ ჩემებო!

პ.ს წულუკიანს და მის კრიმინალ კოლეგებს ბოდიშებს არ ვუხდი ამით! ისევ ისე მიმაჩნია რომ წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილია ციხეში. ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე, სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან!

ასევე ინტრიგნების და ვიღაცისტების საყურადღებოდ! არც ქოცი და არც ნაცი ვყოფილვარ არასდროს, თუ ილუზიაში ცხოვრობდით, გირჩევთ თქვენს პიზიციებსაც გადახედოთ და რეალურად შეაფასოთ, რა დღეში ვართ დღეს წინა თუ აქტუალური მთავრობის გამო. არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს! ასე რომ რაღაც სერიალებს ნუ თხზავთ, მეგობრებო! კიდე ის, ვინც ილუზიაში იყო, რომ ნაცი ვარ და ეხლა მლანძღავთ უბრალოდ დაიბლოკებით! ის, ვისაც გგონიათ, რომ ამ სტატუსით წინა მთავრობის კარგი საქმეები აღარ მახსოვს და უცებ ბიძინას მუქარებმა შემაშინა, ისინიც დაიბლოკებით! ისინი, ვისაც უცებ ქოცი ვეგონები და ამის გამო გამლანძღავთ, ასევე დაიბლოკებით! აზრი გამოთქვით, მაგრამ მე ეს მიკერძოებული თქვენთვის კომფორტული ტყუილები არ მაინტერესებს! მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! "საქართველოისტი" ვარ და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის იქნება ჩემთვის ღირსეული, ვინც ჩვენზე და ქვეყანაზე იზრუნებს! ეს მთავრობა რომ გვანგრევს და თვითონ მდიდრდებიან, ეგ კი ვიცი და ვხედავ და ამიტომაც მიმაჩნია წმინდა წყლის სიბოროტედ ქართული ოცნება და ივანიშვილი. მე ერი და ქვეყანა მაინტერესებს და ვინც აგვაშენებს, იმას უშველოს უფალმა!"იხილეთ ასევე: "რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობ